პროტესტის 26-ე დღე დედაქალაქში -...

რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დედაქალაქის მთავარ გამზირზე სხვადასხვა პროფესიისა თუ ასაკის ადამიანები არიან შეკრებილები. საავტომობილო გზა აქციის მონაწილეებმა უკვე გადაკეტეს. რაც შეეხება საპოლიციო მობილიზებას, ისინი მცირე რაოდენობით არიან ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე. გარდა ამისა, მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთანაც. შეგახსენებთ, დედაქალაქი და სხვა ქალაქები პროტესტმა მას შემდეგ მოიცვა, რაც საზოგადოებისთვის  „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა. რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

IRI - საქართველოს 2024 წლის საპა...

საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი, სამართლებრივი ჩარჩო და პროცესის მარეგულირებელი ნორმები, ხელს უშლიდა ჯანსაღ საარჩევნო კონკურენციას,- ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ ანგარიშთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. IRI-ს დასკვნაში აღნიშნულია, რომ ხდებოდა მმართველი ხელისუფლების მიერ საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენება, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება, ოპოზიციური პარტიებისთვის დაბრკოლებების შექმნა, ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება. "IRI-ის პრეზიდენტი, დენიელ ტვაინინგი: „საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის სარწმუნო თავისი მოქალა...

პრეზიდენტი - შეიქმნება საბჭო, ამ...

შეიქმნება საბჭო, ამ საბჭოს მანდატი იქნება მხოლოდ ერთი - ახალი არჩევნების მომზადება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, არ დარჩა არცერთი სამართლებრივი, კონსტიტუციური გზა, დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნა. "შეიქმნება ასევე საბჭო, რათა ვმართოთ ეს პერიოდი, ამ საბჭოს მანდატი იქნება მხოლოდ ერთი – ახალი არჩევნების მომზადება. უკვე მზადდება და ალბათ ხვალ იქნება მზად დოკუმენტი, რომელიც აღწერს იმ პირობებს, რომლებიც არის მინიმალური პირობები, რათა ძალიან მალე ჩატარდეს არჩევნები. შემდეგ იქნება მუშაობა იმისთვის, რომ ყველა კუთხით, ყველა შესაძლო მიმართულებით, ყველამ ერთად მოვითხ...

ზურაბიშვილი - ან კომპრომისული ვა...

29 დეკემბრიდან, თუ არ იქნა მიღწეული კომპრომისული ვარიანტი, დიალოგი, მეორე ვარიანტი და მაინც მივდივართ არჩევნებამდე, მაგრამ მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის უცხოეულ პარტნიორებთან მუდმივ კავშირზეა. "29 დეკემბრიდან, თუ არ იქნა მიღწეული კომპრომისული ვარიანტი, დიალოგი - ჩვენ ქვეყანას ეს სჭირდება, რომ ქვეყანა უარეს კრიზისში არ ჩაეფლოს... თუ არა, მეორე ვარიანტი და მაინც მივდივართ არჩევნებამდე, მაგრამ მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით.  თუ ძალიან მალე არ მივიღე მე პასუხი, მეორე ეტაპისთვის ყველანი მზად უნდა ვიყოთ. მზად ვარ და ვიქ...

ზურაბიშვილი - ძალიან კარგად იცია...

ძალიან კარგად იციან, რომ გააყალბეს არჩევნები და ეს ტვირთი ცხოვრების ბოლომდე უნდა იტვირთონ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მიმართვის დროს განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, "როდესაც ღალათობ შენ ქვეყანას ეს არის დიდი ტვირთი". "დღეს ყველაფერი ძალიან მარტივად არის. არჩევნები არ შედგა და რადგანაც არ შედგა, გაყალბდა და სერიოზულად გაყალბდა, ჩვენ ეს ყველაფერი კარგად ვიცით, დაინახეთ. ვინც აყალბებდა იმათმაც დაინახეს. ასე, რომ არამხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპროტესტებენ ქუჩაში და ქუჩიდან, არამედ ისინიც, ვითომცდა ხარს უჭერენ დღევანდელ მმართველ პარტიას, იმათმაც ძალიან კარგად იციან, რომ გააყალბეს და რომ ეს ტვირთი ცხოვრების ბოლომდე ...

პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენებს ხვ...

პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. როგიორც შეხვედრის დაწყებამდე ბიზნესმენმა, ნოშრევან ნამორაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, ხელახალი არჩევნები არ უნდა დაინიშნოს.  „არავითარი ხელახალ არჩევნები. 12 წელია, ბიზნესმა დაისვენა, დამშვიდდა, დაწყნარდა, აწიოკება აღარ არის ქვეყანაში. არავინ არავის სახლში არ უვარდება და არ ხვრეტს... თუმცა, არის ყველაფერი მასშტაბურად შესახედი“,- ამბობს ნამორაძე. ამავე შეხვედრაზე იმყოფება TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყანაში მიმდინარ...

ვალდორფის სკოლის მშობლები საპროტ...

თბილისში, ამ წუთებში ვალდორფის სკოლის მოსწავლეების მშობლები და მასწავლებლები საპროტესტო მარშს მართავენ. მსვლელობის დაწყებამდე პროტესტის მონაწილეები განათლების სამინისტროსთან შეიკრიბნენ. განათლების სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიიდან ელბაქიძის დაღმართის გავლით ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებენ. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში დღეს რამდენიმე საპროტესტო მარშია დაგეგმილი. მათ შორისაა: ფერმერების მარში, კომაროველების და ვეკუელების საერთო მარში, ფილოსოფოსების მარში და ა.შ.  თბილისში საერთო აქცია 19:00 საათზე, პარლამენტთან დაიწყება.

ლუაზო - არ დავუშვებთ მმართველი პ...

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. როგორც ლუაზო სოციალურ ქსელ X-ზე წერს, მმართველი პარტიის მცდელობას, რომ პრეზიდენტის თავისუფლებას ძირი გამოუთხარონ, არ დაუშვებენ. „ქართველი „პრემიერ-მინისტრი“ (ბრჭყალები გვახსენებს, რომ გაყალბებული არჩევნებიდან მოვიდა) ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ემუქრება და მას გისოსებს მიღმა წარმოიდგენს. არ დავუშვებთ მმართველი პარტიის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას“,- წერს ლუაზო. შეგახსენებთ, გუშინ, 22 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვ...

საერთაშორისო სამართლით, საქართვე...

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველომ რეაგირება უნდა იქონიოს შეშფოთებებზე ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი წერს. ელჩის თქმით, უსაფრთხოება შეუძლებელია ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების გარეშე. „საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველომ რეაგირება უნდა იქონიოს შეშფოთებებზე ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. ეს არის საკითხები, რომლებიც ლეგიტიმურ შეშფოთებას იწვევს ყველა სახელმწიფოში და არა შიდა საქმე. ეუთოში ჩვენ ვთანხმდებით: უსაფრთხოება შეუძლებელია ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების გარეშე“,- წერს ფიშერი.

ჯო უილსონი - „ქართული ოცნების“ დ...

„ქართული ოცნების“ დე ფაქტო მთავრობა ლეგიტიმური არ არის,- ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე წერს. უილსონის თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ძალაა. „საქართველოში არჩევნებზე ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რაც მანამდე ვთქვი: „ქართული ოცნების“ დე ფაქტო მთავრობა ლეგიტიმური არ არის. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ძალაა. ნებისმიერი ახალი მთავრობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით უნდა ჩამოყალიბდეს“,- წერს უილსონი სოციალურ ქსელში.

მიხეილ სააკაშვილი - შეცდომაა ამდ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. სააკაშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით მცირე განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“,- წერს ექსპრეზიდენტი „ფეისბუქის“ გვერდზე. შეგახსენებთ, თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში 28 ნოემბრიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყანა საპროტესტო ტალღამ მას შემდეგ მოიცვა, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგ...

სალომე ზურაბიშვილი - იქ ვარ, სად...

იქ ვარ, სადაც ხართ; იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო მსვლელობებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. ზურაბიშვილის განცხადებით, გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! „კახელებს (ასევე მეგრელებს, გურულებს, იმერლებს, აჭარლებს, ქართლელებს…) ვერ ვუერთდები, ვერც ხორუმში ჩავერთვე, ვერც ვიმღერე თქვენთან ერთად… თუმცა, იქ ვარ, სადაც ხართ; იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!“ - წერს ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

პრემიერი - ზურაბიშვილმა შეკრიბა ...

ეუთო/ოდირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები წარმატებით შედგა, შესაბამისად, კიდევ უფრო დამძიმდა ემოციური ფონი ოპოზიციაში, კიდევ უფრო მეტად დაუმძიმდა ემოციური ფონი სალომე ზურაბიშვილს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ისტერიულ ფონზე გუშინ საინტერესო დისკუსია შედგა სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს შორის, მათ შორის NGO-ების წარმომადგენლებს შორის“. „ჩვენ გვეუბნებიან, რომ არ ვიცი, რა წრეში, მათ ჰქონდათ სერიოზული მსჯელობა არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით და რეალურად შეკრიბა ო...

კობახიძე ზურაბიშვილზე - ვნახოთ, ...

ვერავითარი სერიოზული გეგმა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რა თქმა უნდა, ვერ იქნება წარმოდგენილი. 29 დეკემბერს მას მოუწევს თანამდებობის დატოვება. ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, „ერთი კვირაც აღარ აქვს დარჩენილი თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილს, შესაბამისად, ამ ერთი კვირის განმავლობაში ის ვერაფერს გააკეთებს“. „მართალია, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი აცხადებს, რომ 29 დეკემბრამდე კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არავითარი ბევრი რამ 29 დეკემ...

რაუფოღლუ - ორპარტიული ჯგუფი გეგმ...

ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, კონგრესის წამყვანი წევრებისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფი გეგმავს, რომ MEGOBARI აქტი ახალ კონგრესს  იანვარშივე წარუდგინოს. როგორც რაუფოღლუ სოციალურ ქსელში X-ზე წერს, აღნიშნული ინფორმაცია კონგრესიდან სამმა წყარომ დაუდასტურა. "ახალი! კონგრესის წამყვანი წევრების ორპარტიული ჯგუფი გეგმავს იანვრის დასაწყისში ახალ კონგრესში MEGOBARI აქტის ხელახლა წარდგენას. ეს დღეს კონგრესის სამმა წყარომ დამიდასტურა. კანონპროექტი მოითხოვს სანქციების დაწესებას იმ პირების მიმართ, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას“,- წერს რაუფოღლუ.

„ოცნების“ გამონაგონი - თითქოს ეუ...

„ქართული ოცნების“ უახლესი გამონაგონი - თითქოს ეუთო/ოდირმა ეს არჩევნები ლეგიტიმურად ცნო - ვერ დაფარავს სიმართლეს: ამომრჩეველთა დაშინებას, ძალადობას და სისტემურ მანიპულაციას,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში წერს. კოლსი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ „ტყუილები იზრდება, ვიდრე თავის შემქმნელებს მთლიანად არ გადაყლაპავს“. „ტყუილები იზრდება, ვიდრე თავის შემქმნელებს მთლიანად არ გადაყლაპავს. „ქართული ოცნების“ უახლესი გამონაგონი - თითქოს ეუთო/ოდირმა ეს არჩევნები ლეგიტიმურად ცნო - ვ...

მარგუს ცაჰკნა - ქართველები კვლავ...

სტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა საქართველოში მიმდინარე პროტეტს კიდევ ერთხელ ეხმაურება. ცაჰკა სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციის ვიდეოკადრებს ავრცელებს და წერს: „ქართველები კვლავ ხმამაღლა და ნათლად გამოხატავენ თავიანთ აზრს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპისა და დემოკრატიისთვის ზურგის შექცევის შესახებ“.

იუკნევიჩიენე - ქართველი ერი ფეხზ...

ერი ფეხზე დგას, როგორც არასდროს, რეჟიმი რეალურად თავს ძლიერად არ გრძნობს. ამიტომ, დახმარება, განსაკუთრებით ევროკავშირისგან, აუცილებელია ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის, რომლის შედეგებსაც ყველა ენდობა,- ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს. ევროპარლამენტარის ინფორმაციით, 21 დეკემბერს მისი და ლიეტუველი დეპუტატის, ჟიგიმანტას პავილიონისის ინიციატივით გაიმართა ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის კანონმდებლებისა და ექსპერტების ონლაინდისკუსია, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მონაწილეობდა. „საქართველოს მეგობრების“ ქსელი შეიკრიბა. ჟიგიმანტას პავილიონისისა და ჩემი ინიციატი...

კობახიძე - ევროკომისიის პოზიცია ...

ევროკომისიის პოზიცია არის სრულიად ანტიქართული, რაც არის ძალიან სამწუხარო, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტიკის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროკომისიის საბჭოსადმი მიმართვას ეხებოდა დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით შეზღუდვაზე.  როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე.  "ცალსახად, ეს არის ანტიქართული ნაბიჯი. ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რაც ძალიან დასანანია. რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი განსაკუთრებული ეფექტი ვერ ექნება, არის არსებითად სიმბოლური ნაბიჯი, თუმცა ეს არის ცალსახად ანტიქართული ნაბიჯი და თავდასხმა ქართულ სახე...

შვედეთის საგარეო ეუთო-ოდირის დას...

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნას გამოეხმაურა. როგორც შვედეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშული, ეს არ არის ის სტანდარტი, რასაც ჩვენ ველით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან. "OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიში საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შესახებ უკვე გამოქვეყნებულია, რომელიც ადასტურებს მის წინასწარ დასკვნებს. ეს არ არის ის სტანდარტი, რასაც ჩვენ ველით EU-ის კანდიდატი ქვეყნისგან",- წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) გამოაქვეყნა საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საქართველოშ...