სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურ...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისსა და კახეთში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის სამმართველოს თანამშრომელი ვ.ფ., რომელმაც 2022 წლის 26 დეკემბერს, ყოფით ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ბრალდებული იარაღის გამოყენებით მის მეუღლეს და შვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. "მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა სპეციალურ საგამ...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პრ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ საააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. მომდევნო სხდომა 9 იანვარს 12:00 საათზე გაიმართება. პროცესის გადადების მიზეზად, მოსამართლე, გიორგი არევაძემ დაასახელა, რომ სხვა საქმეზე გავიდა სათათბიროდ. ცნობისთვის, მიმდინარე სასამართლო საქმის ფარგლებში, მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საკითხზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვაზე პირველი სხდომა ჩატარდა. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, თუ...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მ...

თბილისის საქალაქო სასამართლო მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას განიხილავს. სხდომას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება. პროცესზე რამდენიმე მოწმის დაკითხვა იგეგმება. ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვაზე პირველი სხდომა 22 დეკემბერს ჩატარდა. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დე...

პროკურატურამ ოჯახის წევრების მიმ...

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრების მიმართ დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობის და ოჯახის წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტში ბრალდებული გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე და ამცირებდა მას. ასევე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დაზარალებული გააუპატიურა. „გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ასაკის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად ამცირებდა და სცემდა არასრულწლოვან შვილს. ბრალდებულის ქმედებით ორივე დაზარალებული ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას განიცდიდა.  მას ბრალდება საქართველოს ს...

„ახალციხის კლინიკა იმედის“ ექთნი...

საქართველოს პროკურატურამ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ამავე კლინიკის ექიმის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 18 მარტს, ქ. ახალციხეში, შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“, ამავე კლინიკის თანამშრომელს – ექთან მეგი ბაქრაძეს ასტრაზენეკას ვაქცინით „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა. „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანების თანახმ...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყო...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 7 პირი ამხილა. საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს, გამოიყენეს და გაავრცელეს დაზარალებულების ინტიმური ხასიათის ფოტოები და სქესობრივი აქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რითაც ხელყვეს მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება და სქესობრივი ხელშეუხებლობა. "კერძოდ, 1977 წ. დაბადებული ზ.ქ. 2022 წლის მაისში,  სოციალური ქსელის მეშვეობით არასრულწლოვანს სექსუალური ცხოვრების დეტალებზე ესაუბრებოდა, უგზავნიდა სექსუალური აქტის და სხვა ინტიმური შინაარსის ...

საგამოძიებო სამსახურმა ვადაგასულ...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში ორი პირი მისცეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიიდან, მიზერულ ფასად ყიდულობდნენ ვადაგასულ და საკვებად უვარგის  პროდუქტებს, რომელიც თითქოსდა უნდა გამოეყენებინათ ცხოველთა საკვებად. "ნაცვლად აღნიშნულისა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები რძის პროდუქტებს უცვლიდნენ სასაქონლო იერსახეს, რის შემდეგაც ვადაგასული, უხარისხო საქონლ...

კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე დ...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.  უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულად მოწყობილი ჰქონდათ ცხოველთა სასაკლაო, სადაც შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულვებელყოფით, ახორციელებდნენ ცხენისა და ვირის ხორცის დამუშავებას, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბაზარში არსებული სავაჭრო ობიექტიდან საქო...

კასპის მუნიციპალიტეტში რძლის მკვ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული გ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტში, ძმის ცოლს, 1949 წელს დაბადებულ ლ.ნ. - ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. "პოლიციამ გ.გ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ...

ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილ...

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო სხდომას დისტანციურად, ამ ეტაპზე, ვეღარ დაესწრება. როგორც ადვოკატმა, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა, სააკაშვილმა თავი ცუდად იგრძნო, აქედან გამომდინარე, ექიმიც იქნა გამოძახებული და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე. „ბატონი მიხეილის საკანში იმყოფება ჩემი კომპანიის ადვოკატი, რომელიც ახლახან დამიკავშირდა და თქვა, რომ ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, გახდა ცუდად, აქედან გამომდინარე, ექიმიც იქნა გამოძახებული და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე, მაგრამ თუ პენიტენციური სამსახური მოახერხებს, ჩართავს, შეიძლება სიტუაცია გაუმჯობესდეს და ჩაერთოს პროცესში”,- განაცხ...

პენიტენციურმა „სიმულაციის დასადგ...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „სიმულაციის დასადგენად“ მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკა აბრამიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო "ვივამედში" გადაღებულ კადრებზე, რომელიც თავად პენიტენციურმა გაავრცელა. "მართებულად მიგვაჩნია, რომ სასამართლოდ სამედიცინო ექსპერტიზამ ჩაატაროს ექსპერტიზა სამივე დაწესებულებამ, მათ შორის ლევან სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ. პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: არის თუ არა მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი დაავადებული მძიმე ავადმ...

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პრო...

თბილისის საქალაქო სასამართლო მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე მსჯელობს. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრება. შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.

„ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ ძა...

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ამხილეს. აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმე ეხება 2022 წლის ნოემბერში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ბრალდებულმა ჟურნალისტს ავტომანქანა განზრახ დააჯახა. "გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 9 ნოემბერს, ქ. თბილისში, ალ. პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი რ.წ. და ამავე ტელეკომპანიის ოპერატორი დ.ქ, რა დროსაც ისინი ცდილობდნენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ე.კ-ს ჩაწერას. ბრალდებული ე.კ ჩაჯდა მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, დაძრა იგი და განზრახ დააჯახა მის ...

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საგა...

მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 20-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა. როგორც კუპატაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, დაკავებულთა შორის როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. "დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი, რომლებიც ახორციელებდნენ დიდი და განსაკუთრებით ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას. დაკავებულები არიან რ...

სპეციალური საგამოძიებო სამსახური...

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში 2022 წლის 19 დეკემბერს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყებიც ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.

მელია ჰააგას გადაწყვეტილებაზე - ...

დღეს ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დაასრულა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება. უარყოფილია ყველა ბრალდება ქართველი სამხედროების მიმართ, უარყოფილია ყველა ბრალდება საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალ მიხეილ სააკაშვილის მიმართ. საქართველო გამართლდა, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ, ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, რომ ბრალი მიხილ სააკაშვილს და ქართველ გმირ მებრძოლებს დასდებოდათ,მაგრამ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2008 წლის ომში, ბრალი რუსული მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს მიუძღვით.  მან დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილი...

იუსტიციის სამინისტროსა და პენიტე...

იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ საჩივრები შეგვაქვს, რომ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს საჩივრები უკვე გამზადებულია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. როგორც ხაჭაპურიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, გრძელდება "ბრძოლა საბჭოთა მეთოდებით", რაც ცხადყოფს, რომ "ამ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა". "ბრძოლა გრძელდება საბჭოთა მეთოდებით. ამდენი წლის განმავლობაში, ამ ქვეყანაში არაფერი არ შეიცვალა. რა თქმა უნდა, კანონი იქნა პერსონალურ მონაცემთა შესახებ დარღვეული გუშინ ერთი მხრივ, იუსტიციის მინისტრისა და სამინისტროს მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, პენიტენციური სამსახურის მ...

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამს...

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო.  როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საკითხის შესწავლა კანონით დადგენილ ვადაში მოხდება. "2022 წლის 14 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული იქნა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გზით მიხეილ სააკაშვილის პე...

„საქართველოს ბანკის“ ფილიალის და...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1999 წელს დაბადებული ი.ჯ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ბრალდებული თავს დაესხა საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს, იარაღის მუქარით თანხა გასტაცა ბანკის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. "პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველე...

ხაჭაპურიძე - სირცხვილი იუსტიციის...

რაც ჩაიდინეს, ცდილობენ ახლა, რომ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. როგორც ხაჭაპურიძემ მედიის წარმომადგენლებს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ექსპრეზიდენტის პროცესის გადადების შემდეგ უთხრა, ის, რასაც იუსტიციის სამინისტრო აკეთებს, სირცხვილია. "სირცხვილი იუსტიციის სამინისტროს, სირცხვილი მათ. ეს არის იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი. მეტი რა შეფასება უნდა გავაკეთო. პატიმარი ვერ ჩართეს თურმე აგერ, 2 კმ-დან. წავალ ახლა და ტელეფონით ჩავრთავ, რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე. შიში რაღაც გაუგებარი, რაც ჩაიდინეს ამ პატიმრის მიმართ, ყველაფერს ცდილობენ ახლა, რომ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი - სხვა ა...