შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 2002 წელს დაბადებული რ.უ. და 1973 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს. დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 მაისს, თბილისში, ბრალდებულებსა და 1970 წელს დაბადებულ ე.ნ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებების შედეგად ე.ნ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებ...
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 28 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტში 3 პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 28 აგვისტოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის და შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მეუღლეს და შემთხვევის ადგილზე მყოფ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული მივიდა სოფელ ზეგაანში და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით კიდევ ერთ დაზარალებულს ჭ...
გორში მამა-შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, სერგო ახალკაცს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა. პროკურორის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა მათი არგუმენტაცია აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. "ბრალდების მხარის მიერ, მოთხოვნილი იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ბრალდებულის მიმართ. იქიდან გამომდინარე, რომ მისი მხრიდან სახეზე იყო მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულების განადგურების მომატებული საფრთხეები". - თქვა პროკურორმა. როგორც ბრალდების მხარე განმარტავს, მას შემდეგ რაც ბრალდებულს მჭიდში ტყვიები გამოელია, დაზარალებულს ფიზიკურადაც გაუსწორდა. "არის არაერთი პი...
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ჭიათურისა და საჩხერის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 4 პირი - 1991 წელს დაბადებული გ.ნ., 1990 წელს დაბადებული მ.ს., 1985 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1989 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა თ.კ...
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, ასევე პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, უკანონო პატიმრობაში მყოფი, ,,ბათუმელებისა” და „ნეტ...
მიხეილ ყაველაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. „პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების დატოვების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
რომში, პარიოლის რაიონში ბინაში შეღწევის მცდელობისა და დიდი რაოდენობის ძვირფასეულობის ქურდობის ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავება 21 აპრილს მოხდა - რომის პოლიციამ დამნაშავეები ერთ-ერთ კორპუსში, საცხოვრებელი ბინის კარის ხელსაწყოებით გაღების პროცესში დააკავა. ჩხრეკის შედეგად, რომის პოლიციამ დაკავებულთა სახლიდან, მოპარული ნივთებით სავსე 6 ჩემოდანი ამოიღო - მათ შორის ძვირადღირებული საათები, ოქროს სამკაულები და დიზაინერული სამოსი (ნივთების ღირებულება ჯამში, 200 ათას ევროზე მეტია). ამავე ბინაში პოლიციამ საქართველოს 3 მოქალაქე აღმოაჩინა, რომლებიც ადგილობრივი მედიის თქმით, წარსულში იგივე დანაშაულების გამო იყვნენ ნასამართლევი, ხო...
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 20 აპრილს ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დააკავეს გიორგი ორთოიძე და გიორგი სამხარაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, მალაიზიის ფედერაციის მოქალაქე 1977 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, მის სამგზავრო ჩანთაში, განს...
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება 2025 წლის 12 იანვარს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსისა და ამავე სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას - ამის შესახებ ,,საიას'' განცხადებაშია აღნიშნული მათივე განმარტებით, მზია ამაღლობელს, არაერთი მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე მინიჭებული არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. საიას ადვოკატის ყველა წერილობითი მიმართვა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებამ უპასუხოდ დატოვა, რის შემდგომაც პროკურატურის უმოქმედობა გასაჩივრდა სასამარ...
პროკურატურამ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს ბრალი წარუდგინა. თარგამაძეს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა ბრალი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. როგორც ცნობილია, გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე 3 აპრილს დაიბარეს, მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა. გივი თარგამაძე 11 აპრილს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის,დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ბრალდებით დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული ს.კ., წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1973 წელს დაბადებული კ.ხ., და წარსულში ნასამართლევები 1992 წელს დაბადებული რ.ა., და 1990 წელს დაბადებული დ.ს. სამართალდამცველებმა ბრალდებულებ...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღგ-ს ყალბი დეკლარაციების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020-2023 წლებში, ბრალდებულმა, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით, შემოსავლების სამსახურში წარადგინა დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციები, რომლებშიც შეტანილ იქნა ფიქტიური მონაცემები რეალიზებულ საქონელთან მიმართებაში, რა გზითაც, მან კომპანიას შეუქმნა დღგ-ს ყალბი აქტივი. დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ო.გ. დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით, დადგინდა, რომ ბრალდებული ო.გ. ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის - „ტელეგრამის“ გამოყენებით ცდილობდა. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, 5 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კლეფედრონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამო...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ცნობით, სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის საბჭოს მხრიდან საიასთვის ინფორმაციის გაუცემლობის ფაქტზე უფლების დარღვევა დაადგინა. საიას თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბოლო წლებია უკანონოდ არ გასცემს საჯარო ინფორმაციებს. საჯარო ინფორმაციის მიღებაში დახმარების მიზნით ასოციაციამ სახალხო დამცველის აპარატს მიმართა, რის შემდეგაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აპარატსაც დაუდასტურეს, რომ ინფორმაცია "არ იქნა გაცემული", მაგრამ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, რატომ არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას წერილში არ არის განმარტებული. "ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად გამოაჩ...
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საქმის წარმოების დასრულებამდე აეკრძალა საქართველოს საზღვრის კვეთა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო. მისივე გადაწყვეტილებით, ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა. დღევანდელ სხდომაზე ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა ბრალდებულის 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის აკრძალვას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არაერთგზის განსაკუთრებით დიდი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1999 წელს დაბადებული ნ.ბ. დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნ.ბ.-ს პირადი, ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება...
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ლანჩხუთსა და ბათუმში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ „კანონიერ ქურდს“. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან - 1996 წელს დაბადებული დ.კ., 1976 წელს დაბადებული ზ.ხ., მეტსახელად „ზალიკო“, 1970 წელს დაბადებული ნ.კ., მეტსახელად ,,ნური“, 1991 წელს დაბადებული ლ.ჩ. მეტსახელად ,,ფურაშკა“, და 1968 წელს დაბადებული ზ.კ. მეტს...
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. მან საგამოძიებო უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მისთვის უცნობია, თუ როდის იმსჯელებს სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. „ბრალი წამიყენეს, ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ჩემს არ მისვლას ეხება. შემდეგი ნაბიჯები რა იქნება პროკურატურის, არ ვიცი, დაველოდოთ. ცხადია, რომ დღევანდელი რეპრესიული რეჟიმი იყენებს პროკურატურას, სასამართლოს ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის, აბსოლუტურად პრივატიზებულია პროკურატურაც, სასამართლოც და აუცილებლად გათავისუფლდება ეს ინსტიტუციები, როგორც კი „ქართული ოცნება“ დემოკრატიული გზით ჩამოშორდება ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, დაკავებული არიან ირანის რესპუბლიკის მოქალაქეები: წარსულში ნასამართლევი 1982 წელს დაბადებული მ.ნ., 1993 წელს დაბადებული ა.ბ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1982 წელს დაბადებული ს.გ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ...