მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელმა, მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დაწესებულებას დატოვა.  რჩეულიშვილმა საპატიმრო, ვადაზე ადრე, ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმების შედეგად დატოვა.  "ყველას ვუხდი ბოდიშს. ინვესტორებს გადაეცა შპს-ები და აქიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, მერიას ზედამხედველობის ფარგლებში, ყველაფერი კარგად დამთვარდება. დაზარალებული არის 5 დიდი ობიექტი, დანარჩენ ობიეტქბზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და დასრულების პირასაა "- განაცხადა რჩეულიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.  შეგახსენებთ, მაია რჩეულიშვილი თაღლითობის ბრალდებით 2016 წელს დააკავეს. მასთან ერთად დაკავებული იყო მისი და რუსუდან კ...

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლი...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული კიდევ ერთი სარჩელი, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.- ამის შესახებ ინფრომაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს. მათი თქმით,  საქმე სახელწოდებით Berikashvili vs Georgia სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. შსს-ს მიერ დარბეულ დემონსტრაციაზე დაზარალებული მოქალაქე ევროპული კონვენციის მე-3, მე-10, მე-11 და მე-13  მუხლების დარღვევის დადგენას  ითხოვს. ვახტანგ ბერიკაშვილი, რომლის სამართლებრივ ინტერესებს 2019 წლიდან ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს, 2019 წლის 20 ივნისს იმყოფებოდა პარლამენტის  წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, რათა გამოეხატ...

პროკურატურამ სუს-ის ფარულ ჩანაწე...

საქართველოს პროკურატურამ, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. "საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.  კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მოვუწოდებთ ყველას, ვისთანაც შესაძლოა ინახებოდეს უკანონო ჩანაწერები და მასალები, გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ. ამასთან, იმ მედიასაშუალებებს, ...

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცმა ტურ...

ბათუმში, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრეს, თავდამსხმელმა კი თვითდაზიანებები მიიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. აღნიშული ინფორმაცია „ინტერექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ დაჭრილი ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყო...

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა და მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. უწყებამ შეისწავლა ვიდეორგოლი და დაადგინა, რომ წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ ზოგად პრინციპებს. "საქმე ეხება „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ უფასო წინასაარჩევნო რეკლამას, რომელიც ტელეკომპანიამ ეთერში არ განათავსა. აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის ეთერში განუთავსებლობის მიზეზად „ტელეიმედმა“ ვიდეო-რგოლში გამოყენებული სიძულვილის ენა დაასახელა. კომუნიკაციების კომისიამ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამა საქართველოს უზენაესი სასამარ...

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებ...

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე რაფაელ მურსაკულოვის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, ბრალდებული ადვოკატი  სოფიო გოგლიჩიძემ კი, მერსაკულოვის გათავისუფლებას ითხოვდა. საქმის პროკურორი გიორგი ქობულაძე აცხადებდა, რომ დაკავებულის მხრიდან როგორც მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. პროკურორის თქმითვე, რაფაელ მურსაკულოვმა სცადა და გაანადგურა მტკიცებულებათა ნაწილი, დანაშაულის იარაღი მხოლოდ დანის ტ...

შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე ...

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის  განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი სავარაუდოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აირჩევს.- ამის შესახებ ჟურნალისტებს  მისმა ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ განუცხადა. ბრალი, რომელიც რაფაელ მურსაკულოვს წარდგენილი აქვს, საქმის ნაფიც მსაჯულთა მიერ განსჯადობას ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებულმა პოზიცია სასამართლო პროცესზე მას შემდეგ უნდა დააფიქსიროს, როცა სასამართლო კონკრეტული კითხვით მიმართავს. როგორც ადვოკატი აცხადებს, რაფაელ მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებს და მისი დაკავებით გაოგნებულია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ...

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი იმართება. მიმდინარე სასამართლო პროცესზე ბრალდების მოწმეებს დაკითხავენ. ამასთან, სასამართლო ამნისტიასთან დაკავშირებით ნიკა მელიას პოზიციასაც განიხილავს. თბილისის მერობის კანდიდატი სხდომას არ ესწრება, ვინაიდან ის მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომათა დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემლობის გამო გაძევებულია.  

„ტვ პირველის“ ოპერატორზე ძალადობ...

„ტვ პირველის“ ოპერატორის მიმართ განხორციელებული ძალადობის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით, პროკურატურამ დაკავებულ რ.ა.-ს ბრალი წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 7 სექტემბერს, თბილისში, სოფელ ფონიჭალაში, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ნარკორეალიზატორების დაკავებასთან დაკავშირებული სპეცოპერაციისას, ერთ-ერთი დაკავებულის ნათესავი, რ.ა. აგრესიულად იყო განწყობილი და უკმაყოფილებას გამოთქვამდა ჟურნალისტების მიმართ სპეცოპერაციის გაშუქებისა და ინფორმაციის გავრცელების გამო, რა დროსაც მათ ძალადობის მუქარით მოსთხოვა, შეეჩერებინათ გადაღება. ვინაიდან ჟურნალის...

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში...

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში  სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა,  თვითმხილველების განცხადებით, ჯერ ხმაური გაიგონეს, გარეთ გამოსვლის შემდეგ კი ძირს დაგდებული ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს. . მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო. მათი ცნობით, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

სახალხო დამცველმა პროკურატურას ზ...

ნინო ლომჯარიამ პროკურატურას მიმართა. სახალხო დამცველი ზურაბ მახარაძის და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. მისი თქმით, 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებამდე „ალტ-ინფოს“ ეთერით ზურაბ მახარაძე და სხვა პირები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას. ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახალხო დამცველი უფლებამოსილია, მოითხოვოს გამოძიების, ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, თუ საქმის განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, მე უკვე გამოვიყენე ორგანული...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის მოვლენებისას ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული ათივე  პირი პატიმრობაში დატოვა. პროკურორის განცხადებით ყველა მტკიცებულება გამიკვლეის, რომელთა მიხედვითაც სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების შეფარდება და სწორედ ამიტომ დატოვა მოსამართლემ ბრალდებულები პატიმრობაში.  „კიდევ ერთხელ შეფასდა საქმეში არსებული როგორც მტკიცებულებები, ისე ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები და  მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობითაც სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი და ბრალდებულების მიმართ გამოყენებული პატიმრობა დატოვა ძალაში. ახლა მსჯელობა იყო აღკვეთის ღონისძიებაზე, თითოეული მტკიცებულება, როგორც მოწმეთა ჩვენებები ისე ვიდეომასალები გამოკ...

სანაიაზე თავმდასხმელმა სამივე პი...

6 თვიანი პატიმრობის შემდეგ, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულმა სამივე პირმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს.  ვაჟა გიგაურს, სულიკო საყევარაშვილსა და გიორგი სახელაშვილმა ციხესთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ.

ვახო სანაიას თავდასხმაში მონაწილ...

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამი პირი საპატიმროს დღესვე დატოვებენ. განაჩენი მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოიტანა. სამივე მათგანს 6-თვიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ეს ვადა კი დღეს 25 აგვისტოს იწურება. ერთ-ერთი ბრალდებული სულიკო საყევარიშვილი მოსამართლემ 126-ე [ცემის] მუხლით უდანაშაულოდ სცნო და დისკრიმინაციული მოტივით, ვახო სანაიასთვის ფიზიკური ძალადობისთვის შეუფარდა 6 თვე და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა; ვაჟა გიგაური, რომელიც ვახო სანაიას თქმით, კონფლიქტის ინიციატორია და მას სახეში ურტყამდა, მოსამართლემ დამნაშავედ სცნო ორივე მუხლით და მიუსაჯა 6-თვიანი პატიმრობა და 2500-ლარიანი ჯარიმა; მესამე ბრალდებულს, გი...

ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირ...

წინანდლში  მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულების,  ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის ადვოკატებმა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. როგორც ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,  თელავის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი დაუსაბუთებელია და უკანონოა, სწორედ ამიტომ ისინი ამ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. „ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ გამოყენებული პატიმრობის შესახებ განჩინებას ვასაჩივრებთ. ჩვენი სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია, ვითხოვთ, რომ არ უნდა იყოს გამოყენებული არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება ბრალდებულების მიმართ. თელავის რაიონულ...

კენჭოშვილის დედა - ჩვენი მიზანი ...

ჩვენი მიზანი არ არის ზვიადაურის დასჯა, ჩვენთვის მთავარია, ნიკას ცილი არ დასწამონ" -ამის შესახებ ნიკა კენჭოშვილის დედამ "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა. 27 წლის მამაკაცის მშობლები კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კენჭოშვილს ბიზნესი ჰქონდა და ძმებ ზვიადაურებთან სისხლიანი გარჩევა ბიზნესწილების გამო მოხდა. "რა ბიზნესი, რის კრიმინალი? ისეთი კეთილი ბავშვი იყო. ფიზიკურად შრომობდა. სწავლა დაამთავრა, თუმცა ხელობა ეხერხებოდა და ბიძაშვილებთან ერთად სამუშაოდ წავიდა. ნუ ამოსვრიან ჩემი პატიოსანი შვილის სახელს ტალახში. მე ამ სპორტსმენებით ვამაყობდი, მაგათი დედებიც ძალიან მეცოდება. წარმომიდგენია რა დღეში არიან, მაგრამ რატომ მივიდნენ 27 წლის ბიჭთან ამხელა კაც...

გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილის მამ...

წინანდალში, მომხდარი დაპირისპირების შედეგად, გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილის მამამ „ტვ პირველს“ განუცხადა , რომ მისი ინფორმაციით ზვიადაური იქ იქამდე იყო სანამ სროლა დაიწყებოდა. „ჩემი ინფორმაციით, ზვიადაური იქ თავიდანვე (სანამ სროლა დაიწყებოდა) იყო. თვითმხილველებმა ასე მითხრეს. ტყუილია ის ინფორმაციაც, რომ ჩემი შვილი ზვიადაურმა მიიყვანა, ნიკა საავადმყოფოში გოგა და გაგა კენჭოშვილებმა გადაიყვანეს"- განაცხადა  "ტვ პირველთან" ნიკა კენჭოშვილის მამამ.   მისი თქმით, ჩხუბის დაწყების მიზეზი მუშებს შორის დაპირპირება იყო, სადაც კენჭოშვილიც ჩაერთო. „მე როგორც ვიცი, ჩხუბის მიზეზი გახდა ის, რომ ბრიგადის წევრებს, რომელშიც ჩემი შვილიც იყო, ფი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იზოლ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო ახალქალაქში მდებარე სარიტუალო დარბაზი დალუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ახალქალაქში მდებარე სარიტუალო დარბაზი დალუქეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, სარიტუალო დარბაზის ადმინისტრაციამ კვლავ განაგრძო საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა, რის გამოც გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლ...

საგამოძიებო: გლდანში 11-მა პირმა...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებაში დახმარების გაწევის ფაქტზე, პასუხისგებაში 11 პირი მისცეს. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ პირთა დახმარებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მოტყუებით დაირეგისტრირეს თბილისში, გლდანის რაიონში, ავშნიანის დასახლებაში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 11 ერთეული მიწის ნაკვეთი, ჯამში 10 756 კვ.მ., რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 702 183 ლარს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ...

„სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სუს-ის თანამშრომლების და თანამდებობის პირების სამსახურეობრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი და აღნიშნულია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. „როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში გახშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტები, რაც ცალსახად წარმოადგენს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახუ...