დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილ მიხეილ ყაველაშვილს წარმატებები უსურვა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ყაველაშვილი არის ღირსეული და პატრიოტი ადამიანი. „პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საზოგადოებას წარუდგინა პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილის სახით. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს. მან დღეს ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ საზოგადოების გაერთიანება. ეს უნდა მოვახერხოთ სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მიშას წარმატებები ვუსურვო...
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა. როგორც ივანიშვილმა მმართველი პარტიის უმრავლესობისა და პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ გამორჩეული წევრია, რომელმაც „ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და სუვერენიტეტის განმტკიცებაში უდიდესი წვლილი შეიტანა“. „როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა დანიშნა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, არაპირდაპირი წესით გაიმართება. 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტს აირჩე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო მანიპულაციების უკანაა,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ სტრასბურგში, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის ნიკა გვრამიასა და ევროპარლამენტარების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც გრეგოროვამ აღნიშნა, სანქციების პაკეტი ძალიან მიზანმიმართული და მნიშვნელოვანია. "ამ ადამიანებს აქვთ ფუფუნება, რომ ივანიშვილის რეჟიმის ფარგლებში იახტით მოგზაურობდნენ, ვთქვათ, ევროპაში და არ უნდა მივანიჭოთ ამის ფუფუნება",- განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნობის უარყოფა და ხელახალი არჩევნების მოთხოვნა,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ სტრასბურგში, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის ნიკა გვრამიასა და ევროპარლამენტარების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგროც რასა იუკნევიჩიენემ აღნიშნა, მისი სურვილია, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს და იყოს კიდევ უფრო ძლიერი. "ნათელია, რომ საქართველოში არჩევნები ვერ იქნება მიჩნეული თავისუფლად და დამოუკიდებლად. ჩემი ზარით, ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნობის უარყოფა და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნა,...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ისინი,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, ევროპარლამენტარებსა და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნიკა გვარამიამ ასევე ისაუბრა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე და აღნიშნა, რომ ის ციხეში სამ წელზე მეტია აბსურდული ბრალდებით იმყოფება. "ამ დრომდე აპროტესტებენ საქართველოს მოქალაქეები, ათასობით ადამიანი იმყოფება გარეთ და გვყავს პოლიტიკური პატიმრები: ომარ ოკრიბელაშვილი, საბა მეფარიშვილი, დავით კოლდარი, გიორგი კუჭუაშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, ფრ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული კურსი, ამის ერთადერთი გზა კი არჩევნების შედეგების არაღიარებაა,- ასე მიმართა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტს, სადაც საქართველოს შესახებ დისკუსია მიმდინარეობს. თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტარებს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული კურსი, ამის ერთადერთი გზა კი არჩევნების შედეგების არაღიარებაა. ამ დროის განმავლობაში ვაგროვებდით მტკიცებულებებს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის წარსადგენად სხვადასხვა გზით. სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის, სამართ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების - „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს. როგორც ცესკოს განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება ცესკომ აღნიშნული პარტიების მომართვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო. "აქვე, გვინდა, გამოვეხმაუროთ აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტების განცხადებებს სიების გაუქმებასთან დაკავშირებით და განვაცხადოთ, რომ უწყების გადაწყვეტილება სიების გაუქმებასთან დაკავშირებით არ ნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრ...
ყველაფერი დაიდება გამარჯვებისთვის, თქვენი კრიტიკა მხოლოდ დამხმარეა,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა, ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. როგორც ხოშტარია აღნიშნავს, პროცესში არსებობს შეცდომები, თუმცა მისივე თქმით, ის განწყობილია გამარჯვებისთვის და ორიენტირებულია შედეგზე. "როცა გამძლეობაზე ვლაპარაკობთ, უპირველეს ყოვლისა ღამის გათენების გამძლეობა კი არაა, შეცდომების მიღება, გამოსწორება, კრიტიკის ატანა, როცა რაღაც არ გამოდის ფეხზე ადგომა და წინ წასვლაა. რეჟიმთან ბრძოლაში ეს გამძლეობა გადამეყვეტია. პარლამენტის შეკრების დღე რომ ადვილი არ იქნებოდა ეს სრულიად მოსალოდნელი და ლოგიკური იყო, თუმცა არაა ეს პარლამენტი და პირველ რიგში ეს მართლა უნდა დავიჯეროთ. ...
საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს გაიმართება. დადგენილების პროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრა კი, ცოტა ხნის წინ გაიმართა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს, არჩევებიდან მე-3 კვირას ჩატარდება. პაპუაშვილის განმარტებით, პრეზიდენტს 5 წლის ვადით 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს, რომელშიც პარლამენტის 150 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობა - 21 წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს - 20 წევრი და საკრებულოების 109 წევრი დაკომპლექტდება. შეგახსენებთ, საქართველო...
დაახლოებით, ერთ საათში, სტრასბურგში დაიწყება მოლაპარაკებები ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საქართველოზე, რომელიც ბუნებრივია, 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებს შეეხება,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, “ევროპარლამენტის რეზოლუცია არჩევნების დელეგიტიმაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რაც ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველია“. ბოკუჩავას განცხადებით, გასულ კვირას, ბრიუსელში აღნიშნულ რეზოლუციაზე ევროპელ პარტნიორებთან ერთად მუშაობდა. “დაახლოებით, ერთ საათში, სტრასბურგში დაიწყება მოლაპარაკებები ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საქართველოზე, რომელიც ბუნებრივია, შეეხება 26 ოქტომბრის მიტ...
ბევრჯერ გვინახავს რეზოლუციები, რომლებიც გაჯერებული იყო სიცრუით, არასწორი ინფორმაციით, თუმცა საბოლოოდ ირკვეოდა, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტში დასარეგისტრირებელი რეზოლუციების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, “კონკრეტულ ადამიანებს სხვადასხვა რეზოლუციის მიღებისთვის გარკვეულ თანხას უხდიდნენ, რის გამოც მოსახლეობას უსამართლობის განცდა უჩნდებოდა“. “ბევრჯერ გვინახავს რეზოლუციები, რომლებიც გაჯერებული იყო სიცრუით, არასწორი ინფორმაციით, სიძულვილით, თუმცა საბოლოოდ ირკვეოდა, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი - კონკრეტულ ადამიანებს უხდიდნენ თანხას და ლობიზმში ფულს აკეთებდნენ. ასე ხდებოდა რეზოლუციების მიღება, რაც ძალიან ...
ქვეყანაში აჯანყების არავითარი საფუძველი არ არსებობს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, “ქვეყანაში რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა და ხალხის უმრავლესობას ე.წ. რადიკალებისგან განსხვავებული მოთხოვნები აქვს“. როგორც კალაძემ განაცხადა, “ამჟამად ოპოზიციაში ერთმანეთზე გადაბრალების კამპანია მიმდინარეობს“. “დაწყებული აქვთ ერთმანეთზე გადაბრალების კამპანია. ჯერ აზეიმეს თავიანთი ამომარჩეველი, ატყუებდნენ, რომ თითქოს არჩევნებში გაიმარჯვეს. მერე მთელი კამპანიის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, რომ გამარჯვებულები იყვნენ. თავიანთი ფალსიფიცირებული კვლევებით, ეგზიტპოლებით შეცდომაში შეჰყავდათ თანამოაზრეები და დღესაც იგივე გრ...
ეს არის თვითგამოცხადებული პარლამენტი, რომელსაც არცერთი ლეგიტიმაციის მდგენელი არ აქვს,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, “თუ ივანიშვილმა არ მიიღო ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოგვიყვანს, საერთაშორისო პოლიტიკურ იზოლაციას ძალიან მალე, ეკონომიკური იზოლაციაც მოჰყვება“. “ეს არის თვითგამოცხადებული პარლამენტი, რომელსაც არა აქვს არცერთი ლეგიტიმაციის მდგენელი. ეს არის პირველი სხოდმა, რომელსაც არ ესწრება არცერთი საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი, პრეზიდენტი, სხვადასხვა პარტიიის წარმოამდგენლები. ეს არის პარლამენტი...
“ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტიუციასთან და კანონთან კონტაქტი გაწყვიტა,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, “დღეს არაფერი არ მთავრდება, დღეს საქართველო აბსოლუტურად სხვა საკანონმდებლო ჩარჩოში იღვიძებს, რომელშიც შეიძლება ითქვას, “ქართულ ოცნებას“ კანონთან არაფერი საერთო არ აქვს“. “ამ შენობის შიგნით ახლა არის თვითგამოცხადებული, თვითმარქვია ადამიანები. “ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტიუციასთან და კანონთან კონტაქტი გაწყვიტა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ოპოზიციის წარმომადგენელი არ არის შიგინით [პ...
გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს,- ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. როთი აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს. „გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს. სოლიდარობა ყველა მშვიდობიანი აქციის მონაწილეს საქართველოში“, - წერს როთი სოციალურ ქსელ X-ზე. შეგახსენებთ, დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა. სხდომა ზუსტად 12:00 საათზე დაიწყო. სხდომათა დარბაზში არცერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არ იმყოფება.
ჩვენი სამშობლო აგრძელებს 34 წლის წინ მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე სიარულს. წინა მოწვევის პარლამენტმა ყველას აჩვენა, რომ ჩვენი პატარა ერისთვის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი წმინდა რამაა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, „მსოფლიოში არსებობენ ერები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ არათუ სახელმწიფოს, მამულის გარეშეც კი. მათ თავისი გადარჩენის ფორმულა ასეთ პირობებში გამოიმუშავეს. ქართველების ცხოვრების წესი და ბუნება კი სხვაა“. „ჩვენი გადარჩენის ფორმულა ჩვენს თვითმყოფადობასა და სახელმწიფოებრიობაშია. ა...
მე რომ დღეს ვყოფილიყავი, თბილისის ქუჩებში ბევრად გაძლიერებული იქნებოდა ბრძოლა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, საქართველოში დიქტატურა დამყარდა. „საქართველოს პოლიცია აღარ ჰყავს; საქართველოს სამართალდამცავი სისტემა არ ჰყავს; საქართველოს არ ჰყავს მთავრობა, არამედ ჰყავს თვითმარქვია მთავრობა; საქართველოში დამყარდა დიქტატურა. არანაირი ავტორიტარიზმი, არანაირი გადახრა-გადმოხრა, კლასიკური დიქტატურა დამყარდა! თქვენმა თაობამ ვერ მოახერხა ამ დიქტატორის გამყარების თავიდან აცილება. დღეს, რაც არ უნდა მიიღოს ამ ე.წ. საკანონმდებლო ორგანომ, მნიშვნელობა არ აქვს. არანაირი მნიშვ...
XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება „ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, მმართველი პარტიის დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. აღსანიშნავია, რომ XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომას არ ესწრება ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების არცერთი წარმომადგენელი. სხდომას არ ესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებსაც აღნიშნულ სხდომაზე დასასწრებად მოსაწვევები არ მიუღიათ. პირველ სხდომას არაკონსტიტუციურს უწოდებს საქართველოს პრეზი...
საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა. პლენარული სხდომა ზუსტად 12:00 საათზე დაიწყო. სხდომას საკანონმდებლო ორგანოს უხუცესი წევრი ლადო კახაძე უძღვება. სესიას „ქართული ოცნების“ 89-ვე დეპუტატი, მათ შორის საპარლამენტო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. რაც შეეხება ოპოზიციას, სხდომათა დარბაზში არცერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არ იმყოფება. პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია იმართება. აღსანიშნავია, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომას არ ესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებსაც აღნიშნულ სხდომაზე დასასწრებად მოსაწ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მინისტრობის სამი ახალი კანდიდატი დაასახელა. როგორც კობახიძემ ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ილია დარჩიაშვილის ნაცვლად, უმრავლესობის დეპუტატის, მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი. ასევე, პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა დაასახელა. რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას, კობახიძის თქმით, აღნიშნულ პოსტზე უმრავლესობის წევრის, დავით სონღულაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.