პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ,- ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ უკრაინელ კოლეგა ანდრეი სიბიგასთან ერთად, ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სიკორსკის თქმით, უკრაინამ უნდა დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„დავარწმუნე მინისტრი, რომ პოლონეთი მხარს დაუჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ და შეუფერხებელ პროცესს. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებში შედის. ომის დამთავრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში, რაც ჩვენი აზრით, ამ დროისთვის არ მოხდება, თუ გადავხედავთ რუსეთის მზარდ სასტიკ თავდასხმებს, მათ შორის ახალი, სახიფათო იარაღის გამოყენებით, ნებისმიერი მომზადებული გამოსავალი უნდა იყოს დადასტურებული ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიერ. ამაში მათ პოლონეთი მხარს დაუჭერს“,- განაცხადა სიკორსკიმ.
„დავარწმუნე მინისტრი, რომ პოლონეთი მხარს დაუჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ და შეუფერხებელ პროცესს. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებში შედის.
ომის დამთავრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში, რაც ჩვენი აზრით, ამ დროისთვის არ მოხდება, თუ გადავხედავთ რუსეთის მზარდ სასტიკ თავდასხმებს, მათ შორის ახალი, სახიფათო იარაღის გამოყენებით, ნებისმიერი მომზადებული გამოსავალი უნდა იყოს დადასტურებული ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიერ. ამაში მათ პოლონეთი მხარს დაუჭერს“,- განაცხადა სიკორსკიმ.
ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33-წლისთავზე, ...
რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილი პრეზიდენტობი...
ჩემთვის ეს ყველაფერი ასოციას იწვევს კალიგულასთა...
ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ...
Mana press