საქართველოს პროკურატურამ დამამცირებელი მოპყრობის, ძალადობის, მუქარის, თვითნებობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ვ.გ.-ს ბრალი წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რ.მ.-ს მიმართ ბრალდებულმა ძალადობის მუქარით გაპარსა წვერი, გახადა სასულიერო პირის შესამოსელი და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა. „ვ.გ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რ.მ.-ს მიმართ რამოდენიმეჯერ განახორციელა ფიზიკური ძალადობა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თუ კვლავ ჩაიცმევდა სასულიერო პირის შესამოსელს, ამ მიზნით მან ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს. უწყების ცნობით, მას ბრალი ედება ძალადობით განხორციელებულ დევნაში, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებასა და სოციალური ქსელით გავრცელებაში. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.გ.-მ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობაში რ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა. ძალადობის ამსახველი კადრები მოგვიანებით სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელდა. ძალადობით განხორციელებული დევნის, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ...
შსს-მ დააკავა 3 პირი, რომლებმაც დიზაინერ გიორგი მასხულიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში, 1996 წელს დაბადებულ გ.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე ჩატარდება. როგორც ცნობილია, პროცესს თავად ბრალდებულიე ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. ექსპრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
ფოთში, ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ პროცესზე გირაოს შუამდგომლობა დააყენა. პროკურატურის გამოძიებით, ქალმა შვილი ჯერ გაგუდა, შემდეგ საკანალიზაციო მილში მოათავსა. ცნობისთვის, გარდაცვლილი ჩვილი ფოთში 14 თებერვალს ხელოსანმა საკანალიზაციო მილში იპოვა. რის შემდეგაც პოლიციამ ახალშობილის დედა დააკავა.
საქართველოს პროკურატურამ ყალბი ფულის დამზადების და გასაღების ფაქტზე ბ.ც.-ს და ლ.ჩ-ს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ც. და ლ.ჩ., ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში განთავსებული სპეციალური საშუალებების გამოყენებით სისტემატიურად ამზადებდნენ ყალბ 50 და 100 ლარიან კუპიურებს, რომლებიც 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის 12 თებერვლის ჩათვლით თბილისსა და რუსთავში მდებარე რვა ობიექტში გასაღეს, ხოლო 7 ობიექტში ყალბი კუპიურების გასაღება სცადეს. სამართალდამცველებმა ბ.ც. და ლ.ჩ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 15 თებერვალს დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ყალბი კუპიურების დასამზადებე...
საქართველოს პროკურატურამ, ფოთში მომხდარი ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დედას ბრალდება წარუდგინა. სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი 14 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა) წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ფოთის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 10 თებერვალს, ფოთში, დ.კ.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით მისი ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკან...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული გ.გ. ბათუმში დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ მამაკაცს მიმდინარე წლის 10 თებერვალს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ფერმაში, ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ამავე...
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკავა პირი, რომელმაც გამოძიების მტკიცებით, 5 ივლისის დროს დაშავებულ და შემდეგ გარდაცვლილ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის ფაქტებზე მიესაჯა. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის ფაქტებზე ბრალდებული ფ.ა. დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამი...
„ევროპულმა სასამართლომ პოლიციელის მიერ ჩადენილი ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა“, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუწყება. არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, 2022 წლის 10 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე, 19 წლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. შემთხვევა 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში მოხდა. მკვლელობაში დამნაშავე ყოფილი ქმარი, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი, სერგი საცერაძეა, რომელმაც სამსახურებრივი საშტატო იარაღით მეუღლე მოკლა. საია-ს ცნობით, მკვლელობამდე სალომე მიმართავდა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოძალადისგან დაცვ...
პროკურატურამ მარნეულში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დადგინდა, რომ კონფლიქტი, 8 თებერვალს, მარნეულში, ძაღლის კბენის გამო დაიწყო, რასაც საბოლოოდ, შურისძიების მოტივით, მკვლელობა მოჰყვა. „ა.მ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, ა.ი.-ს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - აღნიშნულია განცხადებაში. დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვან ...
5 ივლისის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მოძალადე, უშანგი დათუნაშვილი საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა. აღნიშნულ პირს ბალი „რუსთავი 2“-ის ოპერატორის ცემის ეპიზოდში ედება. სასამართლოს გადაწუყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება 3 000-ლარინი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა.
დანაშაულში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი სარფის საბაჟოზე თურქმა მესაზღვრეებმა სატვირთოში დამალული იპოვეს. - ინფორმაციას თურქული მედიია ავრცელებს. დაკავებულები საქართველოში გადმოსვლას ცდილობდნენ. მედიის ცნობით, მათ თურქეთის დატოვება ეკრძალებოდათ. სატვირთოში დამალულ თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში დამალვა სურდათ. მესაზღვრეებმა საქართველო-თურქეთის საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტი 2 თებერვალს აღმოაჩინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტვილში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ორივე სამართალდარღვევა გამოვლენილია მარტვილის მუნიციპალიტეტში - სოფელ სალხინოში და სოფელ ლეხაინდრავოში. "სოფელ სალხინოში მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული. ეზოში 69 ერთეული წიწვოვანი სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 3,6 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) იყო განთავსებული. უკანონო, ლენტური ტიპის სახერხი საამქრო მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი სოფელ ლეხაინდრავოშიც. ტერიტორიაზე ას...
საია მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს დროულად განიხილოს ლონდა თოლორაიას სარჩელი. საიას განცხადებით, ლონდა თოლორაიას უფლებამოსილება უწყდება 2022 წლის 1 მარტს. ამ მომენტისათვის არჩეული იქნებიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი. ამის გამო, მოვუწოდებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის პირველ მარტამდე განიხილოს კონსტიტუციური სარჩელი და მასში არსებული შუამდგომლობა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ. მათივე ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის 2022 წლის 1 მარტის შემდეგ დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ლონდა თოლორაია ვერ აღდგება სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებულ თანამდებობაზე, ხოლო სპეციალური საგამო...
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული კ.მ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა გორში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვილს - 1975 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ა...
კალიფორნიის სასამართლომ Netflix-ის შუამდგომლობა, გაეუქმებინა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა, - ინფორმაციას ამის შესახებ იურიდიული კომპანია BLB ავრცელებს. "იურიდიული ფირმა BLB საქართველოს ულოცავს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში! - წერია კომპანიის Facebook-ზე. ცნობისთვის, Netflix-ი სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვდა და ამტკიცებდა, რომ სერიალი არის მხატვრული ნაწარმოები და მის შემქმნელებს კანონი ფართო მხატვრულ ლიცენზიას ანიჭებს. თუმცა, აშშ-ის კალიფორნიის შტატის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვირჯინია ფილიპსი ამ დაეთანხხმა მოთხოვნას შეწყვეტილიყო საქმის წარმოება. მოსამართლემ არ...
რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ, ზუგდიდში, ქალზე ძალადობაში დამნაშავე პოლიციელი, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ზუგდიდის რაიონალურ სასამართლოზე, ბრალდებულის ადვოკატი, კობა ტაბაღუა 50 ათას-ლარიანი გირაოს შუამდგომლობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს აღნიშნული არ დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ ბრალდებულის მიერ ქალზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა მიმდინარე წლის 24 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1961 წელს დაბადებული გ. მ. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 იანვარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თანასოფლელს - 1985 წელს დაბადებულ გ. ჩ.-ს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ამოიღო....
7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე ჩატარდება. უცნობია დაესწრება თუ არა სასამართლო პროცესს თავად ექსპრეზიდენტი. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. ექსპრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.