ფარცხალაძესთან დაკავშირებით სახდ...

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. "საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა",- ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურო...

საგამოძიებო - მიშა მშვილდაძის მი...

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნავს, მიშა მშვილდაძის საქმე სასამართლოში განსახილველად გაიგზავნა. "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ნ.გ.-ს მიმართ, რომელსაც ბრალად ედება 2023 წლის 27 ივნისს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლის მიხეილ მშვილდაძის მიმართ ძალადობა, სასამართლოში განსახილველად გაიგზავნა. გამოძიების მსვლელობისას დაზარალებულის უშუალო ჩართულობით გადამოწმებული იქნა გამოძიების ყველა შესაძლო ვერსია, რა მიზნითაც საქმეზე ა...

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 46 პირი დააკავეს, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია. აღნიშნულის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განაცხადა. კუპატაძის თქმით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინის, რუსეთის, ეგვიპტის, ნიგერიის, ირანის, იემენის და იორდანიის მოქალაქეები. &b...

საგამოძიებო სამსახურმა ბრილიანტე...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანის ფაქტზე დაკავებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქე. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 46 029 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა ზომისა და ხარისხის დაწახნაგებული არადეკლარირებული ბრილიანტის ქვები და ოქროს ბეჭედი. მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდ...

პროკურატურა - თეთრიწყაროს რაიონუ...

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ 11 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2022 წლის 19 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. "თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ...

პროკურატურა - სკოლის ავტობუსის მ...

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა სკოლის ავტობუსის მძღოლს, რომელმაც არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 28 აპრილს ბრალდებულმა, რომელიც მიკროავტობუსით საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა, 16 წლის დაზარალებულის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება განახორციელა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ...

მედია - იტალიაში საქართველოს 8 მ...

იტალიაში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც ქალაქ სალერნოში ბინებისა და კომერციული ობიექტების ძარცვა, ასევე, მოპარულის გასაღება ედებათ ბრალად. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. სამართალდამცავების თქმით, კრიმინალურმა დაჯგუფებამ რვა თვის განმავლობაში 100 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა, საათები და ელექტრონული პროდუქცია მოიპარა. პოლიციის ცნობით, დაკავებულების უმეტესობა იტალიაში არალეგალურად ცხოვრობდა. 

პროკურატურამ კასპის მუნიციპალიტე...

საქართველოს პროკურატურამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 22 აგვისტოს, სოფელ ქვემო ხანდაკში, ბრალდებულმა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, საცხოვრებელი სახლის ეზოში, მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. "სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-109-ე მუხლის „თ" და ,,კ'' ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ...

შსს - ბათუმში, ავტოსახელოსნოსთან...

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1977 წელს დაბადებული გ.ს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოსთან, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ამავე ავტოსახელოსნოში დასაქმებული ოთხი პირი: 1967 წელს დაბადებული მ.შ., 1966 წელს დაბადებული გ. ქ., 1988 წელს დაბადებული ი. ქ. და 1990 წელს დაბადებული ა.ქ...

კასპის მუნიციპალიტეტში ცოლის მკვ...

კასპის მუნიციპალიტეტში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ასაკოვანი კაცი დააკავეს.  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ დანაშაულის ადგილიდან, ნივთმტკიცების სახით, დანა ამოიღო.  როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 11-109 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურ...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოში ყოფნის პერიოდში ქართველი გოგო გაიცნო, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანაცხოვრობდა. ისინი ერთმანეთს პერიოდულად სოციალური ქსელებითა და სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების საშუალებით ეკონტაქტებოდნენ, რა დროსაც ბრალდებული შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს სურათებს ფარულად უღებდა და ე. წ. სქრინებს კუთვნილ მობილურ ტელეფონში ინახავდა. დაზარალებულთან ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, ბრალდებულმა უკანონოდ მოპოვებული სურათებით ვიდეოკოლაჟი დაამზადა და იგი დაზარალებული ქალის ა...

მედია - ავსტრიის პოლიციამ დააკავ...

ავსტრიის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელსაც ავსტრია-უნგრეთის საზღვარზე მიგრანტები უკანონოდ გადაჰყავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.  მედიის ცნობით, სასაზღვრო პოლიციამ ფურგონი შემოწმების მიზნით გააჩერა, რა დროსაც ეროვნებით ქართველი მძღოლი მიმალვის მიზნით გაიქცა, ფურგონში კი, დაახლოებით, 20 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ქალები და ბავშვები. მედიის ინფორმაციითვე, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, ჭაობში დამალული მძღოლი შვეულმფრენის მეშვეობით იპოვეს.

მზიურის პარკთან ბიზნესმენის დაჭრ...

მზიურის პარკთან ბიზნესმენ ტატო გურგენიძის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. შემთხვევა მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ, 25 ივლისს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. გურგენიძე, რომელიც სამშენებლო კომპანიის ერთ-ერთი მეწილეა, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ბიზნესმენი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონოდ ტარების მუხლებით დაიწყო.

სუს-მა ტერორისტულ დანაშაულზე მიმ...

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური ოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში ოთხ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მ...

ხონის მუნიციპალიტეტში მკვლელობა ...

ხონის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სოფელ ჯიხაიშში მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღით გუშინ, 24 ივლისს დაჭრა, რის შედეგადაც შუახნის კაცი გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდა...

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, 2023 წლის 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტურ უწყებას ბრალდებულის ექსტრადიციის შუამდგომლობით 2023 წლის 14 ივნისს მიმართა და შესაბამისი მასალები მიაწოდა. პროკურატურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად, ვესტმინსტერის მაგისტრატი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე დანაშაულის ჩამდენი პირი 2023 წლის 16 ივლისს დააკავეს დ...

საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დ...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა, რაზეც დაკავებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქე. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო - საავტომობილო“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 935 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომლის საერთო ...

შსს-ს თანამშრომლისა და მისი ოჯახ...

კასპის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ლაშა ტუხაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე ბრალდებულ 3 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. დაცვის მხარე სამივე პირის გირაოს სანაცვლოდ, ან აღკვეთის გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატ ნოდარ ცინცაძის თქმით, დაზარალებული და მისი მამა, რომლებსაც დაკავებისას წვდომა ჰქონდათ ბრალდებულებზე, მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. "პოლიციელის მამამ უშვერი სიტყვებით შეურაცხყო ერთ-ერთი ბრალდებული, რამაც გამოიწვია ფიზიკური დაპირის...

თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქ...

8 ივლისს, თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი, სავარაუდოდ, რამდენიმე პირმა გააუპატიურა. აღნიშნულ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" ავრცელებს. "საფარის" ცნობით, ქალის მეგობარმა პოლიცია ადგილზევე გამოიძახა, თუმცა ამის მიუხედავად, გამოძიება რამდენიმე დღის დაგვიანებით დაიწყო. "მიმდინარე წლს 8 ივლისს, თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი გააუპატიურეს.  სავარაუდოდ, მოძალადე არ ყოფილა მხოლოდ ერთი კაცი. შემთხვევის დროს და მომდევნო 12 საათის განმავლობაში ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოძალადეებმა მას წინასწარი განზრახვით, მცირე ოდენობის სასმელთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება მიაღებინეს. ქალის მეგობარმა, რომელიც, ამავდროულად ...

პენიტენციური - სააკაშვილისგან აღ...

სპეციალური პენიტენციური სამსახური მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებასა და ვიდეოკადრებს ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს", კერძოდ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა. "2022 წლის 29 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან რომლითაც სახელმწიფო პატიმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არ ითვალისწინებდა მკურნალი ექიმების რეკომენდაციებს, შესთა...