Foto

ძლიერი ქარის გამო, ქობულეთში მანქანას ხე დაეცა, რის შედეგადაც, მანქანაში მყოფი ერთი ადამიანი დაიღუპა

ძლიერი ქარის გამო, ქობულეთში მანქანას ხე დაეცა, რის შედეგადაც, მანქანაში მყოფი ერთი ადამიანი დაიღუპა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები მუშაობენ.

აჭარის რეგიონში ძლიერი ქარით გამოწვეული პრობლემების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ათეულობით შეტყობინება შევიდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძლიერმა ქარმა აჭარაში მოგლიჯა ხეები, რამაც მსუბუქი ავტომობილები და ქალაქის ინფრასტრუქტურა დააზიანა.