ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ სრულიად დაკარგა სახე და გადავიდა ადამიანების მოტაცებაზე,- ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მამუკა ხაზარაძემ პოლიციელებს მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი დანაშაულებრივ დავალებებს ასრულებენ, არიან იდენტიფიცირებულები და მათ მომავალში არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ორგანოში მუშაობა განაგრძონ. "ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ სრულიად დაკარგა სახე და გადავიდა ადამიანების მოტაცებაზე დღისით, მზისით. ამას ასრულებს პოლიციის ფორმაში გადაცმული კრიმინალთა ჯგუფი. უნდათ, რომ დააშინონ ის მომიტინგეები და ახლა უკვე პოლიტიკოსები, რომლებიც ძალიან მყარად და მტკიცედ დგანან ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე. ბიძინა ივ...
თუ ვინმეს შეიძლება ეშინოდეს რაიმე სიის, ესენი არიან სწორედ რადიკალები, ჩვენ ვიმოქმედებთ, ამას ვპირდებით აუცილებლად ყველას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, „როცა ამოიწურა ფიზიკური ძალადობის რესურსი, გადავიდნენ უკვე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე“. „როდესაც ვეღარ ძალადობდნენ ფიზიკურად, როცა ამოიწურა ამის რესურსი გადავიდნენ უკვე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რაც არის დამახასიათებელი ლიბერალური ფაშიზმისთვის. დაიწყეს სიების გამოქვეყნება, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, პოლიციელების. თუ ვინმეს შეიძლება ეშინოდეს რაიმე სიის, ესენი არიან სწორედ რადიკალები, ჩვენ ...
ვიღაცები ცდილობენ, აშშ-ში ახალ ადმინისტრაციას ჩვენს რეგიონში დაუტოვონ მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა და ამ სცენარის ნაწილია, მათ შორის უკრაინის ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობების ხელოვნურად გაუარესება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკრაინის მხრიდან სანქციების დაწესება უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს. „ოფიციალური ცნობა ჩვენ ჯერ არ მიგვიღია. სიის პრინციპი ნაკლებად საინტერესოა. თავად სანქციების დაწესება არის ისეთი მოვლენა, რაც მეტყველებს უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე. გახსოვთ, თავის დროზე 2022 წლის პირველ მარტს, უკრაინის ხ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მიერ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და კიდევ 18 პირის მიმართ სანქციების დაწესებას ეხმაურება. ზურაბიშვილი აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მადლობას უხდის. „უკეთესად ვერც ვიტყოდი. მადლობა ვოლოდიმირ! რუსეთი ცდილობს, შავ ზღვაზე კონტროლი დაიბრუნოს!“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, დღეს, 5 დეკემბერს უკრაინამ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და კიდევ 18 პირის მიმართ სანქციები დააწესა. განკარგულების თანახმად, სანქცირებულთა სიაში არიან: ბიძინა ივ...
შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ხაზს ვუსვამთ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების პატივისცემის მნიშვნელობას,- ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა. დუჟარიკის თქმით, თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ყველა ცნობა დროულად და სრული გამჭვირვალობით იქნას გამოძიებული. „შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ხაზს ვუსვამთ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების პატივისცემის მნიშვნელობას. გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა აქტორს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ძალადობა და ...
უკრაინამ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და კიდევ 18 პირის მიმართ სანქციები დააწესა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. „ახლახანს ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც აძლევს იურიდიულ ძალას უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით. სანქციები საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანას პუტინს უთმობენ. რის გამოც, ახლა საქართველოში არის საპროტესტო გამოსვლები. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმაც ახლა საკუთარი პოზიცია ...
იმ შემზარავი ძალადობის პასუხად, რასაც საქართველოში ვადევნებთ თვალს, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ, რათა პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დავუწესოთ,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სპეციალურმა თანაშემწემ და თეთრ სახლში, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა „გლობალნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც კარპენტერმა აღნიშნა, საქართველოში მიმდინარე ერთი მეორეს მიყოლებით ყველა ქმედება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას აშორებს. „იმ შემზარავი ძალადობის პასუხად, რასაც საქართველოში ვადევნებთ თვალს, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ, რათა პასუხისმგ...
როგორც კი აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს უსამშობლო პოლიტიკოსების „საბრძოლო“ მარაგები, აქცია მშვიდობიანი გახდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს. წილოსანი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს ეხმაურება და წერს, რომ „პოლიციელი გმირია“. „ჩემი პატივისცემა ყველა პოლიციელს, სპეცრაზმელს და სამართალდამცავს. 2008 წელს ეს ბიჭები ჩვენს ქვეყანას რომ იცავდნენ, თქვენ სად გარბოდით, ლაჩრებო?! გუშინდელმა დღემ კარგად დაგვანახა, რეალურად ვინ იყო აქციებზე თითოეულ დაშავებულ პოლიციელზე და მონაწილეზე პასუხისმგებელი - როგორც კი აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს უსამშობლო პოლიტიკოსების „საბრძოლო“ მარაგები, აქცია ...
ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, „ნაცმაიდანი" ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, „გარკვეული ძალები, ძალადობრივი დაჯგუფებები გადასული არიან იმაზე, რომ ქვეყნის ინტერესები მცირედით მაინც დააზიანონ“. „ჩავარდნილი „ნაცმაიდნის" შემდეგ ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები, ძალადობრივი დაჯგუფებები გადასული არიან იმაზე, რომ მცირედით მაინც დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მათ შორის გარკვეული ზიანი მიაყენონ ბიზნესსაქმიანობას და ა.შ. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს მცდელობებიც არის განწირული წარუმატებლ...
ევროკავშირი საქართველოს ინსტიტუტებისთვის სასიამოვნო არჩევანი კი არა, ვალდებულებაა,- ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როთის განცხადებით, ევროკავშირმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პროევროპელებს ცალსახად მხარი უნდა დაუჭიროს. „უკვე 6 დღეა, გაბედული ქართველები წინააღმდეგობას უწევენ რეჟიმის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას. ევროკავშირი საქართველოს ინსტიტუტებისთვის სასიამოვნო არჩევანი კი არა, ვალდებულებაა. უსაფრთხოების ძალების სისასტიკე დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ევროკავშირმა საქართველოს პრეზიდენტს და პროევროპელებს ცალსახად უნდა დაუჭიროს მხარი“,- წერს როთი.
მომიტინგეების მიმართ ძალადობის დონე მიუღებელია, ეს არ არის პირველი შემთხვევა და დროა, პასუხი აგონ,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში განაცხადა. როგორც ლანდსბერგისმა აღნიშნა, მომდევნო საბჭოზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგში იქნება და დიდი ალბათაობით, საქართველოს „არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ დამატებითი ზომები იქნება მიღებული“. „ქართულმა ოცნებამ“ და მთავრობამ არაერთი ნაბიჯი გადადგა, რათა ევროპელებისთვის ეთქვათ, რომ მათ აღარ სურთ ევროპაში ყოფნა. თქვენ იცით, მიიღეს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი, მიიღეს გადაწყვეტილებები და გადაიდგა ნაბიჯები, რომლებიც უკვე რეალურად აჩვენებდ...
დაუყოვნებლივ და საჯაროდ უნდა დაუწესდეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის სხვა წევრებს, რომლებიც ავტორიტარულ ქცევაში არიან ჩართულები,- ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს 17 ამერიკელი ყოფილი დიპლომატი და ექსპერტი აწერს. როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, სანქციები უნდა შეეხოთ პოლიციელებს და სამხედრო ოფიცრებს, რომლებიც „მონაწილეობდნენ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას ხრიკების მოწყობაში“. "ჩვენ, საქართველოს მეგობრები, მათ შორის, ყოფილი ამერიკელი დიპლომატები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოში ან/და მუშაობდნენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, საქარ...
რა თქმა უნდა, ჩვენ გვაწუხებს ის, რაც საქართველოში ხდება,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში განაცხადა. რუტემ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს. „რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაწუხებს ის, რაც თავად საქართველოში ხდება. მოვლენებს თვალს ვადევნებთ. მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ევროკავშირთან და ნატოსთან. ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდებით. რაც შეეხება არჩევნებში ვინმეს ჩარევას, ეს მიუღებელია“,- განაცხადა მარკ რუტემ.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ადგილი ჰქონდა სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობას, საჯარო მოხელეების საბოტაჟის გზით, რაც სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო“. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ მცდელობას აუცილებლად გაეცემა პასუხი, კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში. „ამ დღეებში ვიხილეთ, რომ ადგილი ჰქონდა მცდელობას სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის, საჯარო მოხელეების საბოტაჟის გზით, რაც სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. ჩვენ ვიხილეთ ერთი ხელით დაწერილი პეტიციები, რომელიც გავრცელდა. თუ არ ვცდები, მას მერიის 229 თანამშრომელი აწერდა ხელს. მუნიციპალიტეტში გ...
ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფების წევრები და არ განეკუთვნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ქვედანაყოფებს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც გახარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს დაუსჯელობის გარანტია აქვთ მიცემული. პარტიის ლიდერი მოუწოდებს მმართველ გუნდს, რომ „მოძალადეებს ნიღბები მოხსნას“. „არაპროვოცირებული ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე, ქალებზე ბოლო ხუთი ღამის განმავლობაში უკვე საშიშ ფორმას იძენს და განსაკუთრებული სისასტიკი...
მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პასუხისმგებლობას მოკლებულია სამართალდამცავების დისკრედიტაციისა და პოლარიზაციის გამომწვევი დაუსაბუთებელი განცხადება იმის შესახებ, რომ სამართალდამცავები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არიან. „სოციალურ ქსელ X-ზე ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამწუხარო და შემაშფოთებელი განცხადება, რომ „უნივერსიტეტების შემდეგ სკოლების ჯერ...
უცხოურმა აგენტებმა და მათმა პატრონებმა გამოიყენეს ბოლო რესურსი, რაც ჰქონდათ დარჩენილი, მათ შორის, მათ გამოიყენეს ბოლომდე საჯარო სამსახურში არსებული რესურსი, თუმცა ხედავთ, რომ არც ეს რესურსი გამოადგათ საბოლოო ჯამში „ნაცმაიდნის" წარმატებისთვის,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, „თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ყველა მოქმედებაზე იქნება სათანადო რეაგირება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად“. „გასული დღეების განმავლობაში, უცხოურმა აგენტებმა და მათმა პატრონებმა გამოიყენეს ბოლო რესურსი, რაც ჰქონდათ დარჩენილი, მათ შორის, მათ გამოიყენეს ბოლომ...
მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, პირადად შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს - შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დღეების განმავლობაში მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, „თუ პირველი ორი დღის განმავლობაში იყო სამწუხარო ინციდენტები, ბოლო სამი დღის განმავლობაში შესაბამისი მოქმედებები ჩატარდა ყოველგვარი ინციდენტის გარეშე“. „მინდა, შევაჯამო განვლილი 5 დღე, ჩავარდნილი „ნაცმაიდნის" 5-დღიანი ციკლი. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, პირადად შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეების განმავლ...
თბილისის რამდენიმე სკოლის გაფიცული მოსწავლეები საპროტესტო აქციებს მართავენ. მოსწავლეები პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე დასწრებას არ აპირებენ. გაფიცული მოსწავლეების აქცია თბილისის 161-ე საჯარო სკოლის, მე-6 გერმანული გიმნაზიის, თბილისის 171-ე სკოლისა და დიღმის 192-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. „მოსწავლეების ერთიანობა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ერთად და დავდგეთ ერთად. გვართმევენ საქართველოს, საჭიროა გავერთიანდეთ. ჩვენი გზა და ადგილი არის ევროპაში და აუცილებლად წავალთ ევროპაში. არ უნდა ვიყოთ უმოქმედოთ“,- უთხრა 161-ე სკოლის მოსწავლემ „მთავარ არხს“. სკოლის გაფიცულმა მოსწავლეებმა აქცია გამართეს მუხი...
მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა,- ამის შესახებ „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ჯო უილსონმა განაცხადა. უილსონის თქმით, „ყველა, ვისაც თავისუფლებისა და დემოკრატიის სწამს, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ერთად უნდა დადგეს“. „დონალდ ტრამპი მხარს უჭერს თავისუფლებას. ის მხარს უჭერს დემოკრატიას. დონალდ ტრამპიც გახლავთ ადამიანი, რომელიც ასევე აპროტესტებს არჩევნებს, რომელიც შესაძლოა, არარეგულირებულად ჩატარდა. ამიტომ, მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგე...