თავდასხმა თბილისი პრაიდის ოფისზე...

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს თბილისი პრაიდის ოფისზე ჯგუფურად თავდასხმის, უკანონოდ შეჭრის, ინვენტარის დაზიანებისა და განადგურების ფაქტზე ბრალდებული სამი პირის სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე ექსპერტები გამოიკითხნენ, რომლებმაც შემთხვევის ადგილზე ოფისის ინვენტარის დაზიანებებზე ისაუბრეს. ბრალდებულის უფლებადამცველების თქმით,  მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ოფისის ინვენტარი არ დაუზიანებიათ და უდანაშაულოები არიან. "დაადასტურეს, რომ ბანერები იყო დაზიანებული, ჩამოგდებული, დამწვარი. ჭიკარტებდაკრული ბანერებით მიხვდნენ, რომ ის იყო ჩამოგდებული, თორემ ის, რომ მათ დაენახათ როგორ აგდებდნენ ბანერებს, ვინ აგდებდა, მსგავსი რამ მოწმეს არ უთქვამს. ვიდეომასალები იყო ამოღებული რო...

გირჩი — მეტი თავისუფლების აქტივი...

გირჩი — მეტი თავისუფლების აქტივისტის, გიორგი ბალხამიშვილის ცემის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 3 ნოემბერს, პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული აქციის შემდეგ, ბალხამიშვილის სახლში დაბრუნებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-ს განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი ბალხამიშვილის თქმით, მას რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერი აქციიდან შინ დაბრუნებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მეგის ქარდავამ პროტესტის ნიშნად ...

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მეგის ქარდავამ პროტესტის ნიშნად თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვა. მისი განცხადებით, სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია. როგორც ქარდავამ აღნიშნა ის და მისის მეგობრები ქვეყნის უსაფრთხოებას იცავდნენ. „მე და ჩემი მეგობრები ვიცავდით საქართველოს უსაფრთხოებას. ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. მტკიცებულებები არის გაყალბებული და ჩვენებები მიღებულია შურისძიების, შანტაჟისა და წამების გამოყენებით. არანაირი ნდობა არ გამაჩნია, რომ აქ აღსრულდება მართლმსაჯულება და დადგება ობიექტური განაჩენი. მე პროტესტის ნიშნად ვტოვებ დარბაზს“, – განაცხადა მეგის ქარდავამ. მისი ადვოკატის  მალხაზ ველი...

პროკურატურამ ტაილანდელი ტრანსგენ...

საქართველოს პროკურატურამ ტაილანდის მოქალაქე ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობისთვის და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 ოქტომბერს, ბრალდებული თბილისში,  გ.ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მასაჟის სალონში, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ტრანსგენდერების მოკვლის მიზნით მივიდა, სადაც ერთ-ერთ ტრანსგენდერ თანამშრომელს თავს დაესხა და სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, სალონის თანამშრომელი გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ჭრილობები მიაყენა სალონში მყოფ სხვა ტრანსგენდერ თან...

სუს-ი - მოვუწოდებთ დესტრუქციულ ძ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. "საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით. მოწოდება საქართველოს კონსტიტუციურ...

დამოუკიდებელი იურისტები - მოსამა...

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი 31 ოქტომბერს გამართულ მოსამართლეთა კონფერენციას ეხმიანება და ამბობს, რომ მოსამართლეები ამჯერადაც მოწყვლადი აღმოჩნდნენ გავლენიანი ჯგუფის ნების წინააღმდეგ და საბჭოს წევრებად არჩეული მოსამართლები კლანთან მჭიდროდ დაახლოებული პირები არიან. იურისტების განცხადებით, კონფერენცია ჩატარდა მაშინ, როდესაც მთელი ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენაზე იყო კონცენტრირებული. "კონფერენცია გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღეს, როდესაც საზოგადოების მთელი ყურადღება ამ პოლიტიკურ მოვლენაზე იყო  კონცენტრირებული. მსგავსად წინა შემთხვევებისა, ამ კონფერენციის გამართვამდეც საზოგადოებისთვის არ ყოფილა ცნობილი ინფორმაცია სავარაუდო კანდ...

ISFED - არჩევნების მეორე ტური არ...

„სამართლიანი არჩევნების“ დავირვებით, ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით, არჩევნების დღე ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა. თუმცა, არჩევნების დღეს გამოვლენილი პირთა საეჭვო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები  ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა.   ISFED-ის ანგარიშით, კენჭისყრის პროცესის დროს განსაკუთრებით საგულისხმო იყო მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემის, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობისა და მარკირების შემოწმების/გაკეთების პროცედურების დარღვევების ფაქტები. ასე...

ზუგდიდში, მე-20 უბანთან მომხდარი...

N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. შსს-ს განცხადებით, დაპირისპირების შედეგად, ადმინისტრაციული წესით 5 პირი დააკავეს. დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით. ამასთან, სენაკის N14 საარჩევნო უბნიდან, ტელეკომპანია "მთავარის" ჟურნალისტის შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით. "გარდა ამისა, ამ ეტაპისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებულ...

პროკურატურამ გენდერის ნიშნით, დე...

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გენდერის ნიშნით, დედის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2021 წლის 29 იანვარს, სენაკში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის მიზნით, ორლულიანი თოფით დედას სხეულის სხვადასხვა არეში მძიმე ხარისხის სიცოცხლისთვის სახიფათო ...

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვ...

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი აცხადებს, რომ საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს და უკრაინაში გააბრუნეს. „ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოვცადე. თბილისის აეროპორტში არ შემიშვეს. არც კი ამიხსნეს მიზეზი. გამომართვეს პასპორტი, გადასცეს ის ეკიპაჟის მეთაურს. მე ავუხსენი, რომ მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვედი, თუმცა, სამწუხაროდ, ვბრუნდები უკრაინაში,“- წერს გრუშოვეცი „ფეისბუქში“.

გერის გაუპატიურებაში ბრალდებულ მ...

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწეველის მიმართ განხორციელებული გაუპატიურების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე, ბრალდებული 14 წელს მიუღწეველ გერთან სისტემატურად, ძალადობით სქესობრივ კავშირს ამყარებდა. ასევე, დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა. ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11’ 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და 126’ მუხლის მე-2 ნაწილის „ა&l...

სუს-ი - არცერთ სპეცრაზმელს თავის...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სპეცდანიშნულების რაზმის ნაწილი ღამით ბაზიდან გავიდა და დასავლეთის მიმართულებით გაემგზავრა. უწყებაში აცხადებენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია. „გვსურს გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის გადაადგილებასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია. მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელ...

5 ივლისს „თბილისის პრაიდის" საწი...

5 ივლისის საქმეზე დაკავებული 27 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დღეს 6 პირის სასამართლო სხდომა ჩატარდა, სადაც ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილე 27 ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვასა და მტკიცებულებების დაუშვებლობაზე იმსჯელეს. წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების პატიმრობის შეცვლის მიზნით 5 000-დან 10 000 ლარამდე ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა. თუმცა მოსამართლეებმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. შეგახსენებთ, 5 ივლისს რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც სხვადასხვა მედიასაშუალების წა...

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - დაკავე...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო 10 დღეში, თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს. უწყების ცნობით, ფონიჭალის დასახლებაში დაკავებული არიან: 2001 წელს დაკავებული დ.მ., 1989 წელს დაკავებული ა.ა. და 1983 წელს დაბადებული ზ.ა., ასევე, დაკავებულები არიან: 1994 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ზ. 1987 წელს დაბადებული დ. დ., 1967 წელს დაბადებული ა. ა., 1988 წელს დაბადებული რ. ჯ.,1972 წელს დაბადებული რ. ზ., 1970 წელს ა. მ.,1956 წელს დაბადებული ვ. მ.,19...

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ...

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ  სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. - ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და მიმდინარეობს ბრალის წარდგენის სამართლებრივი პროცედურები. ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, ე.ც.-ს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის დაფარ...

სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი - 1989 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა. სამართალდამცველებმა საქმეზე ამავე ბრალდებით უკვე სამი პირი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს....

პროკურატურამ ანასტასია შატალოვას...

პროკურატურამ ა.შ.-ს განზრახ მკვლელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა ტარებისთვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვისთვის ბ.ლ.-ს ბრალი წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ასევე, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში - პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვისთვის ლ.რ.-ს, ხოლო პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბ.ხ-ს ბრალი წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიების ფ...

რუსეთი საქართველოს ანასტასია შატ...

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვი, თბილისში რუსეთის მოქალაქის, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე საქართველოსგან ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. „რია ნოვოსტი“–ს ინფორმაციით, შესაბამისი ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე გაეგზავნა. „ინტერესთა განყოფილებამ (საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა ნოტა, თხოვნით, მიაწოდოს საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში არსებული ინფორმაცია ჩადენილი დანაშაულის ფაქტის შესახებ, ასევე გაეწიოს საჭირო იურიდიული დახმარება გარდაცვლილის მამისთვის ცხედრის სწრაფად გადაცემის საკითხში", – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინი...

პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, აჭარის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებისა და სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და ბათუმში 3 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ქ. (მეტსახელად „დათო ტბილისკი“), 1961 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ლ. და 1978 წელს დაბადებული ი.კ. უწყების ცნობით, დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვ...

13 წლის შვილიშვილის გაუპატიურები...

საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, იძულების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე  60 წლამდე ასაკის მამაკაცს ბრალი წარუდგინა. ამასთან, პროკურატურამ ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მცირეწლოვან შვილიშვილს ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სისტემატიურად აუპატიურებდა, ახორციელებდა გარყვნილ და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართ...