13 წლის შვილის გაუპატიურების ბრა...

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო სხდომა, არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე, დაიხურა.  შეგახსენებთ, ბათუმში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა 12 ივლისს დააკავეს.   გუშინ, 13 ივლისს პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის "ე'' და მეოთხე ნაწილის "გ'' ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურება) წარუდგინა, რაც სასჯელის...

შსს - პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში 13 პირი დააკავეს. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა. როგორც კუპატაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "პოლიციამ 1965 წელს დაბადებული ი.კ., 1994 წელს დაბადებული ზ.ც., 1996 წელს დაბადებული ა.ფ., 1973 წელს დაბადე...

წყნეთში 16 წლის ბიჭი დენის დარტყ...

წყნეთში, ე.წ. სამთავრობო ზონაში 16 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.  ადგილობრივების განცხადებით, მოზარდები სკვერში იმყოფებოდნენ, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.  მათივე ინფორმაციით, 16 წლის ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა. "როგორც ჩანს, დენმა დაარტყა. გარეთ თამაშობდნენ, ეზოში. სასწრაფო მოვიდა და 45 წუთის განმავლობაში უტარებდნენ გულის მასაჟს, მაგრამ ვერ უშველეს",- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. მედიის ცნობით, სკვერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქარ...

დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასა...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2023 წლის ივლისის დასაწყისში, ერთ-ერთ პირზე გაასაღა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტა. "საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 8 850 აშშ დოლარის ოდენობის, 50 და 100 დოლარის ნომინალის ყალბი კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212...

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ერთი - ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, ხოლო რვას პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. კლდიაშვილის გადაწყვეტილებით, "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილს, დევი კახოიძეს, ლაშა ჭიღიტაშვილს, ბექა მურღვლიანს 3-3-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. ნუგზარ ქიტიაშვილსა და დავით თუშიშვილს 3.6-ით, ხოლო გიორგი გობეჯიშვილს 4- წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

შსს-მ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის ...

სამართალდამცველებმა "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლისას 2 პირი დააკავეს.  როგორც შსს-ში ამბობენ, დაკავება მოხდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. შეგახსენებთ, გუშინ, 8 ივლისს "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებმა "პრაიდის კვირეულის" დასკვნითი ღონისძიება ჩაშალეს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველების მიუხედავად, პოლიციის არაერთი კორდონი გაარღვიეს და შეიჭრნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" ღონისძიება უნდა გამართულიყო. "თბილისი პრაიდმა" ევაკუაციის ...

შსს-მ მეუფე შიოს საქმეზე განზრახ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიო მუჯირის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. აღნიშნული "ინტერექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს. შეგახსენებთ, 5 ივლისს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. გუშინ, 6 ივლისს კი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მეუფე შიოს სისხლში მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღ...

პროკურატურამ პირს, რომელმაც მამა...

საქართველოს პროკურატურამ, სიღნაღის  რაიონში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის  ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში, ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამას დანით ჭრილობა მიაყენა.    მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.   მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის ,,კ''  და ,,პ'' ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის  მიმართ, არაერთ...

გიორგი ბაჩიაშვილს მოსამართლემ 2....

გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომა ცოტახნის წინ დასრულდა. სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 500 000 ლარიანი გირაო და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.  ბაჩიაშვილი ბრალს არ აღიარებს და აღნიშნავს, რომ უდანაშაულოა და გაურკვეველია მისთვის ბრალი გაურკვეველია. შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, ის დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა ბრალდებული.

პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილისთვ...

საქართველოს პროკურატურა ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილისთვის სამი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ ბრალდებამ სასამართლოს შუამდგომლობით აღკვეთის სხდომაზე მიმართა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლოს მიმართა და აღნიშნა, რომ მას ბოლო სამი კვირის განმავლობაში "ჩაბურული მინებით მანქანები უთვალთვალებდნენ" „მინდა განვაცხადო, რომ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ჩემს მანქანას სამართალდამცველების მანქანები დაჰყვებიან. დამდევენ მანქანები. 6-7 მანქანა. ყოველ დღე იცვლებიან. 2-2, 3-3 დადიან, მუდმივად. არ ვიცი ეს რამდენად კ...

მშვილდაძის მიმართ ძალადობის ფაქტ...

ტელეკომპანია "ფორმულას" ერთი-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს. აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა. "საქართველოს გენერალური პროკურორის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმე, ამოღებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებიდან და გამოსაძიებლად  სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს",- ნათქვამია სპეციალური საგამო...

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ...

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედა ნატო ხუტაშვილი და „უფლებები საქართველოს" იურისტი ელისო რუხაძე აცხადებენ, რომ საქმეზე ექსპერტიზის დასკვნაში საგანგაშო დარღვევები იკვეთება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დეტალური განხილვის შემდეგ გამოვლინდა, რომ საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები დაზიანებულია. "სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს ჩემი შვილის სხეულიდან აღებული იქნა დნმ-ანაწმენდები, კერძოდ, ეს არის ხელები და სახე. შემდეგ ეს ანაწმენდები გადაეცა ბიოლოგიურ ექსპერტს. აღმოჩნდა, რომ მე-17 პაკეტი...

საიას ინფორმაციით, მარტის აქციებ...

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპის დარღვევისთვის სამართალდამრღვევად ცნო და მას სახდელის სახით 500 ლარის გადახდა დააკისრა. საიას ინფორმაციით, საქმე შეეხება 8 მარტს, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) მუხლების სავარაუდო დარღვევისთვის დაკავებულ პირებს. "დაკავებული პირების საქმეების სასამართლოში წარდგენის ეტაპზე, თითოეული პირის საქმის მასალებში მტკიცებულების სახით წარდგენილი იყო „შეტყობინება&ldquo...

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრა...

ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და წამყვანზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს, ნიკოლოზ გუგეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა.  დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად 20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს მოითხოვდა.  ''მას აღიარებული აქვს თავისი ბრალი. მეორე საკითხი, თავისი ნებით გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში. მისცა ჩვენება, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სამართლებლივ ფარგლებში რაც გვაქვს დღევანდელი მოცემულობით, სისხლის სამართლებრივ კოდექსში, იმით ვიხელმძღვანელებთ. თუნდაც გირაოს შუამგომლობა, თუნდაც პერსონალური თავდებობა,'' ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 52 პირ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, აჭარის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 52 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. კუპატაძის თქმით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და საქართ...

მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე ერთ...

"ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინსიტროში განუცხადეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.  ცნობისთვის, როგორც მიშა მშვილდაძემ განაცხადა, მას გუშინ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. 

კასპში დააკავეს კაცი, რომელიც არ...

კასპში დააკავეს კაცი, რომელიც არასრულწლოვან შვილს მოზარდის ცემისკენ მოუწოდებდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირი ბრალდებულის სახით დააკავეს და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, ორ არასრულწლოვანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამისთვის-რ.ი.-სთვის, რომელმაც შვილს დაპირისპირებაში მონაწილე მოზარდის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელებისკენ მოუწოდა. რის შემდეგაც არასრულწლოვნები კვლავ...

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრ...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების გზით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, დაკავებულ იქნა სამი პირი, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის დაახლოებით 13 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გააყალბეს საზღვარგარეთ მოქმედი ნოტარიუსი...

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ...

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დაცვის მხარე სასამართლოსგან 5 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა. შეგახსენებთ, სერგო შუბითიძის ადვოკატის თქმით, სერგო შუბითიძემ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ მან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი სხვა მობილურ ტელეფონში შეეშალა. ცნობისთვის, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 25 ივნისს გავრცელდა. პროკურატურის ცნობით, შუბითიძე მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მ...

ბადრი ესებუასთვის სასჯელის გამკა...

ბადრი ესებუასთვის სასჯელის გამკაცრების მიზნით პროკურატურა სააპელაციოს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.  "ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ  ბრალდებაში და სასჯელის ზომად და სახედ  13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა ზ...