საქართველოდან აშშ-ში განსაკუთრებ...

საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ექსტრადიციის თაობაზე გაფორმებული ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ  შტატებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, ექსტრადირებული პირი ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ 2017-2021 წლებში, ტეხასის შტატში, არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობისა და ოჯახის წევრზე თავდასხმისთვის, ასევე 2020-2021 წლებში, ლუიზიანას შტატში არსებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯ...

პოლიციამ აჭარაში ოჯახის წევრის გ...

პოლიციამ აჭარაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა მეუღლე - 1987 წელს დაბადებული ი.ბ. ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. და...

პროკურატურამ უძრავი ქონების მოტყ...

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, პროკურატურის მიერ  ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა,  სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში" წარადგინეს ყალბი მინდობილობები, რომლებიც ბრალდებულებს, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეების წარმომადგენლებს, ანიჭებდა უფლებას ნებისმიერი სახით განეკარგათ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი თბილისსა და ბათუმში მდებარე უძრავი ქონებები. "აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, ბრალდებულები მო...

თბილისში მკვლელობა მოხდა - პოლიც...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ხ.ვ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1981 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.გ. ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ჩატ...

სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მოტყ...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი ამხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაული 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრი, 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, წარმოადგენდა "COVID-19&q...

ბათუმში, სანაპიროზე შუახნის მამა...

ბათუმში, სანაპიროზე შუახნის მამაკაცი მოკლული იპოვეს.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სას...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მატკავა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო - სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს. საიას ცნობით, მოცემულ საქმეში ასევე დადგინდა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები. "გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, საქართველოსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღ...

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხი...

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაარწმუნეს ერთ-ერთი კერძო კომპანიის დირექტორი, თითქოსდა შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაში დახმარებას შეძლებდნენ, რითაც კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად დარიცხული 2 000 000 ლარიდან 900 000 ლარამდე შეუმცირდებოდა და კომპანიის უძრავ ქონებაზ...

პროკურატურამ, ადვოკატის მიმართ მ...

საქართველოს პროკურატურამ, ადვოკატის მიმართ სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით მუქარისა და ძალადობის ფაქტზე, 2 პირს, მათ შორის ერთ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ორმა პირმა ბრალდებულის ადვოკატის მიმართ ფიზიკურად იძალადა, მათ შორის არასრულწლოვანი ადვოკატს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. "ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძალადობა დაცვის განხორციელებასთან და სასამართლოში საქმის განხი...

ძალადობის ფაქტებზე შსს-ს დაცვის ...

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე,  ძალადობის ფაქტებზე, ახალციხეში,  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის  ინსპექტორი დააკავეს. საგამოძიებო სასამსახურის ცნობით, ჩატარებული გამოძიების შედეგად, სამართალდამცველი მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ჩადენილ 3 ძალადობრივ ეპიზოდში იქნა მხილებული. "გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 17 ნოემბერს, ქ. ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაცვის პოლიციის ინსპექტორმა ჰ.ს.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე მ.მ.-ს. 2023 წლის 19 ნოემბერს, სამართალდამცავმა ახალციხის რაიონში საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშე...

პროკურატურამ ფულის გათეთრების ფა...

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვიეტნამის მოქალაქემ და მისმა თანამზრახველმა, მათ ხელთ არსებული უკანონო წარმომავლობის თანხები ეტაპობრივად განათავსეს საქართველოში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშებზე, რის  შემდეგაც თანხების ინვესტირება ძვირადღირებულ უძრავ ქონებებში მოახდინეს, კერძოდ: 2020-2021 წლების პერიოდში, თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ორი საცხოვრებელი ბინა,  ბათუმში - ასევე ორი საცხოვრებელი ბინა და სამი ავტოფარეხი, ხოლო ლანჩხუთში -  ...

პროკურატურამ ქორწინების იძულების...

საქართველოს პროკურატურამ ქორწინების იძულებისა და ადევნების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულთან გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და მუქარით ცდილობდა ქორწინებაზე მის იძულებას. ბრალდებულის ქმედების შედეგად, დაზარალებული ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა.  "სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 13 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქორწინების იძულება) და 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება) წარ...

პროკურატურამ, „ქურდული სამყაროს“...

საქართველოს პროკურატურამ "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისა და "კანონიერი ქურდისთვის ან ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 19 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.  გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ორ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ "ქურდული სამყაროს" წევრები, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი  ე.წ. "კანონიერი ქურდების" დავალებით, საქართველოში "ქურდულ გარჩევებს" სისტემატიურად აწყობდნენ და მხ...

აჭარაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

აჭარაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დაკავებულია რამდენიმე პირი. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან.   სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში მ...

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ვალთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების დროს ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების...

სასამართლომ სუს-ის მიერ დაკავებუ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულ უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. როგორც დაკავებულების ადვოკატმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, დაცვის მხარე, საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო, მოითხოვდა, რომ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ გამოყენებულიყო. "დღეს სასამართლომ იმსჯელა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ. ბრალდების მხარე ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით მათ მიმართ გამოყენებული ყოფილიყო დაპატიმრება, ხოლო დაცვის მხარე, ვინაიდან დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით არ იყო საკმარ...

კახეთში მომხდარი განზრახ მკვლელო...

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,1994 წელს დაბადებულ ჯ.მ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. "ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ...

ბერაია - უსაფრთხოების სამსახური ...

უსაფრთხოების სამსახური წარმატებით აგრძელებს საქართველოს და მისი მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისგან დაცვას, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა. ბერაიას თქმით, უსაფრთხოების სამსახური სათანადოდ მომზადებული და აღჭურვილია და მაღალი ეფექტიანობით ებრძვის ტერორისტულ საფრთხეებს. "უსაფრთხოების სამსახური წარმატებით აგრძელებს საქართველოს და მისი მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისაგან დაცვას. კიდევ ერთი განეიტრალებული საფრთხე და თავიდან აცილებული დანაშაული. უცხო ქვეყნის 2 მოქალაქის დაკავება მორიგ ჯერზე ადასტურებს იმას, რასაც სუს-ზე და მისი კოორდინაციით განხორციელებულ კონტრტერორისტულ ძალისხმევ...

სუს-მა საქართველოს სახელმწიფო სა...

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა, - ამის შესახეb უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. სუს-ის ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, სამხედრო აღჭურვილობა, სახის ნიღბები, ელექტრო შოკები, უცხო ქვეყნის ყალბი პირადი დოკუმენტები, ფეთქებადი ნივთიერებები, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დროშა, ტერორისტული ორგანიზაცია &...

პროკურატურა - ნაფიცმა მსაჯულებმა...

ნაფიცმა მსაჯულებმა გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი და მოკლული ქალი ბიძაშვილები იყვნენ. "მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ბრალდებული დაზარალებულის ბინაში საცხოვრებლად გადავიდა და გადაწყვიტა ეკონტროლებინა ბიძაშვილის ცხოვრება, მისი ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, მეგობართან. მამაკაცი ქალზე ფიზიკურად ძალადობდა, უღებდა სექსუალური ხასიათის ფოტოებს და ვიდეოებს. მკვლელობის დღეს, 2023 წლის 28 აპრილს, ბრალდებული დაზარალებულს რ...