„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფა...

„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელიც მომხდართან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას იყენებს. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი გუშინ, 1-ელ აპრილს დააკავა. უწყება 1995 წელს დაბადებული ა.ლ-ს ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავება.  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულ...

პროკურატურამ „ამბასადორში“ ხანძრ...

საქართველოს პროკურატურამ სასტუმრო „ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, სასტუმრო „ამბასადორში", ბრალდებულმა თავისსავე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, რომლითაც გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მე-3 და მე-4 სართული დაზიანდა. "სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებუ...

„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფა...

თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი პაატა გოგალაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. უფლებამდაცველის თქმით, ბრალდებული აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სასტუმროში, თანხის წაგების შემდეგ ხანძარი გააჩინა, სიმართლეს არ შეესაბამება. "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. შეუძლებელია, ასეთი კატეგორიის დანაშაულზე მოხდეს რამე წინასწარ, რომელიც დაადასტურებდა ადამიანის ბრალეულობას. ვერსია, რომელიც მუსირებს, რომ თითქოსდა კაზინოში მან წააგო რაღაც თანხა და შემდეგ გაბრაზებულმა გადაწვა ობიექტი, ბრალდებულის განცხადებით, ეს არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება", - აცხადებს ადვოკატი ჟურნალ...

დაცვის მხარე ლაზარე გრიგორიადისი...

21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ბრალდებულის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ მეორე ინსტანციაში საჩივარი უკვე შეიტანა. როგორც უფლებადამცველმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, დაცვის მხარე პატიმრობის შეცვლას გირაოთი მოითხოვს. "გავასაჩივრეთ განჩნება და რა თქმა უნდა, მოვითხოვთ ჩვენი საჩივრის დასაშვებად ცნობას და შემდეგ უკვე პირველი ინსტანციის განჩინების გაუქმებას - ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლას გირაოთი. რითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასაბუთა პატიმრობა და გამოუტანა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, რა თქმა უნდა, ეს არ არის დასაბუთ...

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავში...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 4 პირი დააკავეს, ხოლო 1 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად შსს-ს უწყება ავრცელებს. ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის დაკავებული არიან: 1977 წელს დაბადებული ი.ხ. (მეტსახელად „ხავთასა“), 1983 წელს დაბადებული ზ.გ. (მეტსახელად „ლეკვი“) და 1976 წელს დაბადებული ლ.ა. (მეტსახელად „მოლა“). 1978 წელს დაბადებული მ.ჩ. (მეტსახელად „ხონსკი“) კი "კანონიერი ქურდ...

შსს - პოლიციამ თბილისში, სასტუმრ...

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ლ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფომრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე სასტუმრო "ამბასადორის" ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმ...

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა გამოძიების დაწყებას, თათია სამხარაძის მიმართ ტელეკომპანია ,,პოსტვ“-ის დამფუძნებლის შალვა რამიშვილისა და მისი თანამშრომლის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო ადევნების დანაშაულთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს. „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია ,,პოსტვ“-ის დამფუძნებლისა და ჟურნალისტის ქმედებები თათია სამხარაძესთან დაკავშირებით შესაძლოა შეიცავდეს ადევნების დანაშაულის ნიშნებს, ვინაიდან შალვა რამიშვილისა და ნათია ბერიძის ყველა ქმედების ერთადერთ მიზანს სავარაუდოდ წარმოადგენდა თათია სამხა...

ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონ...

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არჩილ კალატოზიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე ბრალდებულის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. "მოსამართლემ მის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. რა თქმა უნდა, ჩვენ, დაცვის მხარე გავასაჩივრებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას. მათი არგუმენტაცია იყო სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, შესაბამისად, ამიტომ ვაპირებთ, რომ გავასაჩივროთ გადაწყვეტილება. ბრალდებული ამ ეტაპზე იყენებს დუმლის უფლებას", - ...

პროკრატურამ სექსუალური ხასიათის ...

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე, 64 წლის კაცს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 მარტს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში, ბრალდებულმა წინასწარი შეცნობით 14 წლის არასრულწლოვნის მიმართ, მისი უმწეობის გამოყენებით, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებები განახორციელა.   სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წ...

საქალაქო სასამართლოში, „პუბლიკის...

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „პუბლიკის“ დირექტორისა და თანადამფუძნებლის ზურა ვარდიაშვილისა და „ტაბულას“ ჟურნალისტის ბექა ჯიქურაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 2 მარტს პარლამენტთან აქციაზე დაკავებულ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. "ტაბულას" ჟურნალისტის, ბექა ჯიქურაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში არ არსებობს არავითარი მტკიცებულება დაკავებული ჟურნალისტის წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე ადვოკატებმა ჰკითხეს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტებს, შეუძლიათ თუ არა რომ დაასახელონ კონკრეტული ფრაზები, რომლებიც შეურაცხმყოფელი იყო, რის გამოც უშუალოდ ჟურნალისტ...

კუპატაძე - დაკავებულია 10-ზე მეტ...

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც კუპატაძემ ცოტა ხნის წინ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ამ დროისთვის დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, დაკავებულთა შორის კი ქალები და უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. "გრძელდება უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ფონიჭალაში ოთხ ლოკაციაზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი ამ დროისთვის. ღონისძიება გრძელდება. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი რაოდენობით ნა...

„უცხოური აგენტების“ კანონპროექტი...

"უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ერთ-ერთი პირი დააკავეს.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა. "2002 წელს დაბადებული, წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებული, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე (ოჯახის წევრისთვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბ...

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო ს...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის და სამეგრელოს რეგიონში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ოთხი პირი  პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტები, საიდანაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებ გვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი. "დადგენილია, რომ ობიექტ...

ფარმაცევტულ ბაზარზე 4 კომპანიის ...

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე 4 კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო.  კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოკვლევის პროცესი მიმდინარეობს ორი მიმართულებით, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს (ე.წ. კარტელური გარიგებები) გულისხმობს. "საკითხი ეხება - ბოლო პერიოდში, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას. მოკვლევას საფუძვლად დაედო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გასაჯარ...

თქვენი უსაფრთხოების სამსახურები ...

თათია სამხარაძე, რომელმაც შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში დავა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოუგო "ქართულ ოცნებას" მიმართავს და ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურები  "პოსტივის" ჟურნალისტებთან ერთად მოქმედებენ, რათა გააჩუმონ მსხვერპლი ქალები. ის ეხმაურება POSTV-ის ცრუ შეტყობინების გამო ენმ-ის წევრის სახლში პოლიციის შესვლას. 112-ში POSTV-იდან ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დიმა ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. სამხარაძე ამბობს, რომ არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა ქალების უფლებებით და ტრავმებით მოვაჭრე ადამიანი და მისი "ასეთი ბინძური მეთოდებით დისკრედიტაცია არის ცილისწამები...

საგამოძიებო სამსახური - სამართალ...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში ამხილა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყებაში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქ.ბათუმში მოქალაქის უკანონო დაკავებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ძალადობის ჩადენის ფაქტზე, 2023 წლის 8 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსი დეტექტივი დააკავა. "ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 2 იანვარს, ...

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულ...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში, სისტემატურად ასაღებდა 20-ლარიანი ნომინალის ყალბ კუპიურებს. "გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულის მიერ, დაახლოებით, 50-მდე შემთხვევაში, გასაღებულ იქნა ჯამში 3 700 ლარის ოდენობის 185 ცალი ყალბი 20-ლარიანი კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვა...

შსს მუხიანში მომხდარ მკვლელობაზე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო მუხიანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული პირი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1959 წელს დაბადებულ მამაკაცს ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და ადგილიდან მიიმალა. შსს-ს ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ე.ა. განსაკუთრებული...

მუხიანში მომხდარი მკვლელობის ფაქ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხიანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. 65 წლის კაცის ცხედარი გუშინ, გამთენიისას მუხიანის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე იყო ცეცხლის კვალიც, რის გამოც ადგილობრივებმა 112-ში დარეკეს, ადგილზე მისულ ჯგუფს კი, ლიფტის შახტში მამაკაცის ცხედარი დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დავით კეზერაშვილის საქმეზე სააპე...

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 060 000 ევროს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 3 000 ლარის ოდენობით ბაჟის გადახდა დაეკისრა. რაც შეეხება კიდევ ერთი ბრალდებულს, ალექსანდრე ნინუას, მეორე ინსტანციამ მის მიმართ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დააკმაყოფილა. თავდაცვის უწყებამ ნინუას 5 000 ლარი უნდა გადაუხადოს.