სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებულ ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია. ასე გამოეხმაურა საავტომობილო გზების დეპარტამენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე მეწყრული პროცესების გამო ჩამოშლილ ფერდთან დაკავშირებით.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამშენებლო ობიექტი მიმდინარეა და ბუნებრივია, სამუშაოები დასრულებული არ არის. შესაბამისად, ანაზღაურება მშენებელ კომპანიასთან მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ.
ადგილზე ამჟამად მიმდინარეობს ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები, რის შემდეგაც განახლდება პროექტით დაგეგმილი სამუშაოების წარმოება.
სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში...
ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ სკოლის დამთავრე...
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ო...
რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუ...
ძლიერი ქარის გამო, ქობულეთში მანქანას ხე დაეცა,...
Mana press