პროკურატურამ რუსთავში მომხდარი მ...

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 თებერვალს რუსთავში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით დაზარალებულს ბასრის საგნის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა...

პროკურატურა - უკანონო შემოსავლის...

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული, დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა,რომ ფინანსური დანაშაულებისთვის ძებნილმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, მის ხელთ არსებული დაუსაბუთებელი და არალეგალური ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ პირად ანგარიშებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა განათავსა. "ბრალდებული თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით, ბანკს უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ყალბ ხელშეკ...

პოლიციამ რუსთავში მომხდარი განზრ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, კ.ბ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოების შედეგად, 1976 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს ყელის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედე...

პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის...

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ჩინეთის, რუსეთის და უკრაინის 3 მოქალაქე უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,მეტამფეტამინს“, ,,მდმა“-ს, ,,მეთადონს“ და დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერება ,,კეტამინს“. ასევე, გერმანიის მოქალაქემ საქართველოში უკანონოდ...

შსს - ნარკოდანაშაულის ბრალდებით ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჩინეთის და გერმანიის 2 მოქალაქე, ასევე, რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია 1995 წელს დაბადებული პ.კ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ას...

სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის აღე...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თ. მ. და ბ. ძ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მათ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი. მათივე ინფორმაციით, გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსი...

პროკურატურა - დამამძიმებელ გარემ...

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს წარდგენილ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, ორმა პირმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, მოკვლის განზრახვით, ბლაგვი საგნების გამოყენებით სხე...

მამის მკვლელობაში ბრალდებულს აღკ...

მამის მკვლელობაში ბრალდებულ შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, ხოლო დაცვის მხარე ბრალდებულის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. შეგახსენებთ, მკვლელობა 23 თებერვალს, თბილისში მოხდა. პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რეზი გამხიტაშვილი იმავე დღეს დააკავა.  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ ბინაში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მამა - 1974 წელს დაბადებული გ.გ. ცივი იარ...

პროკურატურამ 2024 წელს, ნარკოდან...

საქართველოს პროკურატურამ 2024 წელს, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდება 270 პირს წარუდგინა, მათ შორის 41 პირს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის, გასაღების მცდელობისა და მომზადებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებული გამოძიებით დაადგინა, რომ დაკავებული პირები საქართველოს რეგიონებში, მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, როგორც ტრადიციული (ხელიდან ხელში), ისე ე.წ. ,,ლოკაციებზე" განთავსების გზით ნარკოტიკებით ვაჭრობას ახორციელებდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ გასაღებული და ლოკაციებზე განთავსებული არაერთი სახის ნარკოტიკული სა...

პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 თებერვალს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მამა - 1974 წელს დაბადებულ გ.გ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. პოლიციამ...

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალე...

საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე ინდოეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, დანაშაული 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინი”, რაც თანხის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღეს. ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინი&...

პროკურატურამ, ოჯახური ძალადობის ...

საქართველოს პროკურატურამ ოჯახური ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით. „შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ...

პროკურატურამ თბილისში დამამძიმებ...

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტებზე, ხოლო მეორე პირს - გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ბრალდებულს დაზარალებულთან შელაპარაკება მოუხდა. "აღნიშნულით განაწყენებული ბრალდებული, დაუკავშირდა თავის მეგობარს, მოუყვა მომხდარის შესახებ და ...

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1983 წელს დაბადებული გ.ზ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯ.ს. - ს ბრალად ედება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.ხოლო გ.ზ. ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის არის დაკავებული. "ჯ.ს. - ს მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო გ.ზ. - ს ქმედება 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, ჯ.ს. - ს...

​სუს-მა ქუთაისი-ბარსელონის ავიარ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე ცრუ შეტყობინების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით გატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი თავადვე ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია „ვიზეარის“ სათავო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან განახორციელა სატელეფონო ზარი კონკრეტულ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ. „მიღებული შეტყობინების შესაბამისად, ფრენის რეჟიმში მყოფი რეისი ნომრით W66417 ქუთაისი-ბა...

პროკურატურამ, „ქურდული სამყაროს“...

საქართველოს პროკურატურამ, "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, 6 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს" ოთხმა წევრმა, 2023 წლის ნოემბერში, ორი მოდავე მხარის მიმართვის საფუძველზე, ქალაქ გორში „ქურდული გარჩევა" მოაწყო. "ბრალდებულებმა მხარეებს შორის არსებული კონფლიქტი განიხილეს და გადაწყვეტილება ,,ქურდული სამყაროს" წესების შესაბამისად მიიღეს. აღნიშნული ქმედებისთვის 4 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223¹-ე მუხლი...

გორში სამხედროს მიმართ ჯგუფური ძ...

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური ინფორმაცია ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ცნობილი გახდა მათი თანამშრომლის პირადი მიმოწერის შესახებ ბრალდებულების მეგობრის მეუღლესთან, რის გამოც მათ აღნიშნულ თანამშრომელზე შურისძიება და მისი დასჯა გადაწყვიტეს. ბრალდებულებმა თანამშრომელს 11 იანვარს, გორის რაიონის სოფელ ახალშენში, საცხოვრებელ სახლთან მიაკითხეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. ასევე, ბრალდებულები დაზარალებულს, ჩადენილი საქციელის აღიარებას აიძულებდნენ და ამ ინფორმაციის გამჟღავნებით,...

პროკურატურა - თოთხმეტი წლის ასაკ...

თბილისის საქალაქო  სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული 2006 წლიდან 2013 წლამდე  დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატურად აუპატიურებდა თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ დის შვილს. "მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სამართალდამცველებს დანაშაულის ჩადენიდან 9 წლის მერე მიმართა, ჩატარებული ეფექტური გამოძიების შედეგად ბრალდების მხარემ მოიპოვა შესაბამისი მტკიცებულებები, რითაც ბ...

საგამოძიებო - ქალის მიმართ ადევნ...

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, ქალის მიმართ ადევნების ფაქტზე, მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ განცხადებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებული პოლიციელი ნაცნობ ქალთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რაც მასთან მუდმივ სატელეფონო, სხვადასხვა აპლიკაციების საშუალებით კომუნიკაციაში და ქუჩაში უკანონო თვალთვალში გამოიხატებოდა.  სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ინსპექტორს ბრალდება ადევნებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინა. "სპ...

პროკურატურა - ყოფილი მეუღლის დამ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო. "სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 6 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის ს...