პროკურატურა - საქართველოდან იტალ...

საქართველოდან იტალიაში, მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე ინტერპოლის არხებით მის მიმართ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული პირი იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის, კიბერთაღლითობისთვის, დანაშაულის შესახებ ცრუ...

შსს-ს ინფორმაციით, რაფაილ შეპელე...

საქართველოში, რუსეთში აკრძალული ულტრამემარცხენე და ნაციონალურ-ანარქისტული ორგანიზაცია "არტპოდგოტოვკას" აქტივისტის, რაფაილ შეპელევის შესაძლო გაუჩინარების საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 12 ოქტომბერს, აქტივისტი  გორში, იქიდან კი, ტაქსით სოფელ კირბალის მიმართულებით გაემგზავრა. უწყების ცნობით, რაფაილ შეპელევმა "საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ გაემართა". "შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, რ.შ.-ს შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშ...

პროკურატურამ კომპანია „დემეს“ წა...

საქართველოს პროკურატურამ, ავეჯის დამამზადებელი კომპანია შპს "დემეს"  წარმომადგენელს,  მომხმარებელთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანია "დემეს" წარმომადგენელმა,  სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სოციალურ ქსელში ყალბი რეკლამები განათავსა. "ბრალდებულმა 2021-2022 წლებში, ავეჯის დამზადების მსურველი მოქალაქეები აღნიშნული რეკლამებით მიიზიდა და შესაბამისი ავეჯის დამზადების სანაცვლოდ, დაზარალებულებს ანგარიშზე თანხ...

პროკურატურამ ტრანსნაციონალური და...

საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით, სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოური კომპანია PROCTER AND GAMBLE-ს ელექტრონულ ფოსტაზე, ბრალდებულებმა პარტნიორი საწარმოს წარმომადგენლის სახელით ყალბი შეტყობინება გაგზავნეს და შედეგად, დაზარალებულ კომპანიას ჯამში 333 132 ევრო საქართველოში, მათ მიერ დაფუძნებული ფიქტიური საწარმოს საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. "აღნიშნული თანხა ფულის გათეთრების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საზღვარგარეთ დანაწევრებით გადარიცხეს, რითაც უკანონო...

პროკურატურამ გიორგი ტატუაშვილის ...

საქართველოს პროკურატურამ დმანისის ყოფილ მერზე, გიორგი ტატუაშვილზე განახორციელებული თავდასხმის ფაქტზე 2 პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. "საქართველოს პროკურატურამ, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, ტარების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წარსულში არსებული წყენის გამო, მოკვლის განზრახვით, ავტომანქანით აედევნენ დმანისისკენ მო...

საგამოძიებო - სახელმწიფოს კუთვნი...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და ცრუ მეწარმეობის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მმართველობაში არსებული კომპანიების სახელით, გაწერეს 2 3...

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველო...

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელ...

პროკურატურამ 16 წლის ასაკს მიუღწ...

​საქართველოს პროკურატურამ, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე, 1 პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ნოემბერს, ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით სახლში 12 წლის არასრულწლოვანი მიიყვანა, რომელთანაც სქესობრივი კავშირი დაამყარა. “სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებუ...

შსს - ინტერპოლის მიერ წითელი ცირ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, აშშ-ს საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის - რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არაერთი მძიმე დანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, დაკავების ორდერი მოიცავს 4 ბრალდებას ტეხასის შტატიდან: არასრულწლოვანი ბავშვის უწყვეტი სექსუალური შევიწროება, დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვან ბავშვებზე ...

პროკურატურამ ბადრაგირებისას მსჯა...

პროკურატურამ ბადრაგირებისას მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის ფაქტზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ ნოემბერს, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში მდებარე „ავერსის" კლინიკაში გამოკვლევის მიზნით ექვსი მსჯავრდებული გადაიყვანა. "ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა არ შეასრულა ბადრაგირების დადგენილი წესი, მსჯავრდებულები დატოვა მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე და სათანა...

ბრეგაძე - „ავერსის“ კლინიკიდან გ...

„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. ბრეგაძის თქმით, დამნაშავეებს შესაბამისი სასჯელი მიესჯებათ. "სამივე დამნაშავე დაკავებულია! შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა. მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და პოლიციას დიდი მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი. მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა...

„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული პა...

"ავერსის" კლინიკიდან გაქცეული პატიმრების საქმეზე ბადრაგი დააკავეს.  ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ. აღსანიშნავია, რომ დღეს ასევე დააკავეს კლინიკიდან გაქცეული 3 პატიმრიდან ერთ-ერთი. პოლიცია ამ დროისთვის 2 პატიმარს ეძებს. შეგახსენებთ, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გუშინ, 1-ელ ნოემბერს გაიქცა. „ავერსის“ ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.

„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სა...

„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ. პოლიცია კიდევ 2 პატიმარს ეძებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 1-ელ ნოემბერს „ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმარი გაიქცა. „ავერსის“ ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.

პროკურატურამ ქორწინების იძულების...

პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე, 14 წლის გოგონას დედას ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა, რომ არასრულწლოვნის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა, სისტემატური მოთხოვნით, 14 წლის შვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის მიერ შერჩეულ მამაკაცზე ქორწინებას აიძულებდა. დაზარალებულმა ბრალდებულის მხრიდან ზეწოლას თავი სახლიდან წასვლით დააღწია.  "სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 31 ოქტომბერს დააკავეს. მას ...

გიორგი ტატუაშვილზე თავდასხმა გან...

დმანისის ყოფილ მერზე, გიორგი ტატუაშვილზე თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტატუაშვილის პრესმდივანი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოფელ დიდ დმანისთან ტატუაშვილის მანქანის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს. "დღეს, 1-ელ ნოემბერს, დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს რომელიც 2021 წელს, ადგილობრივ არჩევნებზე კენჭს ოპოზიციის კვოტით იყრიდა, თავს დაესხნენ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული და მმართველი პარტიის მიერ როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ასევე 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დმანისში, მოსახლეობის დაშინების მიზნით გამოყენებული ე.წ. ზონდერდაჯგუფების წევრები - ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი. ყოფილ მერს, ს...

„ფორმულას“ თანამშრომლებისთვის პრ...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „ფორმულას" თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 2 არასრულწლოვანი ამხილა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 1-ელ სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა და ოპერატორი გაგა ბოჭორიშვილი თბილისში, "დელისის" მეტროსადგურის მიმდებარედ სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქის დაკავების პროცესს იღებდნენ, რა დროსაც ბრალდებულებმა ტელეკომპანია „ფორმულას" თანამშრომლებს აგრესიული ქცევით და თავდასხმით პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. "სპეციალურმა ს...

შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით 1 პი...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნული სქემის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, მეუღლეს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით,...

7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პრ...

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ერთვება თავად სააკაშვილი. 7 ნოემბრის საქმეზე დღეს მტკიცებულებების გამოკვლევაა დაგეგმილი.

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავში...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და ბათუმში, 5 პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, "ქურდული სამყაროს წევრობის", "ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის", "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1985 წელს დაბადებული გ.ა., 1974 წელს დაბადებული მ.ა., 1988 წელს დაბადე...

დიდ დიღომში კაცი დაჭრეს

თბილისში, დიდ დიღომში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა სუპერმარკეტ "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება გზის არდათმობის გამო დაიწყო.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.