Foto

ჩოხატაურში კაცი უშაობისას ხიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა

გუშინ, ჩოხატაურში, შუახნის ასაკის მამაკაცი კერძო სამუშაოების შესრულების დროს, ხიდან ჩამოვარდა და მძიმედ დაშავდა.

„გურია ნიუსის“ უწყებით, მამაკაცი დღეს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქუთაისში, საავადმყოფოში გადაყვანისას დაშავებულს ტრავმული შოკი, თირკმლის დაჟეჟილობა, მენჯის მოტეხილობა და ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნებოდა, რის გამოც მისი გადარჩენა, საბოლოოდ ვერ მოხერხდა.