შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს და ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში 4 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, 2000 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. უწყების ინფორმაციით, რაც შეეხება მოსამართლის განჩინებით დაკავებულ დებს - 1980 წელს დაბადებულ ი.ს.-ს და 1990 წელს დაბადებულ თ.ს.-ს,...
ქვემო ქართლში ცხენების უკანონო სასაკლაო აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სეს-ის ცნობით, უკანონო, კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო, სადაც ხდებოდა ცხენების დაკვლა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში ფიზიკური პირის, გოგა ბაქუზანოვის ეზოში აღმოაჩინეს. მათივე ინფორმაციით, ფიზიკურ პირს დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქმე, შემდგომი მოკვლევის მიზნით, სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ე.ც. არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს - 2007 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.ც. მომხდარიდან მალევე, ზუგდიდში დააკავეს. გამოძ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ს.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ახლად გაცნობილ ქალს - 1986 წელს დაბადებულ შ.ღ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ს.ა. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძი...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი, ნიკა გოგაშვილი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში სოსო გოგაშვილის შვილმა, ნინი გოგაშვილმა გაავრცელა. "ახლა დააკავეს მამაჩემის ბიძაშვილი, ნიკა გოგაშვილი! არაადამიანებო, ვერ დაკმაყოფილდით ხო იმ ბოროტებით, რაც უკვე ჩაიდინეთ, არ იყო ხო საკმარისი თქვენთვის ის ტკივილი, რაც უკვე მოგვაყენეთ?! რუსული ოცნება კლავს! ამ უსამართლობის გამო, ამდენი ოჯახის გამწარების გამო პასუხს აგებთ აუცილებლად!" - წერს ნინი გოგაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. სამართალდამცავ უწყებებს ნიკა გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 5 ივლისის მოვლენების დროს დაზარალებული 16 რეპორტიორის სახელით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ევროპულ სასამართლოს ოთხი მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევასთან დაკავშირებით მიმართეს, მათ შორის არის გამოხატვის თავისუფლება და წამების აკრძალვა და იმედი აქვთ, რომ დარღვევა დადგინდება. "საიამ 16 მედიის წარმომადგენლის სახელით მივმართეთ ადამიანის უფლებათა სასამართლოს 5 ივლისის საქმეებთან დაკავშირებით და მივმართეთ სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ამ დრომდე, ჩვენ ვხედავთ რომ გამოძიება არის არაეფექტური, როგორც უშუალოდ მოძალადეების ნაწილში, როლე...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და სამეგრელოში 5 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, 1995 წელს დაბადებული რ. დ. და 1977 წელს დაბადებული ლ. მ. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული, ხოლო 1982 წელს დაბადებული დ. მ., 1995 წელს დაბადებული ჩ. გ. (მეტსახელად „ჩიკო“), 1964 წელს დაბადებული თ.ბ. პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დააკავა. "გამოძიებით დადგი...
პოლიციამ დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელიც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ქართველებსა და საქართველოს აგინებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ცნობისთვის, ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მამაკაცი საქართველოსა და ქართველების მისამართით ერთი და იგივე შეურაცხმყოფელ სიტყვებს იმეორებს, გუშინ, 5 ნოემბერს გავრცელდა.
საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის, გასაღებისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე 18 პირს, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 18 პირი, ფულადი თანხის სანაცვლოდ, სისტემატიურად ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. ასევე 7 ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. 2022 წლის 8 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, სასამართლოს შესაბამისი განჩინებების საფუძველზე, ე...
ევროსასამართლომ გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას. სტრასბურგის სასამართლო პრეცედენტული სამართლის თანახმად ადგენს , რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო. გარდა ამისა: ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას; ადგენს , რომ დარღვევის დადგენა თავისთავად წარმოადგენს საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას განმცხადებლის მიერ მიყენებული ნებისმიერი მორალური ზიანისთვის; შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მომჩივანს გადაწყვეტილების...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამეგრელოში "ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებული და ბრალწარდგენილი პირები აქტიურად მონაწილეობდნენ "ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებაში, პირადი სარგებლისა და უპირატესობის მიღების მიზნით ერთვებოდნენ მოქალაქეთა და "ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფ პირებს შორის წარმოშობილი პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავე...
ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განაჩენს არ ეთანხმება და ჩვენ მას საქართველოს უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაიზიარა და ნიკა გვარამია გაამართლა. როგორც გუბელაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, უზენაესი სასამართლო კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს. "სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განაჩენს ბრალდების მხარე არ ეთანხმება, ჩვენ კანონით დადგენილ ვადა...
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩება. განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გასაწყვეტილება , რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა. სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა სექტემბერში დაიწყო და 24 ოქტომბერს დასრულდა. შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
ხვალ, 11:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლო "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაცია "მთავარ არხს" ნიკა გვარამიას ადვოკატმა დაუდასტურა. სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა სექტემბერში დაიწყო და 24 ოქტომბერს დასრულდა. შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დანაშაულები 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის, უკანონო გასაღების მცდელობისა და უკანონო რეალიზაციის მომზადების ბრალდებით, თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში, დაკავებულია 18 ნარკორეალიზატორი: 1975 წელს დაბადებული ა.გ., 1990 წელს დაბადებული ფ.ა., 1999 წელს დაბადებული ა. ა., 1998 წელს დაბადებული ჟ.ს., 1999 წელს დაბადებული მ.კ., 2003 წელს დაბადებული ლ.მ., 2001...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 4 პირი - 1971 წელს დაბადებული მ.ი., 1984 წელს დაბადებული ლ.ჭ., 1983 წელს დაბადებული მ.გ. და 2002 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობა ედებათ ბრალად. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეების მოტყუების გზით, მათივე მობილური ტელეფონების საშუალებით, უნებართვოდ შეაღწიეს საბანკო ანგარიშებზ...
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო "ლუქსში" აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს მეორე სართულზე, ერთ-ერთ ნომერში მამაკაცმა თვითმკვლელობის მიზნით თავი აიფეთქა. დაშავებული მამაკაცი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. სასტუმრო ამჟამად დალუქულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას - 1988 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის ძებნილი პირი - 1975 წელს დაბადებული კ.ც. დააკავეს. იგი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა კ.ც.-მ 2002 წლის 4 სექტემბერს, ჭიათურაში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ.ტ.-ს სხეულზე 5 ჭრილობა მიაყენა, ხოლო მისმა თანმხლებმა კ.ვ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა ჯ.ზ., რის შემდეგაც ორივე პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი გ.ტ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნა...
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრი - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს. მოსამართლე წევრების არჩევა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე მოხდა. მურუსიძემ საბჭოს წევრების 268, გვრიტიშვილმა კი, 267 ხმა მიიღო. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, გიორგი გოგინაშვილმა და გოჩა აბუსერიძემ კონფერენციას თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართეს. საბჭომ ერთ ვაკანტურ ადგილზე დიმიტრი გვრიტიშვილი დაასახელა, ხოლო მეორე ვაკანტურ ადგილზე ლევან მურუსიძემ საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მო...