საია - ევროპულმა სასამართლომ ქარ...

„ევროპულმა სასამართლომ პოლიციელების მიერ, სავარაუდო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო, თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს მომჩივანის სასარგებლოდ 3000 ევროს გადახდა დააკისრა“, - აღნიშნულის შესახებ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იუწყება. განცხადება, მამუკა მიქაუტაძის საქმეს უკავშირდება, რომელსაც ევროპულ სასამართლოში აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია, თვითონვე აწარმოებდა.  ცნობისთვის, შსს-ს მიერ მამუკა მიქაუტაძის გამოკითხვიდან მეორე დღეს, 2013 წლის 6 ივლისს, აღნიშნულმა პირმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე თავი მოიკლა. საქმის თაობაზე პოლიციის მხრიდან, სავარაუდო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქ...

ნიკა კვარაცხელიას საქმის პროკურო...

საქალაქო სასამართლოში 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. პროცესზე მოსამართლის წინაშე ორივე მხარე შესავალი სიტყვით წარსდგა. პროცესს ორივე  ბრალდებული გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ესწრებოდნენ. პროკურორმა საქმის არსებით განხილვაზე დეტალურად ისაუბრა კვარაცხელიას მკვლელობის დეტალებზე. ამასთან მან ბრალდებულებს კითხვით მიმართა - "მაქვს კითხვა - რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი იმ ბრალდებულებმა, რომლებმაც მისი მკვლელობა ჩაიდინეს". - განაცხადა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა სასამართლო პროცესზე. წინა სხდომებზე განზრახ მკვლელობა ბრალდებულმა აკო ჭელიძემ აღიარა. როგორც მან სასამართლო...

სასამართლომ სააკაშვილის კადრების...

თბილისის საქალაქო სასამართლო სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ სპეციალური პენიტენიციური სამსახურის საჩივარი დააკმაყოფილა და დაკისრებული სანქცია გააუქმა. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორმა პენიტენციური სამსახური სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმა დააკისრა. პენიტენციურმა კი გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. დღეს კი,  მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის დაკისრებული ჯარიმა 2 000 ლარი გააუქმდა.

რუსთავში არასრულწლოვანი გარდაცვლ...

რუსთავში არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ალკოჰოლით ინტოქსიკაცია გახდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დიმიტრი პესკოვი - პუტინის წინააღ...

კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის მხრიდან, რუსეთის მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების შესაძლო დაწესების საკითხს რუსულ სახელისუფლებო მედიაში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის მეთაურის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ის უკიდურესი ზომაა, რომელიც ურთიერთობების გაწყვეტას გაუტოლდება. მისივე განცხადებით, ამასთან დაკავშირებით, რუსეთი ყოველთვის მზადაა და მუდამ გააკეთებს იმას, რაც ყველაზე მეტად შეესაბამება მისსავე ინტერესებს. „სანქციების დაწესება სახელმწიფოს, რუსეთის მეთაურის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უკიდურესი ზომაა, რომელიც ურთიერთობების გაწყვეტას გაუტოლდება. რის გასაკეთებლადაა რუსეთი მზად? რუსეთი მზადაა და მუდამ გააკეთებს იმას, რაც ყველაზე მეტად შეესაბ...

სასამართლოს გადაწყვეტილებას გავა...

საქართველოს პროკურატურა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდების მხარე დღევანდელ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სს „თიბისი ბანკის“ კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ამასთან, სასამართლო არ დაეთანხ...

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალ...

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით,  მენაბდეს პატიმრობა 10 წლითა და 6 თვის ვადით მიესაჯა. - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტახნის წინ გამოცხადდა. გიორგი მენაბდის უფლებადამცველის განცხადებით,  სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ. შეგახსენებთ, 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, არასრულწლოვან დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მენაბდეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ ჯგუფურ მკვლელობას გულისხმობს. მა...

სააკაშვილის საქართველოში შემოსვლ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე დაიწყება. შეგახსენეთ, შსს-მ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 1 ოქტომბერს დაიწყო. ბრალი ექსპრეზიდენტის გარდა კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, გიორგი ნარიმანიძეს, ზურაბ და შალვა წოწორიებს წარედგინათ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიება მათ მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება. ერთ-ერთ ბრალდებულს ელგუჯა ცომაიას კიდევ ერთი...

ლექსო ლაშქარავას ადვოკატი - გამო...

“ერთ კვირაზე მეტია, რაც გამოძიებას შედეგები ჰქონდა და მანამდე არაფერი თქვეს, სანამ იუნესკოს გადაწყვეტილება არ გახდა ცნობილი”, - ამის შესახებ,  5 ივლისის მოვლენების დროს დაშავებული და შემდეგ გარდაცვლილი “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ადვოკატი და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი აცხადებს. მისივე თქმით, ოჯახის ადვოკატებმა, ინფორმაცია ექსპერტიზის დასკვნის შესახებ მედიის მეშვეობით გაიგეს. "ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზზე ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რაც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი: ექსპერტთა ჯგუფის დაკომპლექტებისას, შსს-მ ...

საგამოძიებო: დაკავებულია 4 პირი ...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სისტემატურად ახდენდნენ, გასანადგურებლად განკუთვნილ, სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიების მიერ წარმოებული და ქსელური სავაჭრო მარკეტებიდან ამოღებულ, მოხმარებისთვის უვარგისი და ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციას, რის სანაცვლოდაც იღებდნენ გარკვეული ოდენობის თანხებს.  "საქმეზე ჩატარებული საგამოძი...

შსს - დაკავებულია პირი, რომელიც ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავეს. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცლეებს. უწყების ცნობით, მას ბრალად ედება თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. "გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მობილურ საკომუნიკაციო აპლიკაცია „Telegram“-ში შექმნა არხი (ჯგუფი), სახელწოდებით - „MODGOVGE INFO“. იგი თავადვე უწევდა ადმინის...

პოლიციელი, რომლის გასროლილ ტყვია...

პოლიციელი, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში გასროლილი ტყვიით, მეზობელ კორპუსში მცხოვრები 50 წლის ქალი მოკლა, თავისუფალია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ იუწყება. საქალაქო სასამართომ ჩადენილი დანაშაულისთვის პოლიციელს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს სასჯელი შეუმსუბდა, რის საფუძველზეც საპატიმრო 2021 წლის ივლისში, წელიწადსა და სამ თვეში დატოვა. ფაქტობრივი გარემოებები, რომელებზე დაყრდნობითაც სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შემსუბუქების განაჩენი მიიღო, „რადიო თავისუფლებისთვის“ უცნობია. გამოცემის ცნობით, ბრალდებულის განთავისუფლების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია გარდაცვლილის შვილის ოჯახმა არ იც...

ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ საა...

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება. მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის ინფორმაციით, სხდომას მესამე პრეზიდენტი არ დაესწრება.  

ორსული მეუღლის მკვლელს ბრალი წარ...

საქართელოს პროკურატურის განცხადებით, პირს, რომელმაც ორსულ მეუღლეს სხეულის სხვადასხვა ნაწილში მრავალი ჭრილობა მიაყენა და მოკლა ბრალი წარედგინა. უწყების ცნობით, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათივე თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზ...

7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილის ს...

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე ჩატარდება. უცნობია დაესწრება თუ არა სასამართლო პროცესს თავად ექსპრეზიდენტი. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატ...

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) „თბილისი პრაიდის" ოფისზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლების ერთიანი პოლიტიკის ნაწილია - უარი თქვას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ სათანადოდ ბრძოლაზე და მოძალადეების დასჯაზე.  GDI-ის ცნობით, დღევანდელი გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც მოძალადეთა გათავისუფლებას დიდი ხანია ითხოვენ ძალადობრივი ჯგუფები, მათ შორის ალტ-ინფო. მსგავსი მოწოდებებით აქცია დაანონსდა 24 დეკემბერსაც, ამგვარი თანადროული პროცესი კი, დამატებით კითხვებს აჩენს სახელმწიფოს რეალურ ზრახვებთან დაკავშირებით. &bd...

პარლამენტში, აზარტული თამაშების ...

საქართველოს პარლამენტმა აზარტული თამაშების გამკაცრების შესახებ კანოონი მესამე მოსმენით, უკვე მიიღო. კენჭისყრის შედეგად, კანონს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ ერთი პარლამენტარი იყო. აღნიშნულთან ერთად, კანონით აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირებაც, რომელიც ძალაში 2022 წლის, პირველი მარტიდან შევა. კენჭისყრაზე, დღის წესრიგში დაყენებულ საკითხს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი, მხოლოდ 2 იყო. განახლებული კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს ეხება, აზარტული თამაშების თამაშის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 25 წელია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებსა და ეროვნულ ბანკში დასაქმებულ პირებს, ამ ტიპის ...

რამაზ გერლიანის და - რისგან ვართ...

მიმართა ჩემმა ძმამ პოლიციას. თხოვდა, რომ გაერკვიათ ვინ იყო ეს პიროვნება და რა საქმე ჰქონდა თავის ოჯახში, რატომ შეიჭრა. რისგან ვართ დაცულები, თუ ჩვენ, ადამიანები მივდივართ პოლიციასთან დახმარების მიზნით და ისინი ჩვენ თხოვნას, ფეხებზე სრულიად იკიდებენ?!“, - ამის შესახებ, გაუჩინარებული ეკონომისტის, რამაზ გერლიანის დამ, ნანა გერლიანმა მედიასთან განაცხადა. მისივე თქმით, გაუჩინარებული რამაზ გერლიანის ყოფილი მეუღლე იმ პოლიციელის შანტაჟის მსხვერპლია, რომელიც ოჯახის პირად სივრცეში შეიჭრა. რისგან ვართ დაცულები, თუ ჩვენ ადამიანები მივდივართ პოლიციასთან დახმარების მიზნით და ისინი ჩვენ თხოვნას, ბოდიში და იკიდებენ სრულიად ფეხებზე?! პოლიციელი იყო დასახელებული, რომელიც უკანონოდ შეიჭრა ჩემი ძმი...

შსს-მ რამაზ გერლიანის საქმის გამ...

ეკონომისტი რამაზ გერლიანის გაუჩინარების საქმესთან დაკავშრებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაწიყო. გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომისტის კვალი ავჭალის პოლიციის განყოფილების მიმდებარედ ქრება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რამაზ გერლიანის მიერ „ფეისბუქ“-ზე გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც გაუჩინარებული პოლიციელბს ტერორში ადანაშაულებდა, სოციალური ქსელიდან გაქრა. „გაფარჩაკებული,  პატივაყრილი და ღირსება შელახული ვარ! შიგნიდან მწვავს ყველა სისძარღვი... ამ ნაგავმა პოლიციელმა ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთრებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწე...

პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრი...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ნ.თ. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 დეკემბერს ნ.თ.- ს შელაპარაკება მოუვიდა არასრულწლოვანთან - 2006 წელს დაბადებულ ლ.ს.- სთან, რა დროსაც მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ.ს. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი ...