„ტვ პირველის" ჟურნალისტის, ნატო გოგელიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა. "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის; ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა მ.ა. სპეციალუ...
დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმაურება და მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატი უმძიმეს ფაქტს შეისწავლის და საკუთარი მანდატის ფარგლებში, პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს გამოიკვლევს. "სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუშინ მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. აუცილებელია, აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელდეს მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა და მართლმსაჯულების აღსრულება. სახალხო ...
მიხეილს სააკაშვილის ვიდეოკადრების გამო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პენიტენციური სამსახური 500 ლარით დააჯარიმა. როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაასრულა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების 2022 წლის 14 დეკემბერსა და 2023 წლის 15 თებერვალს სოციალური ქსელის „Facebook“-ის ოფიციალურ გვერდზე გასაჯაროების კანონიერების შესწავლა და პენიტენციური სამსახური ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთ...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. უწყების ცნობით, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს. "სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება. შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გა...
14 მარტს ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იმსჯელებენ. მიხეილ სააკაშვილთან ერთად საუბარი შეეხება რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას და მოსკოვის კრასნოსელსკის დასახლების საბჭოს დეპუტატს, ალექსეი გორინოვს. პოლიტპატიმრების შესახებ მოსმენა ადგილობრივი დროით 16:30 - 17:00 საათზე არის ჩანიშნული.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს. როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი "რუსული კანონის" გარშემო არსებული ლეგიტიმური პროტესტის განმავლობაში, მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის პროცესში, ხელი მიზანმიმართულად ეშლებოდათ. კოალიცია აღნიშნავს, რომ აქციების დაშლის პროცესში სამართალდამცავები ხშირად ძალადობდნენ, იყენებდნენ არაპროპორციულ ძალას და მიზანმიმართულად უშლიდნენ ხელს ჟურნალისტებსა და ოპერატორებს გაეშუქებინათ რუსთაველის გამზირზ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 12 მარტს ბათუმის ბულვარში მომხდარი ფაქტის გამოძიების ფარგლებში ერთი პირი - 1958 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ძლიერი ქარის გამო, ბათუმის ბულვარში მდებარე ე.წ. ბატუტი გადაბრუნდა, რა დროსაც კონსტრუქციაზე მყოფი ორი მცირეწლოვანი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი - 2014 წელს დაბადებული დ.პ. მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამო დაშავდა კიდევ ერთი მოქალაქე. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ 7-8 მარტს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჯამში, 133 პირი დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები 8 მარტს, თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და აქციის მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით მობილიზებული იყვნენ. საპროტესტო აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. მოგვიანებით, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სიტყ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით კიდევ 10 პირი დააკავეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული პირები მიდიოდნენ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე და თან მიჰქონდათ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამიზნული ნივთები, მათ შორის ელექტროშოკი, ხელკეტი, ქვები, სხვადასხვა სახის პიროტექნიკა, საღებავები და კანონით აკრძალული სხვადასხვა ნივთები, რომლებიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. "შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპროტესტო აქციის უსაფრთხოდ ჩატარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამ...
სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე 66 პირი დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 7 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო. სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 ...
ნეაპოლის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ძებნილი ქართველი, რომელზეც საბერძნეთს 2012 წლიდან საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 38 წლის ი.ნ., რომელსაც საბერძნეთში ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ნეაპოლში თბილისიდან ჩარტერული რეისით ჩაფრინდა, რათა ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე დასწრებულიყო. "ნ.ი. 38 წლის ქართველი, კაპოდიჩინოს საჰაერო სასაზღვრო პოლიციის ოფისმა ევროპული დაპატიმრების ორდერის აღსრულების მიზნით დააკავა, საბერძნეთის სასამართლოს მიერ 2012 წლის ოქტომბერში გამოტანილი აღმასრულებელი სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა - მიესაჯა ...
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის 2 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 3 მარტს, გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 2 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პ...
თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ექსპრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა. ხაჭაპურიძის თქმით, მეორე ინსტანციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ისე დატოვა, რომ პროცესებიც კი არ ჩაუტარებია. "ახლა დამიკავშირდა მოსამართლის თანაშემწე და მითხრა - მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ძალაში დარჩეს მოსამართლე გიორგი არევაძის განჩინება. ანუ სააკაშვილს უარი ეთქვა სასჯელის გადავადებაზე ისე, რომ სასამართლო პროცესებიც კი არ ჩაუტარებიათ. საქმეს განიხილავდა მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილი&quo...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გაასაღა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტა. "საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 20 250 აშშ დოლარის ოდენობის 202 ცალი ყალბი 100 დოლარიანი და ერთი ცალი ყალბი 50 დოლარიანი კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 5 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვა. დანაშაულები 4-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, 1976 წელს დაბადებულ მ.რ.-ს და 1972 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვა. 1985 წელს დაბადებული ა.ა. დაკავებულია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვის და წინასწარი შეთანხ...
საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დაცვის მხარე პენიტენციური სამსახურისა და კლინიკა "ვივამედის" წინააღმდეგ, პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს. ხაჭაპურიძის თქმით, საგამოძიებო ორგანოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნითაც მიმართავენ. "დაცვის მხარე ელოდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს. უკვე მეოთხე თუ მეხუთე დღეა, რაც საქმე შესულია სასამართლოში, თუმცა პროცესი არ ჩანიშნულა. დღეს, იმედია, გაირკვევა როდის იქნება პროცესი. ეს არის გაჭიანურება, რა თქმა უნდა, მომაკვდავი პატიმრის საქმის. ჯერ, როგორც ჩანს, არ მიუღიათ დირექტივა ზევიდან იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთონ. დღეს, შევი...
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 8 პირი დააკავეს, მათ შორის ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სპეციალურად დამონტაჟებული სატუმბის - ე.წ. პომპის მეშვეობით, თბილისში, რკინიგზის მახარისხებელ სავაგონო პარკში არსებული, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ვაგონ-ცისტერნიდან დიდი ოდენობით საწვავს იპარავდნენ. "სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ვაგონ-ცი...
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „TV პირველის“ ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი მოქალაქე ამხილა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 20 დეკემბერს, ტელეკომპანია “TV პირველის” ოპერატორი - ნ.კ. თბილისში, ფონიჭალაში, დავით აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა დ.მ.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ოპერატორ ნ.კ.-ს ვიდეოკამერას ხელი დაარტყა, რის შედეგადაც ნ.კ.-მ წონასწორობა დაკარგა და წაიქცა. აღნიშნული ქმედებით, ნ.კ.-ს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელ...
5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ, ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების მიხედვით მომზადდა. ომბუდსმენის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები დაიწყება. "2023 წლის 19 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტმა ჯგუფმა მორიგი ვიზიტი განახორციელა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი 4 პირი დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1980 წელს დაბადებული ლ.ღ. და 1977 წელს დაბადებული ა.ჩ. (მეტსახელად „ბუფალო“), ხოლო მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის - 1979 წელს დაბადებული ლ.ბ. (მეტსახელად „კუდალა“). "1971 წელს დაბადებული გ.მ. კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენ...