ევროპარლამენტმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა საქართველოს არჩევნებზე: ის არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ იყო,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ლუაზომ აღნიშნა, საქართველოში ახალი არჩევნები საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჩატარდეს. "ევროპარლამენტმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა საქართველოს არჩევნებზე: ის არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ იყო. ახალი არჩევნები საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჩატარდეს. არ შეიძლება ხალხის ბედისწერის მოპარვა", - წერს ლუაზო.
მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ, როგორც მოწყალება“. კობახიძის თქმითვე, “მოლაპარაკეების გახსნა დასაშანტაჟებლად ისევე გამოიყენება, როგორც მანამდე კანიდდატის სტატუსი”. “მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბ...
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. შეხვედრაზე "ძლიერი საქართველოს" ლიდერები და "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ელენე ხოშტარია იმყოფებოდა. როგორც "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, პრეზიდენტთან შეხვედრაზე შემდგომი ნაბიჯები განიხილეს. "ჩვენ გვჭირდება ერთობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ გვჭირდება ერთობა ოპოზიციურ მხარეს და ასევე ჩვენ გვჭირდება იმ მანდატების დაცვა, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებს მისცეს ჩვენმა მოქალაქეებმა. მაგრამ როგორც ხედავთ, "ქართული ოცნება" აგრძელებს თავის სპეცოპერაციას, ამას ჩვენ შევეწინააღმდეგებით,...
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გმობს. ევროპარლამენტის რეზოლუციას მხარი 444-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ 72 დეპუტატი წავიდა. ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ: საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ. პარლამენტი ითხოვს ევროკავშირის სანქციების დაწესებას საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მაღალი დონის ოფიციალური პირების წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა შეუთავსებელია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივასთან. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროკავშირმა უნდა დააწესოს სანქციები და შეზღუდოს ოფიციალური კონტა...
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოზე, სადაც საუბარია არჩევნების არაღიარებაზე და ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. ასევე, არის მოწოდება პრეზიდენტ ზურაბიშვილზე, რომ შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, „ახლა ერთიანობის დროა“. „ამ წუთებში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოზე, სადაც საუბარია არჩევნების არაღიარებაზე და ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. ასევე, არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლებაზე პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების და მათ შორის, პრეზიდენტ ზურაბიშვილზე, რომ შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი. დღეს არ...
ჯორჯ ორუელის 1984-მდეც მივედით უკვე - „ომი მშვიდობაა, თავისუფლება - მონობა, უცოდინრობა კი - ძალა“,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის განცხადებით, „გამოსავალი წინააღმდეგობის მოძრაობაშია, ერთი ინდივიდი ან პარტია არსებულ საფრთხეს ვერ დააზღვევს“. „ჯორჯ ორუელის 1984-მდეც მივედით უკვე - „ომი მშვიდობაა, თავისუფლება - მონობა, უცოდინრობა კი - ძალა“. „ქოცებმა“ ღიად დაიწყეს საუბარი, ევროკავშირი რად გვინდა, რუსებთან და დსთ-ს ქვეყნებთან დაშორებას გამოიწვევს ეგო. სხვა რა უნდა თქვან, ჯერ რუსები ვართო, არ ამბობენ, ტაქტიკურად ადრეა ამის თქმა მათთვისაც. აქამდე ხომ მოვიდ...
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მთავრობას ნდობა გამოუცხადა. საკანონმდებლო ორგანოს დადგენილებას „საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ“ კენჭი ცოტა ხნის წინ პლენარულ სხდომაზე ეყარა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მთავრობას ნდობა 84-მა კანონმდებელმა გამოუცხადა, წინააღმდეგ არავინ წასულა. ნდობის გამოცხადების შემდეგ, სასესიო დარბაზში, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით გასული დეპუტატები იმყოფებოდნენ, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. შეგახსენებთ, საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა 25 ნოემბერს გაიხსნა. ამავე დღეს, საკანონმდებლო ორგანომ 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. 26 ოქტომბრის საპარ...
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს საპარლამენტო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართეს. ინდივიდუალური განცხადების სახით პარლამენტს კოალიცია „ძლიერი საქართელოს“ 14-მა წევრმა მიმართა. „ეს არის მიტაცებული ხალხის ხმა. საქართველოში ოპოზიციამ გაიმარჯვა. ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში სპეცოპერაცია ჩაატარა. ჩვენ არ გვაქვს სურვილი, დავჯდეთ იმ პარლამენტში და დარბაზში, სადაც არიან “შულერები“, მიმტაცებლები და ჩვენი ქვეყნის მომავლის წამრთმევები. თქვენ იცით, რომ ჩავხსენით სიები, დღეს ვწერთ განცახდებას, ჩავაბარეთ და დაველოდებით რეაგირებას. მე მაქვს იმედი და მოლოდინი, რომ რუსულ მთავრობას გავისტუმრებთ; მაქ...
სისტემურად ხდებოდა ისეთი საკითხების ამოღება ეროვნული სასწავლო გეგმიდან, პროგრამიდან და სახელმძღვანელოებიდან, რომლებიც აღვივებს მოსწავლეებში პატრიოტულ სულისკვეთებას, დამოკიდებულებას საკუთარი ეროვნული იდენტობის მიმართ, ეს პროცესები შეგნებულად მიმდინარეობდა და გაგრძელდა სამწუხაროდ 2012 წლის შემდეგაც,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობისას, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო ღრმად ჩახედვა მოსწავლეების სასწავლო პროგრამაში. „ჩვენ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გვქონდა განხილვა, სხვათა შორის...
ჯანსაღი ოპოზიცია მართვის გაუმჯობესების კუთხით, ჩვენთვის სერიოზული დამხმარე ინსტრუმენტი იქნებოდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, წინა 4 წლის განმავლობაში არცერთი პრობლემის მოგვარებაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. “როდესაც ხარ ბოლომდე მომართული დესტრუქციისკენ, იქ საერთოდ არ გაწყობს შენ ჯანსაღი ოპონირება, შესაბამისად, ვერავითარი წვლილი ვერ შეგაქვს სისტემის გაჯანსაღებაში. დღესაც არის, რა თქმა უნდა, სისტემაში არაერთი პრობლემა. არ არსებობს სახელმწიფო პრობლემების გარეშე, სადღაც შეიძლება უფრო ეფექტურად იმართებოდეს პროცესები, სადღაც შეიძლება იყოს კორუფციის პრობლემები და ა.შ. არის უზარმაზარი სისტემ...
თუ პრეზიდენტი იქნება ზეპარტიული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას, ხელი შეუწყოს რადიკალიზმის შემცირებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა. კობახიძის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის ზეპარტიულობა უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება, რომ "ხელი შევუშალოთ გარედან ხელოვნურად თავსმოხვეულ პოლარიზაციის ტენდენციებს". "თუ პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუციით ევალება ზეპარტიულობა, არ მოქმედებს ზეპარტიულად, ის პირიქით, ხელს უწყობს პოლარიზაციის გაღვივებას, მით უმეტეს იმ ვითარებაში, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. გასული წლების განმავლობაში გვქონდა ხელოვნურად პოლარიზებული პოლიტიკური სი...
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენს მეორე ვადით არჩევა მიულოცა. ზურაბიშვილს სჯერა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი იგივე მონდომებით გააგრძელებს ძლიერი ევროპის საქმის დაცვას. "გილოცავთ, პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ, თქვენს ახალ მანდატს. მე მჯერა, რომ თქვენ იგივე მონდომებით, როგორც ადრე, გააგრძელებთ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და ძლიერი ევროპის საქმის დაცვას", - წერს ზურაბიშვილი X-ზე.
საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებას "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ქვეყნის ისტორიაში პირველად ახალი წესით ჩატარდება - პრეზიდენტს 5 წლის ვადით აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც 300 წევრისგან შედგება. განსხვავებულია არჩევნებთან დაკავშირებული ვადები, წესები თუ პროცედურები. ვინაიდან ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მიერ ვრცელდება არასწორი ინტერპრეტაციები და მანიპულაციური განცხადებები, საზოგადოების ზუსტი ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია დეტალურად განმარტავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ ...
ევროპარლამენტში საქართველოთი გადაღლა ნამდვილად არ იგრძნობა,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში გამართული მოსმენის სპიკერი იყო. როგორც გვარამიამ აღნიშნა, საქართველოს საკითხი და არჩევნების შედეგები, ევროპის საკანონმდებლო ორგანოში აქტიურად განიხილება. "ევროპარლამენტი ნამდვილად არ იგრძნობა გადაღლა საქართველოთი. პირიქით, ასეთი აქტიური ვითარება მე არ მახსოვს, სტატუსთან დაკავშირებითაც არ იყო. ახლა ძალიან მკაფიო და ცალსახა ვითარებაა. პრაქტიკულად არ არსებობს დივიზიონები და სხვაობები, ძაან მარგინალურ რამდენიმე ჯგუფს თუ არ ჩავთვლით, ჯგუფს კი არადა პარლამენტის წევრს. ცალსახაა ის, რომ არ...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს ცნობით, შეხვედრას ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე კეისი ჯონსი, USAID-ის არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების საკითხებში უფროსი მრჩეველი ჯეფრი ვანესი და ამავე ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი ხათუნა კუნჭულია ესწრებოდნენ. როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 26 ოქტომბრის არჩევნები და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, ინსტიტუციის მიმართ გამოთქმული ბრალდებები და დეზ...
საქართველო სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში შევიდა,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, ამის მიზანი ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითებაა. „საქართველო სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში შევიდა. უკანასკნელი მსგავსი შემთხვევა მოხდა რომის იმპერიაში, როდესაც კალიგულამ თავისი ცხენი დანიშნა სენატში. ამის მიზანია ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითება“, - წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილ...
ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33-წლისთავზე, ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს უსახური, უცოდინარი, სამარცხვინო მიხეილ ყაველაშვილი,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, „ერთადერთი გამოსავალი შეუგუებლობა და პროტესტია“. „ეს არის რუსული გადატრიალების ქართველი ხალხის წინააღმდეგ მორიგი სამარცხვინო ფაზა, როდესაც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33-წლისთავზე ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს უსახური, უცოდინარი, სამარცხვინო მიხეილ ყაველაშვილი. ერთადერთი გამოსავალი არის შეუგუებლობა, პროტესტი და ჩვენი ქვეყნის დაბრუნება“,- ამბობს ბოკუჩავა. შ...
რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად, როცა თავად ივანიშვილი გყავს,- ასე ეხმაურება “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას. როგორც მელიამ განაცხადა, “ყაველაშვილის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილი ტრაგედიას ვერ ხედავს“. “რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად და შემდეგ პრეზიდენტად, როცა თავად ივანიშვილი გყავს. ივანიშვილი განათლებულობით, ერისკაცობით, სახელმწიფოებრივი აზროვნებით მეტია ვიდრე ყაველაშვილი? თვითონ ოცნების წევრებისთვის იყო მოულოდნელი და ამით მიუჩინა საკუთარ გუნდის წევრებს ადგილი, თორემ თავად ყაველაშვილის გაპრეზიდენტ...
ჩემთვის ეს ყველაფერი ასოციას იწვევს კალიგულასთან და მის ცხენთან სენატში შეპარვის პროცესში,- ასე ეხმაურება “გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი თეონა აქუბარდია “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ მიხეილ ყაველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას. აქუბარდიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი “უხეირო დიქტატურის სტატუსს ამართლებს“. “ჩემთვის ეს ყველაფერი ასოციას იწვევს კალიგულასთან და მის ცხენთან სენატში შეპარვის პროცესში. აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა პოზიციას მისცემს ივანიშვილი მის მორჩილ ცხენს. ეს არის კიდევ ერთი ჩვენება იმისა, თუ რამდენად უხეირო დიქტატურის სტატუსს ამართლებს ივანიშვილი და კიდევ...
ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრო გამორჩეული ანტიდასავლელი დადო,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს. დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი „უზრდელი, გაუნათლებელი და აშშ/ევროკავშირის განსაკუთრებული მაგინებელია“. „ჩვენ შეიძლება ვიხუმროთ, მაგრამ ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრო გამორჩეული ანტიდასავლელი დადო. უზრდელი, გაუნათლებელი და აშშ/ევროკავშირის განსაკუთრებული მაგინებელი. ეს არის მისი ხედვა ქვეყანაზე და ხალხზე. ახლა მანდატები კარგად შეინახეთ - „ეგებ რუსული კანონი გააუქმოს ან დასავლე...