რუხაძე - იმხელა ცუნამი დაეცა ჩვე...

ტელეკომპანია "იმედის" მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ ბიზნესმენებთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. როგორც რუხაძემ აღნიშნა, "იმხელა ცუნამი დაეცა ჩვენს მთავრობას უცებ თავზე, რომ ეგზისტენციალური საშიშროებიდან როგორ გამოვიყვანო ჩემი ქვეყანა, რომ რაღაცები შეიძლება აეჭრათ და აებნათ". რუხაძის თქმითვე, უკვე იმდენად დაძაბული და რთული სიტუაციაა, რომ მთავრობა უნდა იყოს ძალიან ფრთხილად. "ახლაც ფაქტობრივად ისეთი სიტუაციაა, ორი უზარმაზარი იმპერია რუსეთი და ამერიკა თავისი ინტერესებით ჩვენს გარშემო, ჩვენთან და უკრაინაში ხდება რაღაცა გარჩევა და ჩვენ ამის შუაში აღმოვჩნდით. ასე თუ შეხედავ, ამ ფუნდამენტური ნაწილის მე მჯერა, შეიძლება ვცდები, მაგრამ მჯერა. და თუ ე...

ხაბეიშვილი - ახალი არჩევნები ივა...

ახალი არჩევნები ივანიშვილის გარეშე უნდა ჩატარდეს,- ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელიც პარტიის ლიდერებთან ერთად ქუთაისში საპროტესტო აქციაზე იმყოფება. როგორც ხაბეიშვილი აღნიშავს, ყველა ქალაქში ადამიანები გამოდიან და ითხოვენ ორ რამეს - აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალაქში გამოდის ადამიანები და აპროტესტებენ უსამართლობას, ითხოვენ პატიმრების გათავისუფლებას და მინდა ყველა ქალაქიდან, ყველა სოფლიდან, ყველა ქუჩიდან დავაფიქსირო, რომ ყველა ადამიანი, რომელიც მძევლად აიყვანა ივანიშვილმა, სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ...

დოლიძე - პრეზიდენტს შევთავაზეთ ფ...

პრეზიდენტს შევთავაზეთ ფიზიკური მხარდაჭერა 29 დეკემბრის შემდეგ, მის გვერდით დგომა, აქ ყოფნა და სასახლიდან არგასვლა,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე საუბარი ბევრ მექანიზმს შეეხო. "შევთავაზეთ სრული მხარდაჭერა პრეზიდენტს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მზად ვართ, 29 დეკემბრის შემდეგაც დავრჩეთ სასახლეში და გავხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება. ეს არის ჩვენი შეთავაზება მხარდაჭერის სხვა ფორმასთან ერთად, რომელიც იქნება ლეგიტიმუ...

პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონ...

საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში 29 დეკემბერს უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. პარლამენტის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის მიზნით, მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. "ღონისძიების გაშუქების მსურველმა მედიასაშუალებებმა სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოს პარლამენტს. ერთ მედიასაშუალებაზე გაიცემა არაუმეტეს ორი ჯგუფის აკრედიტაცია. ღონისძიების გაშუქების მიზნით პარლამენტის სასახლის რუსთაველის დარბაზში (B კორპუსი, 0 სართული) მოეწყობა მედიასივრცე, საიდანაც...

წერდნენ, მივაკითხოთ და ვაჩვენოთ,...

გუშინ წერდნენ, სახლში მივაკითხოთ და ვაჩვენოთ, რამდენი ვართო, ბოლოს, ეტყობა იფიქრეს, ნამეტანი არ გავამართლოთ ფაშისტობაო და ეს ქალი დამახვედრეს, რომელმაც ზეპირად იცოდა ჩემი სტატუსები და ნერვებიც მთლად მწყობრში ვერ აქვს, როგორც ჯაშუშების უმრავლესობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე“ წერს და ერთ-ერთი აქტივისტის ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც მას სიტყვიერად დაუპირისპირდა. მდინარაძის განცხადებით, „ჩემს სტატუსებზე გიჟდებიან, ერთი კვირაა მთავარ თემად აქვთ, ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებ“. „გუშინ წერდნენ, სახლში მივაკითხოთ და ვაჩვენოთ, რამდენი ვართო. ბოლოს, ეტყობა იფიქრეს, ნამეტანი არ გავამართლოთ...

შობას უკრაინასა და საქართველოში ...

  ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი შობის დღესასწაულთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. როგორც მიხელსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, მისი სურვილი შობის დღესასწაულს უკრაინასა და საქართველოში რუსეთის დამარცხებაა. „შობას მხოლოდ რუსეთის დამარცხება მინდა უკრაინასა და საქართველოში“,- წერს მიხელსონი.

ახლა აშშ-სა და მსოფლიოს ქმედების...

ახლა ამერიკის შეერთებული შტატები  და მსოფლიოს დემოკრატიების ქმედების დროა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი,- ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღინიშნული, ქართველები ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან, რომელსაც კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. „ქართველები თავიანთი ქვეყნის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან ჩართულნი და კონგრესის ორივე პარტიის წევრები მათ გვერდში უდგანან. ახლა შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს დემოკრატიების ქმედების დროა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი“- ნათქვამია ჰელს...

კობახიძე ალიევს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. როგორც მედია წერს, ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს დაბადების დღე მიულოცა და საპრეზიდენტო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. "პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მადლობა გადაუხადა ყურადღებისა და მილოცვისთვის. საუბრისას ორივე მხარემ გამოთქვა რწმენა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები წარმატებით განვითარდება სხვადასხვა სფეროში. მათ ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მომავალ კონტაქტებზე ახალი წლიდან",- ნათქვამია აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ...

PACE - არჩევნების დღეს, კახეთში,...

სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში მდებარე საარჩევნო უბანზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გუნდის დაკვირვების დროს მიუღებელი ინციდენტი მოხდა,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მოხსენებაშია ნათქვამი, რომელშიც საუბარი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების პროცესს ეხება. როგორც PACE-ს მოხსენებაშია აღნიშნული, საარჩევნო უბნის გარეთ, გუნდის მანქანა მიზანმიმართულად გაანადგურა დაახლოებით 40 კუნთმაგარი და არამეგობრული ადამიანის ჯგუფმა. "სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში მდებარე საარჩევნო უბანზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გუნდის დაკვირვების დროს მიუღებელი ინციდენტი მოხდა. საარჩევნო უბნის გარეთ, გუნდის მანქანა მიზანმიმართულად გ...

გვარამია პრეზიდენტთან შეხვედრის ...

ბევრად უფრო მნიშვნელოვნად გამოიკვეთა კონტურები, თუ რა მოქმედებები უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ სპექტრს,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტი თავად ისაუბრებს. "ბევრად უფრო მნიშვნელოვნად გამოიკვეთა კონტურები, თუ რა მოქმედებები უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ სპექტრს. კვლავ ვამბობ, რომ პოლიტიკური სპექტრი არის მნიშვნელოვნად უკან თავისი გადაწყვეტილებებით, ვიდრე ხალხი. ეს არც ცუდია და არც კარგია, ეს მოცემულობაა. კარგია, რომ სინქრონიზაციაში უნდა მოვიდეს ხალხის პოზიციასთან პოლიტიკური სპექტრის მოქმედების შინაარსიც და დინამიკაც...

პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენ...

საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა. ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საუბარი ახალ არჩევნებს ეხებოდა. "პრეზიდენტთან შეხვედრები ემსახურება იმას, რომ ძალიან მშვიდად და წყნარად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კახა კალაძე პრეზიდენტსა და ოპოზი...

დამარცხებული ადამიანების სასოწარკვეთილება,- ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას არჩევნების მომზადების მიზნით საბჭოს ჩამოყალიბებაზე და ამასთან დაკავშირებით გამართულ ოპოზიციის კონსულტაციებს.  როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიცია განწირულია მარცხისთვის.  "ჩვეულებრივი სისულელეა. არავითარი აზრი არ აქვს. ეს არის დამარცხებული ადამიანების სასოწარკვეთილება, რასაც ვხედავთ დღევაfნდელი მოცემულობით. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, ის იყო მრავალპარტიული. ძალიან კარგად იციან, რომ მათ თავისუფლად ჰქონდათ შესაძლებლობა, ეწარმოებინათ კამპანია, თუმცა არ აწარმოეს, რატომ არ ვიცი და გაუგებარია ეს ყველაფერი. ყველაზ...

რეჟიმის მთელი ოპტიმიზმი ტრამპის ...

რეჟიმის მთელი ოპტიმიზმი ტრამპის ინაუგურაციას უკავშირდებოდა და მოუთმენლად ელოდნენ 20 იანვარს - წყალწაღებულ რეჟიმს ხავსიც ხელიდან ეცლება,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას განცხადებით, მმართველი პარტიის წევრები „ე.წ. გადატვირთვით ამხნევებდნენ საკუთარ მომხრეებს და ამშვიდებდნენ სანქცირებისთვის განწირულ თანაგუნდელებს“. „ახლა კი, ეს მირაჟიც უქრებათ. უკვე იმაზე ალაპარაკდნენ, რომ ტრამპთან დაკავშირებით, საქართველო არც უიმედოდ უნდა იყოს და არც ზედმეტი იმედები უნდა დაამყაროს.  "თუ ტრამპი შეძლებს, ამოძირკვოს არაფორმალური გავლენები, ჩვენზე წნეხი იხსნება, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ ტურბულენტობა გ...

სააკაშვილის განცხადება მეტყველებ...

რაც ბოლო დღეებში ხდებოდა ქვეყანაში, წინასწარ დაწერილი სცენარია, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა. კალაძის თქმით, „სააკაშვილის განცხადება სახელმწიფო შენობების პიკეტირების შესახებ მეტყველებს იმაზე, თუ რა იყო საპროტესტო აქციების ძირითადი მიზანი“.   „რაც ბოლო დღეებში ხდებოდა, არის იმ დაწერილი სცენარის ნაწილი, რისი განხორციელებაც უნდოდათ. მათი სურვილი იყო, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. ქვეყანაში „ნაცმაიდანი“ ვერ შედგა, რადგან სახელმწიფო დღეს არის მოწოდების სიმაღლეზე და არავის მივცემთ შესაძლ...

სააკაშვილი - ხალხს სჭირდება შედე...

თუ ხალხი ჩამოგვყავს რეგიონებიდან, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე - მოქმედება, შეტევა, ზეწოლა, ბოლომდე კედელთან მიყუჟება,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. ექსპრეზიდენტის თქმით, ხალხის ერთ წრეზე სიარულის დაშვება არ შეიძლება. „მე მინდა გვესმოდეს, რომ სანამ ხალხი არის ქუჩაში, არის იმედი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, მაგრამ ხალხი ქუჩაში უსაშველოდ და დაუსრულებლად არ უნდა იყოს. ხალხს სჭირდება შედეგი. ერთ წრეზე სიარული არ უნდა დავუშვათ. თუ ხალხი ჩამოგვყავს რეგიონებიდან, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე. თუ ძალიან ბევრ ხალხს ვკრიფავთ, ეს არ არის უბრალოდ ფონი განცხადებებისთვის, ეს არის ...

კალაძე - „ქართულ ოცნებას“ ევროპუ...

„ქართულ ოცნებას“ არავითარი ევროპული გზიდან არ გადაუხვევია. „ქართული ოცნება“ არის ზუსტად ის ძალა, რომელმაც ქვეყანა ყველაზე მეტად დაახლოვა ევროპასთან,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალა არეულობას, ომს და ქვეყნის ინტერესების გაყიდვას არ დაუშვებს. „მიიწურა გამოწვევებით სავსე 2024 წელი, რომელმაც მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, გარე თუ შიდა ძალების მიერ მოწყობილი პროვოკაციებისა, ქვეყანაში არეულობის დათესვის მცდელობისა, მოგვიტანა თვალსაჩინო შედეგები როგორც დედაქალაქის, ისე ზოგადად, ქვეყნის განვითარების კუთხით.  რასაკვირველია, ყველასთვის იქნებოდა საუკეთესო, დღეს მ...

საქართველოს მთავრობის მიერ ჟურნა...

საქართველოს მთავრობის მიერ აქტივისტების, ჟურნალისტების, ოპოზიციის ლიდერებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებული განგრძობითი თავდასხმები უნდა შეწყდეს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა, ჯიმ  რიშმა განაცხადა. როგორც რიში სოციალურ ქსელ X-ზე წერს, პასუხისმგებელ პირებს ამ დარღვევებზე პასუხი უნდა მოეთხოვოთ.​​​​​​​​​ „საქართველოს მთავრობის მიერ აქტივისტების, ჟურნალისტების, ოპოზიციის ლიდერებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებული განგრძობითი თავდასხმები უნდა შეწყდეს. ამ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირებს პასუხი უნდა მოეთხოვოთ“,- წერს რიში.

ჩემი მხარდაჭერა ქართველებს, რომლ...

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით მას და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც პაველი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, „ზურაბიშვილმა მას არამხოლოდ ოქტომბრის არჩევნებში არსებული სხვადასხვა ხარვეზის შესახებ, არამედ მიმდინარე რეპრესიების, ძალადობისა და ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ უამბო“. როგორც პაველი აღნიშნავს, ის მხარდაჭერას უცხადებს ქართველ მოქალაქეებს, რომლებიც ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის აგრძელებენ. „გასულ პარასკევს ეუთომ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, რამაც განაპირობა პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელი სატელეფონო ზარი უახლესი ...

ფიშერი - გერმანიამ საქართველოში ...

გერმანიამ, სინანულით, შეწყვიტა საქართველოში 237 მილიონი ევროს ღირებულების სახელმწიფო პროექტები,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ფიშერმა აღნიშნა, სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა გრძელდება. "გერმანიამ, სინანულით, შეწყვიტა საქართველოში 237 მილიონი ევროს ღირებულების სახელმწიფო პროექტები. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო და მინისტრი, სვენია შულცე საქართველოს მიერ ევროკავშირისკენ გზის დატოვებასა და საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას ეხმაურებიან. მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება შევაჩერეთ...

„მხარს ვუჭერ პოლიტიკურ ძალებს შო...

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ მას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. როგორც რინკევიჩსმა აღნიშნა, ის მხარს უჭერს პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებას საქართველოს ევროპული გზის უზრუნველყოფისა და არსებული კრიზისის მოგვარების მიზნით. "მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან საქართველოში მიმდინარე სიტუაციაზე. მხარს ვუჭერ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებას საქართველოს ევროპული გზის უზრუნველყოფისა და არსებული კრიზისის მოგვარების მიზნით. პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული მუქარა მიუღებელია",- წერს ედგარს რინკევიჩსი.