ინტენსიური თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ამბავს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება.
მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ამ და გზის დანარჩენ მონაკვეთებზე, თავისუფალია.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში...
ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ სკოლის დამთავრე...
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ო...
რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუ...
ძლიერი ქარის გამო, ქობულეთში მანქანას ხე დაეცა,...
Mana press