სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობ...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების  მიერ გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების  ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით გაიმარჯვეს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, რის შემდეგაც, თითქოსდა ...

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და "კანონიერ ქურდობაში", "ქურდული სამყაროს" წევრობაში, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერასა და "ქურდული სამყაროსთვის" მიმართვაში ბრალდებული 9 პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდების" დავალებით, "ქურდული სამყაროს" წევრები "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან ერთად, თბილისში, ერთ-ერთი "ქურდული სამყაროს" წევრის საცხოვრებელ სახლში სისტემატიურად ...

პროკურატურამ, EU-ის ქვეყნების ბი...

საქართველოს პროკურატურამ, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს. "ამისათვის, ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გა...

შსს - ნარკოდანაშაულისთვის 77 პირ...

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო პერიოდში, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 77 პირია დაკავებული, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა. როგორც კუპატაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე ირანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები. "შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ კანონით გათ...

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფი...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ საცხოვრებლად გამგზავრებით დაინტერესებულ პირებს უმზადებდა ყალბ დოკუმენტებს, რომელთა გამოყენებითაც პირს შეეძლო შედარებით მარტივად მიეღო თავშესაფარი, როგორც პოლიტიკურ და ძალადობის მსხვერპლს. "დადგენილია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ ასეთ პირს 500 აშშ დოლარისა და 550 ლარის საფასურად და...

პროკურატურამ სენაკში მომხდარი მკ...

საქართველოს პროკურატურამ სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 მაისს, სენაკში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა დაზარალებულს გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე ფიზიკური დაპირისპირების დროს ცივი იარაღით დაზიანებები  5 პირმა მიიღო. "სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართ...

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ და...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 მაისს, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად, 1990 წელს დაბადებულ მ.ჩ. - ს, 1987 წელს დაბადებულ ტ.ბ. - ს, 1986 წელს დაბადებულ ს.ჭ. - ს და 1992 წელს დაბადებულ ო.კ. -...

სენაკში მომხდარი განზრახ მკვლელო...

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის შედეგად, ბრალდებულსა და მის სამეგობროს, კონფლიქტი მოუვიდათ, 1998 წელს დაბადებულ თ.გ.-სა და მის მეგობრებთან, რის შედეგადაც ბრალდებულმა თ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. სამედიცინო დაწესებულე...

ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წე...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ნ.ი., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გარდაბანში, თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით განზრახ დაეჯახა დას, 1995 წელს დაბადებულ შ.ი. - ს, რის შემდეგაც მას დანის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზია...

პროკურატურამ ანა სუბელიანის მამი...

პროკურატურამ ანა სუბელიანის მამის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მაისს, ქ. თბილისში, შალვა ნუცუბიძის მე-2 მ/რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შელაპარაკებისას, თ.შ.-მ პირადი განაწყენების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მის მეზობელს თ.ს.-ს სახის არეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო. "თ.შ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა. პ...

პარლამენტთან, აქციაზე ჯგუფურად ჩ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ო.ო. და წარსულში ნასამართლევი 2001 წელს დაბადებული ს.მ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 მაისს, თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ს.მ.-მ და ო.ო.-მ სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავ...

შსს - პოლიციელებზე თავდასხმის ბრ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ნასამართლევი გ.ო. თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ო.-მ მიმდინარე წლის 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტ...

შსს - დაკავებულია 20 პირი, მათგა...

პოლიციამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 20 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე მოხდა. შსს ასევე აკონკრეტებს, რომ დაკავებულთაგან 3 პირი უცხო ქვეყნის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები არიან. "12 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 22:00 საათიდან დაწყებული აქციის პარალელურად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებულები. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები განთავსდნენ პარლამენტის მიმდებარე ქუ...

უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს აღკ...

ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მისი მეუღლეს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს  მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. სხდომა, როელსაც ორივე ბრალდებული ესწრებოდა, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა. შეგახენებთ, ბლოგერი უჩა აბაშიძე 9 მაისს, მისი მეუღლე მარიამ იაშვილი კი, 11 მაისს დააკავეს. ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) წარედგინა, აბაშიძეს კი, ასევე 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა). დანაშაული სასჯელის სახით 4-დან ...

პროკურატურამ უჩა აბაშიძესა და მი...

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტებზე სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ა.-მ და მ.ი.-მ, სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ სქესობრივი კავშირის ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების მიზნით, მ.ი.-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობები, რომელთა საშუალებით მუდმივ რეჟიმში, ფარულად ხდებოდა მ.ი.-ს სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერა.  "ათ...

შსს - ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე...

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლის, მარი იაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, უჩა აბაშიძემ მეუღლესთან ერთად განიზრახა სხვადასხვა პირთა ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა. „მიმდინარე წლის 4 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამეტის ვებ-გვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, მიმდინარე წლის 9 მაისს, სამართალდამცველებმა...

შსს - ლეონიძეზე ნაცემი პირი ხელს...

შინაგან საქმეთა სამინისტრო 11 მაისის ღამით, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე პოლიციელების მიერ მოქალაქის სასტიკად ცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ მძღოლმა ხელი შეუშალა სამართალდამცველებს გადაადგილებაში. შსს ირწმუნება, რომ მოქალაქე ირაკლი წიგნაძე ნასვამი იყო. "გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, განვმარტავთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი ოპერატიული დავალების მიზნით, სპეციალური შუქურის გამოყენებით გადაადგილდებოდა გზის სავალ ნაწილზე. საავტომობილო გზაზე მოძრავმა ერთ-ერთი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, 1991 წელს დაბადებ...

საგამოძიებო სამსახური - ლეონიძის...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, 2024 წლის 11 მაისს თბილისში, გიორგი ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. ეს მუხლი გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.  უწყების ცნობით, ის ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და საქმეზე კანონიერი, სამართლებრივი გადაწყვეტილების მისაღებად. 11 მაისს, ღამით...

შსს - ერთ-ერთი დაკავებული ამბობს...

შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.  უწყების ცნობით, ექვსივე დაკავებულს პროკურატურის მიერ ბრალი აქვს წარდგენილი და სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. "დაკავებულთა შორის, ერთ-ერთი პირი, სამართალდამცველებთან მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ ის 16 აპრილს, იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მან გაიგო პოლიტიკური ლიდერების, კერძოდ ნიკანორ მელიას, ალეკო ელისაშვილის, ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძისა და კიდევ ერთი, მისთვის უცნობი მამაკაცის საუბარი, იმის შესახებ, რომ ისინი ახალგაზრდებს გარკვეული დავალებების შესრულების სანაცვლოდ გადაუხდიდნენ გარკვეულ თანხას. დაკავე...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანა...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აჭარისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან და გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. "არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1972 წელს დაბადებული ვ.ა., 1972 წელს დაბადებული ნ.მ., 1961 წელს დ...