სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩატარებული მასშტაბური სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრელებს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაცია ერთდროულად ოთხ ადგილზე ჩატარდა, დაკავებულია საქართველოს 6 მოქალაქე. "კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულ პიროვნებებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ გ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 4 პირი დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, 2001 წელს დაბადებული დ.ფ., 1971 წელს დაბადებული გ.ფ., 1998 წელს დაბადებული ნ.გ. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2000 წელს დაბადებული მ.კ. არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით არიან დაკავებულები. "დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დ.ფ., გ.ფ., ნ.გ. და მ.კ მ...
იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი გუშინაც, დღესაც და ხვალაც, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ნიკა გვარამიას საქმე განიხილება უზენაეს სასამართლოში და დასრულების შემდეგ მხარეს აქვს შესაძლებლობა გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივროს. "მოდით ასე ჩამოვყალიბდეთ, საქმე იხილება უზენაეს სასამართლოში შემდეგ მხარეს აქვს შესაძლებლობა გაასაჩივროს სტრასბურგის სასამართლოში. დაველოდოთ გადაწყვეტილებას და შემდეგ მივხედოთ...დიახ დაგიდასტურებთ, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი გუშინაც, დღესაც და ხვალაც", - განაცხადა ჩხიკვაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ 2022 ...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელში მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამის მკვლელობის ბრალდებით შვილია დაკავებული. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 11 მაისს მოხდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. გამოვლენილია დიდი ოდენობით თანხების თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირის მიმართ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფინანსურ ინსტიტუტში თანხის დაბანდებისას მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღების მიზნით, ინტერნეტსივრცეში ყალბი რეკლამა განათავსეს და დაზარალებულებს - აშშ-ის მოქალაქეებს დიდი ოდენობით თანხები საქართველოში, მათ მიერვე დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. „აღნიშნული გზით, ე...
ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე შსს-მ ვასილ გოგალაძე 1 000 ლარით დააჯარიმა. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ში უთხრეს, პირის მიმართ შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-18 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, სხვა სახელმწიფოს დროშის, ან გერბის შებღალვას. სამართალდარღვევა 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, პრორუსული პარტია "ალტ-ინფოს" წევრმა ვასილ გოგალაძემ უკრაინის დროშა ვაკის პარკში გუშინ ჩამოხსნა, შემდეგ დახია და ფაქტის ამსახველი კადრები სოციალუ...
სამეგრელოში, წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში კაცს მე-8 კლასელი შვილის გაუპატიურებას ედავებიან. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ სავარაუდო მოძალადე, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირია. ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვანის დედამ მიმართა. რამდენიმე საათის განმავლობაში მოზარდის დაკითხვა მიმდინარეობდა, რომელსაც მშობელი და სოც.მუშაკი ესწრებოდნენ. საქმეს წალენჯიხის პოლიცია იძიებს. დაკითხვის შემდეგ მოზარდი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. სავარაუდო დამნაშავე დიდი ალბათობით მამალვაშია. ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს. შსს ასევე არ ადასტურებს იმასაც, დაკავებულია თუ არა მამაკაცი.
ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. პრორუსული პარტია "ალტ-ინფოს" წევრმა ვასილ გოგალაძემ უკრაინის დროშა ვაკის პარკში გუშინ ჩამოხსნა, შემდეგ დახია და ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. ვიდეოში კაცი იგივეს გაკეთებისკენ სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებს. მომხდარის შემდეგ, დროშა ვაკის პარკის დაცვის თანამშრომლელმა ადგილზე დააბრუნა. ამ დროისთვის მის გვერდზე ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა აღარ იძებნება. გამოძიება მომხდარის შედეგად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლით მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურამ სასტუმრო „ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მარტს, სასტუმრო „ამბასადორში" დაბინავებულმა პირმა თავისსავე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, რომლითაც გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მე-3 და მე-4 სართული დაზიანდა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა...
საიდან მოიტანეთ, რომ კრიმინალი გაიზარდა,- ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ. როგორც გომელაურმა განაცხადა, ციფრები და სტატისტიკა კრიმინალის ზრდაზე არ მეტყველებს. "რაც შეეხება კრიმინალის გაზრდას, თქვენ ყოველ წელს ამას იძახით, რომ კრიმინალი გაიზარდა. მაგალითად შარშან, პირველად მოხდა საქართველოში, რომ 74 მკვლელობა მოხდა წელიწადში, როდესაც იყო 300-330 ზუსტად 2012 წლამდე, ხაზი მინდა გავუსვა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2022 წელს - 74 მკვლელობა. კრიმინალი გაიზარდაო - საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ ამას, რომ კრიმინალი გაიზარდა? არ შეიძლება ხალხი მოატყუოთ, ტყუილი უთ...
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის ფაქტზე რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა ორი კი დაიჭრა, შსს-მ გამოძიება დაიწყო. "ექსპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია მკვლელობაში ბრალდებული. დღეს ღამით, თბილისში ვერაზე - გოგებაშვილის ქუჩაზე 1 კაცი მოკლეს, 2 კი დაჭრეს. ორი დაჭრილიდან ერთ-ერთი ე.წ. ვერის საძმოს წევრი, გივი მარგველაშვილი, იგივე "გიჩოა". მეორე დაჭრილი პირი შემთხვევითი გამვლელია, რომელიც სროლის მომენტში მაღაზიიდან გამოდიოდა. სროლას წინ ხმაური და გარჩევა უძღოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 აპრილს, ბრალდებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნათესავზე - 1986 წელს დაბადებულ მ.ბ.-ზე ფიზიკურად იძალადა. თ.ბ.-მ ახალგაზრდა ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა, რ...
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასრულდა. როგორც სერგო შუბითიძის ადვოკატმა, მარიამ მაღრაძემ განაცხადა, კითხვები ძირითადად შეეხებოდა იმ საკითხებს, რაზეც ყოფილმა გამომძიებელმა, ტელეკომპანია "ფორმულასთან" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, მან ასევე აღნიშნა, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა. „იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. მესმის, რომ მაღალი საჯარო ინტერესია, თუმცა ამ შემთხვევაში, მეტი კომენტარის გაკეთების საშუალება არ გვაქვს. კით...
თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. განცხადებას "ინტერექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის - სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლი...
უკრაინის ქალაქ ბახმუტთან ორი კანადელი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა. კანადური მედიის ინფორმაციით, დაღუპულები 27 წლის კაილ პორტერი და 21 წლის კოულ ზელენკო არიან - ისინი უკრაინის ინტერნაციონალურ ლეგიონში იბრძოდნენ. კანადელი მოხალისეები უკრაინელ სამხედროებთან ერთად ბახმუტში მომარაგების საკვანძო გზის შენარჩუნების ოპერაციაში მონაწილეობდნენ. CBC News-სთან ერთ-ერთ ბოლო მიმოწერაში, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, კაილ პორტერი ბახმუტთან არსებულ ვითარებაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ ფრონტის ხაზი „ხორცსაკეპ მანქანას“ ჰგავდა.
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე "შაბათის ფორმულასთნ" მიცემული ინტერვიუს გამო პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ "უფლებები საქართველოს" იურისტმა, მარიამ მაღრაძემ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა. მარიამ მაღრაძის თქმით, სერგო შუბითიძე ხვალ 14:00 საათზე საგამოძიებო უწყებაში უნდა გამოცხადდეს და შესაძლებელია, რომ პროკურატურამ საქმის განხილვა თავიდან დაიწყოს. "ხვალ არის დაბარებული. შესაძლებელია რომ [მაგისტრი მოსამართლის] თანდასწრებით მოხდეს გამოკითხვა. შესაძლებელია რომ [პროკურატურამ საქმის განხილვა თავიდან დაიწყოს]", - განაცხადა მარიამ მაღრაძემ. შეგახსენებთ, „შაბათის ფორმულასთ...
თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო. დაცვის მხარემ ლაზარე გრიგორიადისის 20,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. "მიმალვა რომ მნდომებოდა, ერთი თვის განმავლობაში დავიმალებოდი. ტანსაცმელი, რომლითაც ამიყვანეს, იგივე ტანსაცმელი იყო, რაც აქციაზე მეცვა" - განაცხადა გრიგორიადისმა სასამართლო სხდომაზე. შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დ...
თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობასა და პატიმრობის მიზანშეწონილობაზე უნდა იმსჯელონ. დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვს. სასამართლო სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია იმართება. ადგილზე შეკრებილი არიან დაკავებულის ოჯახის წევრები, ახლობლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტ...
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე საქალაქო სასამართლომ პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. საგამოძიებო უწყებამ, 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტებს ზურაბ ქურციკიძეს, ირაკლი გედენიძეს, გიორგი აბდალაძესა და ნათელა გედენიძეს უნდა გადაუხადოს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმის გამოძიება ხელახლა დაიწყო, რის თანახმადაც, დადგინდა, რომ რეპორტიორების დაკავების რეალური მიზეზი, არა ჯაშუშობა, არამედ 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციიის დარბევის დროს გადაღებული ფოტოები გახდა. როგორც ფოტოგრაფები აღნიშნავენ, ვერცერთი საკონპენსაციო თანხა ვერ გადაწონის იმას, რაც მათ გამოაიარეს. "ვერცერთი ჩვენგან იმ ჯოჯოხეთს ვერ დაივიწყებს, რაც გავ...
„ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია 39 დაზიანება, რაც ნიშნავს იმას, რომ გოგონამ საკმაოდ მძიმე გზა გაიარა სიკვდილამდე, - ასე გამოეხმაურა ადვოკატი და ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს" წარმომადგენელი, ელისო რუხაძე 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საკითხზე ექსპერტიზის პირველად დასკვნას. მისივე თქმით, დაზიანებები მრავლობითი არის სახისა და ყურის არეში, ასევე საკმაოდ დიდი დაზიანებებია ფეხის, ზურგისა და სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე. ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ ყველა მიყენებული დაზიანება არის სიცოცხლისდროინდელი და სიკვდილამდე არის განვითარებული, შესაბამისად, ვერსია, რომ ბავშვი თავად დაიხრჩო ან გარკვეული საკვებით მიიღო და ამის შემდეგ განვითარდა მოვლენები, ექსპე...