შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოების შედეგად, თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და თერჯოლაში 5 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1982 წელს დაბადებული ი.მ., 1975 წელს დაბადებული გ.გ. (მეტსახელად „გადაბმული“), 1978 წელს დაბადებული კ.ჟ., 1984 წელს დაბადებული შ.კ. და 1966 წელს დაბადებული გ.ს. უწყების ცნობით, დანაშაულები 7-დან 10-მდე წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ...
პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს, პარლამენტმა მეორე მოსმენით, 82 ხმით დაუჭირა მხარი. ამავე პროექტის ერთ-ერთი ავტორის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება თითოეული პარლამენტარის პასუხისმგებლობაა. მისივე თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ პროექტი, რომელიც საქართველოს კანონდებლობაში აზარტულ და მომგებიან თამაშებზე ცენზის დადებას გულისხმობს, ამავე პრობლემასთან ბრძოლაში ერთ-ერთი გარდამტეხი საშუალება იქნება. „კანონპროექტის მიზანია, რომ მაქსიმალურად შეეზღუდოს წვდომა იმ რისკ ჯგუფებს და იმ სეგმენტს, რო...
გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა რანდემიმე წუთის წინ, ერთხმად მიიღეს. მათი გადაწყვეტილებით, მერაბ კობიაშვილი აუცილებელი მოგერიების მიზნით თავს იცავდა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ძალადობისთვის აქვს წარდგენილი.
საქალაქო სასამართლოში, 5 ივლისის საქმის განხილვის შემდეგ, „მთავარი არხი“-ს ჟურნალისტმა, დეა მამისეიშვილმა მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ უნდა დაინახოს 5 ივლისის ისტორია, რომელიც რადიკალი ჰომოფობების მიერ დაიწერა. მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს ჩამოყალიბებული პოზიცია და სტრატეგია, ფაქტობრივად არ გააჩნია. „წარმოვადგენ თუ არა ლგბტ თემს, რა იდეოლოგია აქვს „მთავარ არხს“, როგორია ჩემი პოლიტიკური შეხედულებები და მსოფლმხედველობა - ამ კითხვების ავტორები იყვნენ ადვოკატები, რომლებიც იცავენ რადიკალებს. ალბათ, გაკვირვებული უნდა ვიყო, თუმცა არ ვარ იმიტომ, რომ დღეს, ჩემი სამსხდომიანი გამოკითხვა დასრუ...
1-15 დეკემბრის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 8 822 კოლოფი და 25,480 კილოგრამი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 114 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იუწყება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი. 77 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარ...
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მომხდარი 5 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მომხდარი 5 პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 7 დეკემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მეუღლეს მცირეწლო...
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეი სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძისს მიმართ გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართუ ლბრიფინგზეზ პროკურორმა ლეან ვეფხვაძემ განაცხადა. "საქართველოს პროკურატურამ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ&...
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ლევან ვეხვაძი განხადებით, ექს-პრეზიდენტ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეაში ყოფილი ქართველი მაღალჩინოსანი ეხმარებოდა. პროკურორის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ "ფაქტი ერთია, ადამიანი, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ შემოსულა ოფიციალურად სახელმწიფო საზღვარზე და ის იმყოფება საქართველში. რაც შეეხება მეორე საკითხს, რამდენად გამოკვლეულია, მტკიცებულებებით რამდენად დგინდება საიდან წამოვიდა და რა მიმართულებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დეტალურადაა დადგენილი მათ შორის უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე ვინ ეხმარებო...
დღეს, საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესი 12:00 საათზე არის ჩანიშნული. ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დიდი ალბათობით სისუსტის გამო პროცესს ვერ დაესწრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმზე ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული.
ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის თაობაზე გამართულ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და ტელეკომპანია კვლავ ქიბარ ხალვაშს დარჩა. „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაკეთილსინდისიერია. „დღეს, სასამართლომ ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, რომ როცა ნორმალური სასამართლო იქნება, ახლადაღმოჩენილი გარემოების გამო, დავიბრუნოთ „რუსთავი 2“ და შევიდეთ კვლავ ამ საქმის განხილვაში. როგორ? მან თქვა, რომ ქიბარ ხალვაშსა და აქიმიძე/დვალს შორის, უშუალოდ ამ ორ ადამიანს შორის გაფორმებული კონტრაქტით, ქიბარ ხალვაში კეთილსინდისიერი შემძენი იყო. ახლა გაიხსენეთ, რ...
ბერლინის სასამართლო ჩეჩენი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს. ფედერალურმა პროკურორმა ნიკოლაუს ფორშნერმა ბერლინის სააპელაციო სასამართლოს წინაშე წარდგენისას განაცხადა, რომ რუსმა ბრალდებულმა, ვადიმ კრასიკოვმა 2019 წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქეს ესროლა. ბრალდება მოითხოვს, ვადიმ კრასიკოვი დამნაშავედ ცნონ მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ ტარებაში. ცნობისთის, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. გერმანიის პროკურატურამ მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში რუსეთი დაადანაშაულა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი", ,,ბათუმის აეროპორტი" და ,,სადახლო-საავტომობილო", კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა. აღნიშნულის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციას შემოსავლების სამსახური იუწყება. უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს, სომხეთის, თურქეთისა და თურქმენეთის მოქალაქეების, როგორც ფიზიკურად, ისევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და ძვირფასი ქვები გამოვლინდა. განსაკუთრებით, აღსანიშნავია ბათუმის აეროპორტში მომხდარი ფაქტი, სადაც თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შეეცადა 47 377 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები მალულად შემ...
ქობულეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 30 წლამდე მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. მსხვერპლი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მინდინარეობს.
ქუთაისის მერიის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება იყო. სამოქალაქო აქტივისტმა ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე დასწრების მიზნით შენობაში შესვლა სცადა, რის შემდეგაც აქტივისტი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იგი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ცნობისთვის, ქუთაისის საკრებულო სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი ცესკოს დამკვირვებლების ფორმაში არინ გამოწყობილი.
ბატონო არჩილ, მე მინდა თქვენ გკითხოთ, ამ განცხადებისთვის, რომ გეთქვათ, „ბრალდებულო სააკაშვილო“, თქვენ რამდენ პრემიას ელოდებით? . - ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა საქმის პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილს. ამასთან ბექა ბასილაია პროკუროს ეკითხება უღირს თუ არა ის პრემია, რასაც ის ამ განცხადებისთვის მიიღებს. „ბატონო არჩილ, მე მინდა თქვენ გკითხოთ, ამ განცხადებისთვის, რომ გეთქვათ, „ბრალდებულო სააკაშვილო“, თქვენ რამდენ პრემიას ელოდებით? თქვენ ამისთვის ხართ ამ პროცესზე, რომ გეთქვათ „ბრალდებულო სააკაშვილო“, მე მინდა თქვენ გკითხოთ, განა გიღირთ ის პრემია, რომელსაც ელოდებით ამ განცხადებისთვის? როდესაც პოლიტიკური სიო სხვაგან უბერავს, თქვენი სამა...
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ე.წ პიჯაკების პროცესზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა, საქმის პროკურორის გიორგი მუჯირის აცილება მოითხოვეს. შუამდგომლობის არგუმენტად, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა პროკურორის მედიაში გავრცელებული ინტერვიუ დაასახელეს, რომელშიც გიორგი მუჯირი საქმის დეტალებზე და გარემოებებზე საუბრობდა. ადვოკატების განცხადებით, გიორგი მუჯირის განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო. "თქვენ ამ საქმეში ხარჯები დიფერენცირებული არ გაქვთ. თქვენ ამ საქმეში თაიგულებზე ასამართლებთ პრეზიდენტს და თუ გაქვთ სამართლებრივი კომპეტენცია, მაშინ კეთილი გენებათ და გეთქვათ, ბოტოქსებზე აქვს ბრალდება წარდგენილი და არა პიჯაკებზე, არა თაიგულებზე...მარა ესე არ გ...
გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს უგულავა 29 ნოემბერს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავეს. პოლიციამ იგი მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა. ცნობისთვის, გიგი უგულავა საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად გამართულ აქციაზე დააკავეს. სასამართლოსთან აქციის მონაწილეებმა უგუავასთან ერთად გზა გადაკეტეს. ოპოზიციონერ ლიდერს პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
თელავის რაიონულმა სასამართლომ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური გაათავისუფლა. სასამართლომ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე დღეს იმსჯელა და ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საპატიმროს, ასევე გირაოს სანაცვლოდ, დატოვებს 16 აგვისტოს, საქმის კიდევ ერთი ბრალდებული, ჯაბა ჯანგირაშვილი. ცნობისთვის, 16 აგვისტოს, სოფელ წინანდლის ტყეში ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო. ზურაბ ზვიადაურს საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავებოდა, ხოლის ჯაბა ჯანგი...
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. საელჩო წუხს, რომ მოსამართლეების დანიშვნა მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე. მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა ნაჩქარევად წარმართა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გასული წლის განმავლობაში, არანაირი ქმედება არ განხორციელებულა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს თან...
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზე გაიმართება. ადვოკატების და თავად ბრალდებულის მოთხოვნის მიუხედავად, რომ სხდომა სასამართლოში ჩატარდეს, პროცესის ადგილი ამ დრომდე უცნობია. უფლებადამცველების განმარტებით, სასამართლომ დაწესებულებიდან პატიმრის გადაყვანა გუშინ მოითხოვა, თუმცა ამ დრომდე უცნობია პენიტენციური დაწესებულების პოზიცია. პენიტენციური სამსახურის თანხმობის შემთხვევაში, რამდენიმეწლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დასწრებას პირველად შეძლებს. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრი...