ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი ფარცხალაძის მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, პროკურატურასა და სასამართლოს ჩრდილიდან სწორედ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მართავს. "სწორედ ფარცხალაძეს მიჰყავს ჩემი ე.წ. საქმეების ყველა დეტალი. ის პროკურორად მას შემდეგ დაინიშნა, რაც კბილაშვილმა უარი თქვა პატრონის დავალების შესრულებაზე და ჩემ წინააღმდეგ საქმეები არ აღძრა. ფარცხალაძემ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იკადრა. ამის შემდეგ, ივანიშვილი იძულებული გახდა, ის ე.წ. ბოტასების საქმის გამო მოეხსნა, მაგრამ რეალურად ჩრდილიდან სწ...
გია ლორთქიფანიძე - ეროვნებით ქართველი, თავისი სულით და გულით არაქართველი, საქართველოში ცდილობს, არიოს სიტუაცია,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სუს-ის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში არეულობას და დესტაბილიზაციას გეგმავს. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გამოძიების შედეგებსა და შესაბამის მტკიცებულებებს მოიცავს. "ეს გახლავთ გამოძიების მიერ მოძიებული ინფორმაცია, ეს არის გამოძიების შედეგები, რომელიც ეფუძნება შესაბამის მტკიცებულებებს. ამ ყველაფერს ნაწილობრივ საზოგადოებაც ამჩნევდა, ხედავდა, თუ რისკენ მიჰყავს ხოლმე რადიკალურ ოპოზიცია...
ინფორმაცია თითქოს, რომელიმე ხარჯი არ არის ასახული ქონებრივ დეკლარაციაში, ტყუილია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენებასა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, არა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, არამედ პირადი თანხა გადაიხადა, რაც "პირიქით, ქვეყნის ბიუჯეტს წაადგება". „ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ჩემი ყველა ხარჯი მითითებულია დეკლარაციაში. ასე რომ, მცდელობა, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, ნამდვილად არ გამოგივათ. მე არაფერი მაქვს დასამალი და რაც არ უნდა ჩხრიკოთ, ეძებოთ, ვერაფერს ნახავთ ისეთს, კახა კალაძეს რამე არასწორი, არაკანონიერი, კან...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისმა უწყებებმა ქართულ მხარეს უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. კალაძის თქმით, ქართველი ხალხი "მეტ კონკრეტიკას" იმსახურებს. „პირველ რიგში, საჭიროა, უფრო მეტი ინფორმაციის გასაჯაროება, მეტი კონკრეტიკის წარმოდგენა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელზეც ამბობენ სანქცირებულიაო, მეტი ინფორმაცია წარმოადგინონ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქმის შესწავლა დაიწყო, ალბათ, შესაბამისი უწყება მიმართავს თავის კოლეგებს, რომ საკითხის გარშემო მეტი კონკრეტიკა წარმოადგინონ. გ...
საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, "დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად" შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა. "სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, ს...
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან შეხვედრა გამართა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე გაამახვილეს. "ილია დარჩიაშვილმა ანალენა ბერბოკს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით გაწეული ძალისხმევის შესახებ და იმედი გამოთქვა,რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული, რაც აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს, ასევე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგები მიმოიხილეს და სამომავლოდ თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები დასახეს. "როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველომ და თურქეთმა თანამშრომლობის მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, რაც აისახა როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ განზომილებაში. მისი თქმით, არსებული რეგიონული პროექტები ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის, მდგრადი განვითარებისა და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია სა...
ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე აცხადებს. როგორც ფარცხალაძე „რუსთავი 2“-სთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, ყველამ, ვინც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება წაიკითხა, ნათლად დაინახა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით არის მიღებული. „ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე 10 წელია, არათუ საჯარო სამსახურში თანამდებობას არ ვიკავებ, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებთან არანაირი კავშირი არ მაქვს. მიუხედავად ამისა, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის პროპაგანდისტულ მ...
შაკო კუჭაშვილი (სამოქალაქო აქტივისტი): - ციტატა ქართველი კაცის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ბაიდენის ადმინისტრაციისგან ჰქვია თავისი სახელი და ყველამ ეს სახელი უნდა დაარქვას ამ ფაქტს - ეს არის შეტევა ქვეყანაზე. ოთარ ფარცხალაძეს შეიძლება ამ ფაქტით არც არაფერი დააკლდეს, მაგრამ თვითონ ფაქტია ძალიან აღმაშფოთებელი და ცხადია, ეს არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, რაც მსმენია ისაა, რომ აქვს დიდი ქრისტიანული ოჯახი, დაფინანსებული აქვს რამდენიმე მონასტრის მშენებლობა და აქტიურად არის ჩართული ბევრ საქველმოქმედო საქმეში. ხოლო, რასაც ოპოზიციური პროპაგანდა ოთარ ფარცხალაძეზე წლების განმავლობაში ავრცელებს, ეს მხოლოდ მატებს მას პერსონალურ ღირსებას. უამრავ ქართველში ...
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გადაწყვიტა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთთან საბაჟო გადასახადისგან თავისუფალი ვაჭრობა უზრუნველყოს. არძინბას თქმით, აფხაზეთი ბელარუსთან სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს ამყარებს. "დე ფაქტოდ, ჩვენთვის ეს ეკონომიკურ აღიარებას ნიშნავს. ბელორუსის რესპუბლიკასთან პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომი ტრაექტორია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვისარგებლებთ ამ შესაძლებლობით",- განაცხადა ინალ არძინბამ.
პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასანქცირდა“,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. კალაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო და გამოძიება ყველაფერს დაადგენს. „პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასანქცირდა. აქამდე მსგავსი არაფერი ყოფილა. დღეს მოვისმინეთ განცხადებები მოკვლევასთან დაკავშირებით. იცით, რომ ჩვენ რუსეთისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ დაწესებ...
დასუსტებულს ვერ დავარქმევდი - უფრო ვიტყოდი, რომ დანგრეული და გაუბედურებული არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, საქართველოში რადიკალიზმს მომავალი არ აქვს. „დასუსტებულს ვერ დავარქმევდი. უფრო ვიტყოდი, რომ დანგრეული და გაუბედურებული არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია. ეს არის რეალობა, რასაც ყველა უნდა შეეგუოს. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ქვეყანაში რადიკალიზმს არ აქვს მომავალი. რა თქმა უნდა, ქვეყანას, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას, დემოკრატიულ ზრდას, თუმცა, იმას, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება, ამას არ ვიცი, რა დავარქვა“,- აცხად...
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული "ცხელი ხაზი". "მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადა...
როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ? - ამ სახელწოდებით, "ღია საზოგადოების ფონდის" ლიდერობით, 9 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა რიგით 6 შეფასების დოკუმენტი - სტატუსმეტრი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით, 2023 წლის 20 ივნისიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას ასახავს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, სრულად არის შესრულებული ერთი პირობა; მეტწილად შესრულებულია ორი პირობა; ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და ჯერ კიდევ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია). "ერთ თვეში, ევროკომისია საქართველოსთვის კანდ...
გუშინ ჩვენ დავამტკიცეთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც გათვალისწინებულია 12 რეკომენდაციით. ასევე ჩვენ პარტიასთან, პარლამენტთან ერთად შევთანხმდით, რომ მომავალ კვირაში ყველა ის პუნქტი, რომელზეც საუბარი გვქონდა ბატონ ბორელთან და მის გუნდთან, ევროკომისიასთან, ყველა ამ პუნქტზე ექნება ჩვენს გუნდს მმართველ პარტიას რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, "თვის ბოლომდე ყველაფერი იქნება გაკეთებული და მიზეზი აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს სტატუსი ქვეყანამ". „გუშინ ჩვენ დავამტკიცეთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც გათვალისწინებულია 12 რეკომენდაციით. ასევე ჩვენ პარ...
სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამის საპირისპიროდ, ისტორიულ მაქსიმუმზეა მთავრობის რეზერვები. "მთავრობის ვალი არის შემცირებული. 2 წლის წინ, მთავრობის ვალი 60%-ზე მეტს შეადგენდა მშპ-სთან მიმართებით. დავიწყეთ შემცირების პროცესი და თითქმის 38%-ზეა ჩამოსული მთავრობის ვალი. სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. მთავრობის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე - 5.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია, არანაირი კავშირი არ აქვს. ის კერძო პირია. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც მოხვდა ამ ტიპის სანქციებში, რომელიც დაკავშირებული არის რუსეთის დასანქცირებასთან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, საკითხს საქართველოს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან. "რაც შეეხება დასანქცირებას, ორი მომენტია აქ მნიშვნელოვანი. ერთი, რეაქციებს, რა თქმა უნდა, რასაც ვუყურებთ ერთი რამე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია, არანაირი კავშირი არ აქვს. ის კერძო პირი არის. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც მოხვ...
ჩვენ მიერ ინდივიდუალური პირის მიმართ დაწესებული ვერცერთი სანქცია ვერ შეცვლის ჩვენს ხედვას აშშ-საქართველოს ურთიერთობებში,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. მილერის თქმით, აშშ საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებების მიმართ სოლიდარულია. "ჩვენ სანქციები დავუწესეთ 150-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკური პირს. არ ვისაუბრებ თითოეული სანქციის დეტალებზე. გადაგამისამართებთ ჩვენსა და სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან, თუმცა 150 პირზე ცალ-ცალკე დეტალურად ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით სოლიდარული ქართველი ხალხისადმი და მათი მისწრაფებისადმი, იყვნენ თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო სა...
სახდეპი სანქციებს უწესებს 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს... მათ შორის ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლილნკენის განცხადებაშია საუბარი. გარდა ამისა, დეპარტამენტი სანქციებს უწესებს იურიდიულ პირებს, რომლებიც აწარმოებენ და არემონტებენ რუსული სამხედრო იარაღის სისტემებს, მათ შორის კალიბრის საკრუიზო რაკეტას, რომელსაც რუსული ძალები იყენებენ ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინაში. "სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ენერგეტიკული წარმოებისა და ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებაში. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე უწესებს სანქც...
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას ეხმაურება. ხოშტარის თქმით, ფარცხალაძის სანქცირება არის "ძალიან სერიოზული გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს". "ფარცხალაძე კერძოდ კონკრეტულად არის დასანქცირებული რუსეთ-უკრაინის ამ საშინელ, სისხლიან ომში რუსეთის დახმარების გამო. ამ დოკუმენტში ცალკე თავად არის გამოყოფილი რუსეთის მავნებლური გავლენა საქართველოში, სადაც ფარცხალაძე, პირდაპირ მონაწილეობს რუსეთის FSB-ს სპეცოპერაციაში, FSB-ს თანამშრომელთან ერთად, იმისთვის, რომ საქართველოში საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრი შეცვალოს...