რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მომხდარი ინციდენტის შესახებ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებს, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დაკავებულის განთავისუფლება.
მათ დასძინეს,რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალებს.
"რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი. მომხდარი ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას." - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯან...
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედოფლ...
რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა გეგმ...
ქალაქი ჯვარი საქართველოში ალბათ მოსახლეობის ნაწ...
ზუგდიდში პოლიცია 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილ...
Mana press