„ვივამედიდან“ ვისმენთ სააკაშვილი...

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საქმეებზეა ბრალდებული და მისი განცხადებები "იმ შოუს ნაწილია, რომელსაც ეს ადამიანი ბოლო პერიოდის განმავლობაში კლინიკიდან დგამს". როგორც კალაძემ სააკაშვილის მიერ მომავალ არჩევნებში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის ეს განცხადება მისთვის საინტერესო არაა.  „სასაცილოა უბრალოდ. სააკაშვილი ჩვეულებრივი ბრალდებულია კონკრეტულ საქმეებზე. ასევე, არის პროკურატურის მხრიდან გაცხადებული, რომ გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. გულწრფელად ვიტყვი, პირადად ჩემთვის საინტერესო არაა სააკაშვილის განცხად...

სიცრუეა, რომ ჩინეთში დავითაშვილს...

​საქართველო იქნება იქ, სადაც ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სადაც დაცული იქნება აქ მცხოვრებთა ინტერესები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჩინეთში გამართული ფორუმის „ერთი სარტყელი, ერთი გზის” შესახებ საუბრისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც ესწრებოდა. კალაძის თქმით, სიცრუეა, რომ ჩინეთში ლევან დავითაშვილსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის პირადი კომუნიკაცია შედგა. „სიცრუეა, რომ მათ შორის პირადი კომუნიკაცია შედგა. ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას? ავრცელებთ თქვენ. საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში და დაანებეთ ტყუილებზე საუბარს თავი. ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია. პროექტი &bd...

სუს-ი - საოკუპაციო ძალების წარმო...

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ სინაგურის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. "რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ სინაგურის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირე...

ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური ...

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ შიდაპარტიული დემოკრატია არის უმნიშვნელოვანესი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა, რომელიც პარტიის ლიდერებთან ერთად, ეუთო/ოდირს ხვდება, აღნიშნა, საკუთარ პარტიაში დემოკრატიასა და გადაწყვეტილებების დემოკრატიულად მიღებას "ყველა უნდა მიეჩვიოს". „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შიდაპარტიული დემოკრატია არის უმნიშვნელოვანესი, ამიტომ რამდენიმე თვის განმავლობაში, ეუთო/ოდირთან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია მუშაობდა კონკრეტული დოკუმენტაციის შემუშავებისთვის, რომელიც წაადგება პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდაპარტიულ...

ენმ - სააკაშვილის პოლიტიკური პატ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს.  როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სააკაშვილის პატიმრობა საქართველოში პოლარიზაციის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა და აღნიშნავენ, რომ "ფარსად ქცეული სასამართლო პროცესები უნდა შეწყდეს, პრეზიდენტ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და მიეცეს საზღვარგარეთ სრულფასოვანი მკურნალობის საშუალება".  "პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა საქართველოში პოლარიზაციის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა. მის წინააღმდეგ საქმეების აღძვრა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს დააანონსა, იმ დროს, როდესაც საქართველოს გ...

ბერაია დავითაშვილის პუტინთან ერთ...

ბატონი დავითაშვილი არ ყოფილა პუტინის სტუმარი, ის იყო ჩინეთის ხელისუფლების და ჩინეთის სახელმწიფო მეთაურის სტუმარი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ განაცხადა. ბერაიას თქმით, დავითაშვილის ჩინეთში ვიზიტამდე, შედგა G20-ის სამიტი, სადაც ბლინკენთან ერთად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმყოფებოდა.  "ბატონი დავითაშვილი არ ყოფილა პუტინის სტუმარი, ის იყო ჩინეთის ხელისუფლების და ჩინეთის სახელმწიფო მეთაურის სტუმარი. ის არ ყოფილა პუტინთან ერთად ვახშამზე, ის იყო იმ მიწვეულ ღონისძიებაზე, რომელიც ჩინეთის მიერ იყო ორგანიზებული. მანამდე შედგა G20-ის სამიტი, სადაც ბლინკენთან ერთად იყო ლავროვი და ჩვენ თუ იმ ლოგიკას გავყვებით, ...

ჩემი ინფორმაციით, საქართველოში დ...

ჩემი ინფორმაციით, საქართველოში დივერსიული ჯგუფია შემოსული,- ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა თქვა, უნდა შეიქმნას სამოქალაქო თავდაცვის ცხელი ხაზი, სადაც ანტიქართულ გამოსვლებზე ინფორმაცია შევა.  "იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ კარგ ფორმაში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შემოსული რუსების მიმართ. მე მინდა, შევქმნათ სამოქალაქო თავდაცვის ცხელი ხაზი, სადაც ხალხი დარეკავს და შეგვატყობინებს ანტიქართულ გამოსვლებზე.  ჩემი ინფორმაციით, საქართველოში დივერსიული ჯგუფია შემოსული, რომელსაც ევალება არეულობის პირობებში აქ ხელისუფლების ხელში აღებ...

ქვეყანა ყარს - ევროკავშირს უხდებ...

ქვეყანა ყარს - ევროკავშირს უხდება ცხვირზე ხელის მოჭერა და ასე მოცემა სტატუსის,- ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.   როგორც სააკაშვილმა თქვა, "პრობლემები არსად წავა". "მეგობრებო, პრობლემა ევროკავშირის სტატუსში სხვა ოპოზიციონერები კი არ არიან, პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქია, ქვეყანა ყარს, ქვეყანაში არის კორუფცია. ევროკავშირს პრაქტიკულად უხდება ცხვირზე ხელის მოჭერა, ამ სიმყრალის არ შემჩნევა და ასე მოცემა სტატუსის. მაგრამ ეს პრობლემები არსად არ წავა",- თქვა სააკაშვილმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო ს...

ბაობაბების გადმოტანაზე უფრო მეტი...

ხეებისა და ბაობაბების გადმოტანაზე უფრო მეტი სახელმწიფო ფული დაიხარჯა, ვიდრე 9 წელიწადში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებისთვის,- ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.   როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, "დაცინვაა ის, რაზეც პროცესზე საუბრობენ". "მინდა გამოვიცნოთ - აბა, რა არის საერთო პრეზიდენტ იუშჩენკოს, კაჩინსკის, ვაცლავ ჰაველს და ორ რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტს შორის, რომლებიც მე ჩამოვიყვანე და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებად მოიხსენიეს პროკურორებმა. ყველანი ისინი ძალიან აღიზიანებენ ვლადიმერ პუტინს. ეს ყველ...

საქართველოს მთავრობამ ყველაფერი ...

საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს რეფორმების გატარებისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, „ბოლო დროს აღნიშნული მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა". "გახსოვთ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, საქართველო სტატუსს იმსახურებდა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო არ მოგვცეს. ამის შემდეგ იყო ე.წ. თორმეტპუნქტიანი გეგმა - ე.წ. გზამკვლევი, შესაბამისად, ყველაფერი იქნა შესრულებული. ეს პროცესი გრძელდება. შეუძლებელია, ევროინტეგრაციის გზაზე რამე გააკეთო და  გაჩერდე. საქართველოს მთავრობა ყველაფერს იზამს რეფორმების გატარებისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე - არსებობს საფრთხეები, გა...

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები, გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდეთ დაძაბულობისა და არეულობის მცდელობა", ხელისუფლებამ პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატაროს.  როგორც კალაძემ ჟურნალისტებს „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა, აღნიშნული კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია.  „არ ვიცი, რა შენიშვნებზეა საუბარი, თუმცა, აღნიშნული კანონპროექტი არ არის ჩვენი მოგონილი. ბევრ განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაში ანალოგიური კანონები მოქმედებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები, გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდეთ არეულობის...

სოხუმის აეროპორტს რუსეთის უშიშრო...

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მონაწილეობით ხელი მოეწერა სოხუმის აეროპორტის ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის შეთანხმებას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს. როგორც "ეხო კავკაზა" წერს, ხელშეკრულება გაფორმდა ე.წ. მთავრობასა და შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტს" შორის. კომპანიის ხელმძღვანელი და მფლობელი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის შვილი, რაშიდ ნურგალიევია. ასევე როგორც საინფორმაციო სააგენტო Apsnypress წერს, შეთანხმების განხორციელების ფარგლებში, აეროდრომის ოპერატიული ვარგისიანობა აღდგება.

ქარსელაძე პუტინთან ბანკეტზე - კო...

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს შეკითხვაზე, შეექმნა თუ არა მას უხერხულობა, იმის გამო, რომ მისი კოლეგა ოკუპანტი ქვეყნის ლიდერ ვლლადიმერ პუტინთან ერთად ესწრებოდა კონფერენციას განაცხადა, რომ "კონფერენციებს ახასიათებს, რომ მას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან". მისივე თქმით, დისკომფორტის შემქმნელია, როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, და იმისთვის, რომ ქვეყანა გაძლიერდეს და მშვიდობიანად დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს. "კონფერენციებს ახასიათებს, რომ მას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. დისკომფორტი არის როდესაც ჩვენი ტერ...

ჰერჩინსკი - რიკოთის მაგისტრალის ...

ამ მაგისტრალის განვითარება პირდაპირი წვლილის შემტანია ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების რელიზაციაში, ის აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, მაგისტრალი სერიოზულ  წვლილს შეიტანს რეგიონული ინტეგრაციის გაუმჯობესებაში. „ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით და მოწმეები ვართ ზალიან მნიშვნელოვანი ეტაპისა საქართველოს სატრანსპორტო დაკავშირებადობისა ევროკავშირთან. ეს ხდება იმ კონტექსტში, რასაც ჰქვია პირველი ევროპის გლობალური კარიბჭის ფორუმი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბრიუსელში, სადაც მონაწილეობდა საქართველოს პრე...

საქართველოსა და დომინიკის თანამე...

საქართველოსა და დომინიკის თანამეგობრობას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 2023 წლის 27 ოქტომბერს, ნიუ იორკში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობას შორის „დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ".  დომინიკის თანამეგობრობის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა გაეროსთან დომინიკის თანამეგობრობის მუდმივმა წარმომადგენლმა - ფილბერტ აარონმა. დოკუმენტი ძალაში შევა ორივე მხარის მიერ შიდაპროცედურე...

საქართველოს ვიცე-პრემიერი ჩინეთშ...

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი 18 ოქტომბერს პეკინში "სარტყლისა და გზის ფორუმის" ფარგლებში გამართულ ბანკეტს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას "ტაბულა" ფორუმის გამოქვეყნებულ ვიდეოებზე დაყრდნობით ავრცელებს. ჩანაწერში ჩანს, რომ ვიცე-პრემიერი, ბანკეტთან ერთად ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლასაც დაესწრო.

სამიტის დასკვნითი განცხადება - E...

ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან მჭიდრო მუშაობას და ევროპულ გზაზე მათი რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას. ამის შესახებ ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის დასკვნით განცხადებაშია ნათქვამი. დასკვნაში ნათქვამია, რომ ევროპული საბჭო გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნავენ, რომ ფინანსური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა გაგრძელდება იქამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება. საბჭოს განცხადებით, რუსეთი პასუხისმგებელია უკრაინის წინააღმდეგ ომის შედეგად მიყენებულ მასშტაბურ ზარალზე...

რუსებს 1-წლიანი ვადა უნდა მიეცეთ...

როგორც კი გამოიცვლება ხელისუფლება, რუსებს 1-წლიანი ვადა უნდა მიეცეთ, რათა გაყიდონ თავისი ბინები,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოში შემოსული რუსები ქვეყნისთვის "მომეტებულ საფრთხეს" წარმოადგენენ. "მინდა ვთქვა რუსებზე, რომლებიც არიან შემოსული საქართველოში. ეს არის დიდი უბედურება და დიდი საფრთხე. რუსების უმეტესობის მენტალური გამოსწორება არის შეუძლებელი. ეს ხალხი არის მომეტებული საფრთხის წყარო საქართველოსთვის. როგორც კი გამოიცვლება ხელისუფლება და პირადი საკუთრება ხელშეუხებელი უნდა იყოს და მის გაძლიერებულ დაცვას ვაპირე...

ყველა სამხედრო ექსპერტი ამბობს, ...

ყველა სამხედრო ექსპერტი ამბობს, რომ უკრაინელები ფრონტის ხაზზე ვერ გაიმარჯვებენ,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ორბანის თქმით, ევროკავშირის სტრატეგია უკრაინასთან დაკავშირებით ჩავარდა. "ევროკავშირის სტრატეგია უკრაინასთან დაკავშირებით ჩავარდა. დღეს ეს ყველამ იცის, მაგრამ ხმამაღლა თქმას ვერ ბედავს. ყველა სამხედრო ექსპერტი ამბობს, უკრაინელები ფრონტის ხაზზე ვერ გაიმარჯვებენ, ამიტომ საჭიროა, გეგმა "ბ" და როდესაც ამ გეგმის ღირებულებას დავიანგარიშებთ, შემდეგ შეგვეძლება, რომ ხარჯები გავინაწილოთ. უკრაინისთვის დამატებით 20 მილიონის გაგზავნის გეგმა არ იყო კარგად შემუშავებული და ვერ გამოდგებოდა სერიოზული მოლაპარაკებების საფუძვლად, ამიტომ ვთ...

სააკაშვილი - ვამაყობ, რომ დსთ-ს ...

ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ნარჩენების სხდომაზე დამადანაშაულა პირდაპირ იმაში, რომ მე დავუშალე დსთ და ვამაყობ ამით, რომ მართლაც მიმიძღვის ამაში წვლილი,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა თქვა, პუტინის მიერ მისი დადანაშაულება "პირდაპირ მიუთითებს, თუ ვისი მითითებით არის საქმე აღძრული". "დღევანდელ სასამართლოსთან პირდაპირ კავშირშია ის, რომ ვლადიმერ პუტინმა ამასწინათ დსთ-ს ნარჩენების სხდომაზე დამადანაშაულა პირდაპირ იმაში, რომ მე დავუშალე დსთ და ვამაყობ ამით, რომ მართლაც მიმიძღვის ამაში წვლილი და ეს პირდაპირ უკავშირდებოდა იმ მოვლენებს, რომელი...