Foto

თამარ კორძაია - მივდივარ პოლიტიკიდან

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თამარ კორძაია აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ იფი ფეისბუქზე წერს.

"მინდა საჯაროდ გავაკეთო განმარტება ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ - მივდივარ პოლიტიკიდან.

2013 წელს დავიწყე პოლიტიკური საქმიანობა და ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. მუდმივად ვცდილობდი ვყოფილიყავი ქვეყნის ინტერესების, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დამცველი. ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ - არა. მაგრამ ერთი რამე ნამდვილად შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, ყველა გადაწყეტილება ამ სამი მთავარი ღირებულებით იყო ნაკარნახევი. ბევრი კრიტიკა მიმიღია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც თანადგომა და მხარდაჭერა მახსოვს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამას მაგრძნობინებდა.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი. ცხოვრება ღირს ამ გამოცდილებად. საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა. რთულია, ვიცი ამასაც არაერთგვაროვანი შეფასება მოყვება, ესეც გასაგებია.

ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებროლ ადამიანად." - წერს კორძაია.

2002-2012 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის და ინფორმაციის თავისუფლების პროექტების ხელმძღვანელი. 2012-2013 წლებში იყო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი. 2010 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი. 2013-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2015-2016 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი. 2013-2015 წლებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი. 2013 წელს — საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი. 2013-2015 წლებში — საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი. 2016 წელს იყო ფრაქცია „რესპუბლიკელების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.

2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.2021 წლის 4 ივნისს განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების შესახებ