აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ იგი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შენიშვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „ომის დამნაშავეა“, ეთანხმება.
„მათ გააძლიერეს დაბომბვა ხალხის ნების გატეხვის მიზნით. გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ მისი აზრით, უკრაინაში ჩადენილია ომის დანაშაულები. პირადად მე ვეთანხმები. მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ დამიზნება ომის დანაშაულია. ბოლო სამი კვირის შეფასების საფუძველზე, მიჭირს დასკვნის გაკეთება, რომ რუსები სხვაგვარად იქცევიან. მოსკოვის ომის შედეგები კი, მთელ მსოფლიოში იგრძნობა“, - განაცხადა მან.
ენტონი ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკელი ექსპერტები უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულების დოკუმენტაციისა და შეფასების პროცესში არიან.
„ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ჩვენი დასკვნები დაეხმარება საერთაშორისო ძალისხმევას ომის დანაშაულების გამოძიებასა და პასუხისმგებელ პირთა პასუხისმგებლობის დაკისრებაში“, - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში...
ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ სკოლის დამთავრე...
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ო...
რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუ...
ძლიერი ქარის გამო, ქობულეთში მანქანას ხე დაეცა,...
Mana press