ბადრი ესებუას სასამართლომ 13 წლი...

ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლომ 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ესებუა დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალდებაში ცნო, კერძოდ ესებუა დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით - 323-ე მუხლის პირველი ნაწილით, 329-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. ცნობისთვის,  ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად 10-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა, თ...

„არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივ...

საქართველოს უზენაესი სასამართლო "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უზენაესი სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა გვარამიას სარჩელი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, რის გამოც სასამართლომ განაჩენი განსახილველად არ დაუშვა და ძალაში დატოვა. "საკასაციო სასამართლომ შეისწავლა რა საკასაციო საჩივრები, დაადგინა, რომ არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303 მუხლით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი არ დაუშვა განსახილველად და ძალაში დატოვა", - აღნიშნულია საქართველოს უზენაესი სა...

თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე სპე...

თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კლუბში გვიან ღამით სპეცოპერაცია ჩატარდა. როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსმა, გრიგოლ გოგოჩაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში 8 პირი დააკავეს. გოგოჩაშვილის თქმით, საქმე თაღლითურ სქემას უკავშირდება. "სპეციალური საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის არის ერთ-ერთი აღნიშნული კლუბი. დაკავებულია 8 პირი. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება უკავშირდება თაღლითურ სქემას. დამატებითი და დეტალური ინფორმაცია მედიისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი", - ...

პროკურატურამ პირს, რომელმაც მეზო...

საქართველოს პროკურატურამ ვარკეთილში მომხდარი ორი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა ორი მეზობლის მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მათ. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა.    სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზ...

პოლიციამ არასრულწლოვნებით ვაჭრობ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი მ.ბ. არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ბ. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანი გერების - 2006 წელს დაბადებული რ.პ.-ს და 2007 წელს დაბადებული მ.პ.-ს შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდა. ბრალდებუ...

პროკურატურამ ზურაბ ჯაფარიძის წინ...

პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში, ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ მომხდარ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე, ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გამოთქმული განცხადებების და განხორციელებული ქმედებების გამო, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას" დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა.  სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია...

უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარა...

უზენაესმა სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. კერძოდ, 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას ადვოკატი, ქეთი ჩომახაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება და ზოგადად ნიკა გვარამიას საქმე არის პოლიტიკური. "დღეის მოცემულობით საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოში ნიკა გვარამია ცნობილი დამნაშავედ 2 ეპიზოდში 220-ე მუხლებით და საბოლოოდ სასჯელის ს...

ომბუდსმენი ბორჯომში მომხდარ თავდ...

ომბუდსმენი ბორჯომში მომხდარ თავდასხმებზე სამართალდამცავებს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველი კატეგორიულად გმობს აგრესიული ჯგუფის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის ბანაკში მყოფებზე, მათ შორის ბავშვებზე განხორციელებულ თავდასხმას და ამასთან ერთად, გმობს ბანაკისკენ მიმავალი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ თავდასხმის ფაქტს. "საქართველოს სახალხო დამცველი კატეგორიულად გმობს აგრესიული ჯგუფის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის ბანაკში მყოფებზე, მათ შორის ბავშვებზე...

სახალხო დამცველმა 2 ივნისის აქცი...

სახალხო დამცველმა 2 ივნისის აქციის მონაწილეთა საქმეებზე სასამართლოს მიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის 2 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან დაკავებულ მოქალაქეთა სამართალდამრღვევებად ცნობით, ადგილი ექნება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. "სახალხო დამცველმა 2 ივნისს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით ხუთ საქმეზე (საბა ბრაჭველის, ედუარდ მარიკაშვილის, ნიკა რომანაძის, გრიგოლ ფრანგიშვილისა და ნოდარ სიხარულიძის საქმეებზე) სასამართლოს მეგობრების მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ინფორმაცია წარუდგინა საერთაშორისო სტანდარტების, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისა და საკონსტ...

პოლიციამ პროსტიტუციისთვის ფართის...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული, ი.ც. პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ დაქირავებულ სალონში დასაქმებული პირები, კლიენტებს თანხის სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ,...

ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თა...

გრიგოლ ნარსიას, რომელიც ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში 2023 წლის შეიჭრა და 10-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა, სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. გრიგოლ ნარსია ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში 2022 წლის 20 სექტემბერს სამხედრო უნიფორმით და ნიღბით შეიჭრა, კედლებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამაგრა და სახელმწიფოსთან მოთხოვნები დააყენა. ნარსია 2 000 000 აშშ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშასა და ანკესს ითხოვდა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და...

ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო თა...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, სამი პირი ამხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამეგრელოს რეგიონში, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ფერმერებს დახმარების სახით აგრო ბარათებზე საშუალოდ ურიცხავდა 100-დან 1 500 ლარის ოდენობის შესაბამის ქულას...

ლილოს დასახლებაში მეზობლის მკვლე...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ს.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 ივნისს, ბრალდებულმა თბილისში, ლილოს დასახლებაში, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეზობელს - 1974 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის ს...

როენა ხუცურაული საკუთარ სახლში გ...

სასტუმრო "მამიდას" მფლობელი როენა ხუცურაული საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენ...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, პასუხისგებაში მიეცა ორი პირი. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში, 3 ლოკაციაზე, ბრალდებულებს მოწყობილი ჰქონდათ სამკერვალოები, სადაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და საქონლის გასაღების გაადვილების მიზნით, Adidas-ისა და Nike-ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით, ამზადებდნენ მამაკაცისა და ქალის სპორტულ...

დანით დაზიანებები მიაყენა და გვა...

ნაფიცმა მსჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა.  „სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ დაზარალებულს ბრალდებულთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა. 2022 წლის 30 სექტემბერს,  მათ ბრალდებულის სახლში იჩხუბეს, რა დროსაც ბრალდებულმა მსხვერპლს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, გვამი სახლიდან გარეთ გაიტანა და ნაგვის ურნასთან დატოვა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წ...

შსს - დავაკავეთ მამაკაცი, რომელმ...

​შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გორში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია გაქურდა, საიდანაც უკანონოდ დაეუფლა ფულს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დაკავებულმა მის მიერ, ...

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის განზ...

საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გენერალური პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლე თოკის გამოყენებით დაახრჩო. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით გვამი  ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო.  "სამართალდამცველებმა ბრალდებული 6 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ", და „კ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯა...

შსს - შშმ პირების მიმართ სავარაუ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო სმენადაქვეითებული არასრულწლოვანი გოგონების სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, აჭარისს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება განხორციელებული მომართვების საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყო. „თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არაერთი პირი, ასევე გამოძიების ფარგლებში მიმდ...

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 15 პირია დაკავებული. „დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და ამავე მთავარი სამმართველოს ძებნის სამმარ...