რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმუ...

რესტორან "რეტროს“ მფლობელ თეიმურაზ ვარშანიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თეიმურაზ ვარშანიძეს საქმის განხილვის დასრულებამდე, დაზარალებულებთან კომუნიკაცია და მიახლოებაც აეკრძალა. „რეტროს“ მფლობელი ხმამაღალი ტონის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის, თუმცა ამბობს, რომ დამნაშავე არ არის. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ფიზიკურად ბათუმში არსებული რესტორან "რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მის ობიექტზე დასაქმებულ პირზე. თეიმურაზ ვარშანიძე თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე დააკავეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძი...

თავისუფლების უკანონო აღკვეთისა დ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, 2003 წელს დაბადებული მ.ბ., 2001 წელს დაბადებული გ.მ., 1989 წელს დაბადებული მ.ს. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1994 წელს დაბადებული თ.ლ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობის გამოყენებით, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები. "დანაშაულები 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდე...

ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო ბი...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ხუთი პირი პასუხისგებაში მისცეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, წინასწარი შეთანხმებით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები თითქოსდა სამშენებლო-სარემონტო სამუ...

რესტორანი „რეტრო“ 30 000 ლარით დ...

შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“  და „შპს რესტრო 2“-ს  სამუშაო პროცესი შეუჩერა, ამასთან ერთად, ობიექტი დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური თავად ავრცელებს. უწყებამ ასევე დაავალდებულა კომპანია სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორ ზეგანაკვეთური ასევე კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით. "შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“  და „შპს რესტრო 2“-ს  სამუშაო პროცესი შეუჩერა. უწყების მიერ შემოწმდა კომპანიის 3 ობიექტი თბილისსა და ბათუმში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რე...

„რეტროს“ მფლობელის ადვოკატი - თვ...

თვითონ თემურ ვარშანიძე წააქციეს და უკვე წაქცეულს ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა არეში კომპანიის დასაქმებულები,  ვითხოვთ, რომ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს, - ამის შესახებ რესტორან "რეტროს" მფლობელის,  თეიმურაზ ვარშანიძის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განაცხადა. ადვოკატის თქმით, კონფლიქტის მიზეზი ე.წ. ჩაის განაწილება გახდა, ანუ იმ თანხის,რომელსაც კმაყოფილი მომხმარებლები მიმტანებს უტოვებენ, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ამ თანხის გადანაწილებაში ადმინისტრაცია არ ერევა. „ინფორმაცია, თითქოს კომპანიაში დასაქმებულები იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და ეს იწვევდა წყენას, არის სიცრუე და გამოგონილი, ვინაიდან კომპანიაში დასაქმებულია 34 თანამშრომელი, რო...

ბექა გრიგორიადისი საქალაქო სასამ...

მარტის აქციების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. პირველ ივნისს, ბექა გრიგორიადისი პარლამენტთან მაშინ დააკავეს, როდესაც ის კარვის გაშლას ცდილობდა. ბექა გრიგორიადისის საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით აღიძრა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. შეგახსენებთ, გრიგორიადისი კარვის გაშლას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა.

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე...

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის მამაკაცმა ქვეყნის 12 რეგიონში სუპერმარკეტები 37-ჯერ გაქურდა. მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ის პროდუქციას იპარავდა. პოლიციამ მამაკაცს მოპარული ნივთები სუპერმარკეტში დააბრუნებინა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში 48 წლის ქართველმა აჩაიაში, ატიკასა და კორინთიაში კიდევ 6 სუპერმარკეტი გაქურდა.  საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ განმეორებით ქურდობის ფაქტზე საქმე აღიძრა.

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო სა...

 გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის, საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა, რაზეც ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ, თბილისის აეროპორტის გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 400 გრამის ოდენობის ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ 43 676 ლარი შეადგინა. "აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 5-დან 7-წლამდე ვადით. ...

ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების ...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 30 მაისს, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი ი. ც. მიმდინარე წლის 28 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა, რა დროსაც ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა. "მან დიდი  ბრიტანეთისა და ბელორუსის მოქალაქე ტურისტებს, თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივ...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურ...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის აპრილი-მაისის  პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 5 პირი დააკავა, რომელთა შორის 1 ლიეტუვას მოქალაქეა, ხოლო 2 პირს - ბრალდება წარედგინა. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს სოციალური ქსელით გაცნობილ ქალბატონებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ რა დროსაც მათი პირადი კომპიუტერების, მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების საშუალებით პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, ხმოვან შეტყობინებებს, მიმოწერებს და ვიდეოებს მოიპოვებდნენ. "აღსანიშნავია, რომ ურთიერთობაში ყოფნის პერიოდში დაზარალებულები ზემო აღნიშნულ ინფორმაციას, მათ ნებაყოფლობით უგზავნიდნენ. ურთიერთობის დასრულები...

საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ქო...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების, ქონების თაღლითურად დაუფლების მცდელობის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ყალბი უცხოენოვანი მინდობილობისა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებების გამოყენებით, უკანონოდ დაეუფლა ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ, სი...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტების გამოვლენის მიზნით - მაისის დასაწყისში, თბილისის მასშტაბით გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 17 აფთიაქი. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ხსენებულ სააფთიქო დაწესებულებებს არ გააჩნდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. ...

პროკურატურამ სამსახურებრივი გულგ...

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ქუთაისის №16 საჯარო სკოლის დირექტორს ბრალდება წარუდგინა. გენერალური პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა სკოლის კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტს.   "ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სკოლის ფინანსების სწორ და მიზნობრივ ხარჯვაზე, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა. მან არ დააწესა სათანადო კონტროლი და მონიტორინგი სკოლის საბანკო ანგარიშიდან განხორციელებულ ტრანზაქციებზე, რამაც შესაძლებლობა მისცა დაწესებულების...

კახეთში უზბეკეთის მოქალაქე ქალის...

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის მიმდებარედ, ივრის ჰესში უზბეკეთის მოქალაქე ქალის ცხედარი იპოვეს. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ადგილზევე დააკავა, უზბეკ ქალს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.  "ინტერექსპრესნიუსი" დამატებით დეტალებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტ...

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული გ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. "დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 მაისს, ბრალდებული და 2003 წელს დაბადებულ შ.ქ. სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოების გარკვევის მიზნით, ერთმანეთს შეხვდნენ. ურთიერთშელაპ...

„ყვარლის ტბასთან“ დაკავებული ყვე...

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დაკავებული 16 პირი გაათავისუფლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებულთაგან 2 სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გათავისუფლდა. რაც შეეხება დანარჩენ 14 პირს, მათი სასამართლო პროცესი 19 ივნისს 13:00 საათზე ჩატარდება. შეგახსენებთ, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქციაზე 16 პირი გუშინ, 20 მაისს დააკავეს. 

შსს-მ ადამიანებით ვაჭრობის ფაქტზ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ლ.ლ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმის ერთ-ერთ სილამაზის სალონში დასაქმებას დაჰპირდა ტაილანდის რესპუბლიკის მოქალაქეებს - 1987 წელს დაბადებულ ი.ჩ.-ს, 1985 წელს დაბადებულ ტ.ჯ.-ს და 1984 წელს დაბადებულ პ.ს.-ს, რომლებიც აღნიშნული მიზნით საქართველოში ჩამოვიდნენ. ლ.ლ.-მ ისინი მოტყუებით წ...

ელენე ხოშტარია წინასწარი დაკავებ...

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია გაათავისუფლეს. ხოშტარიამ წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა. როგორც "დროას" ლიდერმა იზოლატორის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სასამართლოსთან თანამშრომლობას არ აპირებს.  “ისინი გასცდნენ არა მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს, რასაც ხშირად აკეთებდნენ, არამედ შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა ქართველს, ყველა დაღუპულ გმირს, საქართველოს ყველა მოქალაქეს. პოლიციელობა არ არის უბრალოდ ფორმის ქონა, პოლიციელობა არ არის, უბრალოდ ემსახურო ივანიშვილს და ლავროვს. პოლიციელობა არის დაიცვა ქვეყნის ღირსება და დაიცვა კანონი. რაც მათ დაარღვიეს და ამაზე ყოველთვის იქნება რეაქცია. ადვოკატს არ ურეკავდნენ, ოჯახში არ მარეკინებ...

სამართალდამცველებმა არასრულწლოვა...

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. მას ბრალად არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ედება. შსს-ს ცნობით, დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა ტ.მ.-მ, მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას, სექსუალური ხასიათის მატარებელი საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დან...

საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრი...

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დღეს დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო უნდა ჩატარებულიყო, პროცესი გადაიდო. პროცესი დღეს, 11:00 საათზე იყო ჩანიშნული. როგორც "ექსპრესნიუსს" დაკავებულის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ განუცხადა, მომდევნო სხდომა 13 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება.  შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა. 1-ელ მაისს, სასამართლომ  გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ ლაზარე გრიგორიადისის 20 000 ლარიანი...