ადვოკატებმა სააკაშვილის საქმეზე ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ. ექსპრეზიდენტის უფლებამდამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ მეორე ინსტანციის სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.  ხაჭაპურიძის განცხადებით, დაცვის მხარე სააპელაციოს ახალ მტკიცებულებებს წარუდგენს. "დღეს ვასაჩივრებთ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ვინაიდან გადაწყვეტილება გახლავთ უკანონო, დაუსაბუთებელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოში იქნება წარდგენილი ვიდეოდისკები, რომლებიც გამოქვეყნდა და გვაქვს უკვე ხელთ. ასევე იქნება წარდგენილი ახალი ფორმა-100, რომლის მიხედვითაც, თავად "ვივამედი&qu...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სას...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ აკაკი ოჩიგავა იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი პენიტენციურ დაწესებულებაში, რაც სახელმწიფომ ეფექტიანად არ გამოიძია.  სასამართლომ მომჩივნის სასარგებლოდ საქართველოს 20 000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა.  "მომჩივნის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია European Human Rights Advocacy Centre-თან ერთად იცავდა. მომჩივანი აკაკი ოჩიგავა, 2011 წლიდან 2014 წლამდე სასჯელს იხ...

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალები...

საქართველოს პროკურატურამ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე „გრინსერვისი +“-ის დირექტორს, ამავე კომპანიის თანამშრომელს, „მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ექსპერტს ბრალდება დაუმძიმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და „გრინსერვისი +“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე. პროკურატურის ცნ...

დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზად...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს 3 პირი, რომელთაგანაც ერთი დაკავებულია.  უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ 100 ლარიანი ნომინალის ყალბ კუპიურებს, რომელსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში. "საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა 11 800 ლარის ოდენობის 118-ცალი ყალბი 100...

ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ს...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხოეთის მოქალაქე „მ. მ.“ დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული „მ.მ“, რომელიც იყო უძრავი ქონების რეალიზაციით დაკავებული ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, საქართველოში ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორს შეუთანხმდა, რომ გაუწევდა მას მომსახურებას კონკრეტული მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის ნებართვების მოპოვებაში და შესაბამისი თანხმლები დოკუმენტების მომზადებაში, რის შემდეგაც, დიდი ო...

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების და...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებული, რომელსაც ქ. თბილისში გააჩნდა ბეჭდვითი და სარეკლამო მომსახურების ოფისი, დაინტერესებულ პირებზე, შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ, ამზადებდა და ასაღებდა ფულადი გზავნილების შესახებ ყალბ ამონაწერებს. "ბრალდებული დაკავებულ იქნა ერთ-ერთ მოქალაქეზე ყალბი საბანკო ამონაწერის გასაღების ფაქტზე. საგამოძიებო მოქმედებების პროცესში აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით დამზადებული ყალბი დოკუმენტები, მათ შორის ყალბი დიპლომი, სერტიფიკატები, უცხო ქვეყნის მართვის ყალბი მოწმობები და პარკირების საშვები. ასევე, ამოღებუ...

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბ...

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბადრი ესებუას ახალ ბრალდებაზე აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა. მოსამართლის თქმით, ბადრი ესებუა უკვე იმყოფება ბათუმის ციხეში და ის იქამდე იქნება იქ, სანამ აღკვეთის ღონისძიება არ დასრულდება, ციხიდან კი იმ საფრთხის რეალიზება ვეღარ მოხდება, რაზეც პროკურორებმა ისაუბრეს, აქედან გამომდინარე,  ხელმეორედ პატიმრობის შეფარდების საფუძველი უკვე პატიმრობა შეფარდებული ბრალდებულის მიმართ აღარ არსებობს. "იმ ვითარებაში, როდესაც ბრალდებული უკვე პატიმარი არის და სწორედ მის მიმართ შეფარდებული პატიმრობა გახდა, მისი დაკავების საფუძველი, ის დღესაც საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება, შესაბამისად იმ ადგილიდან, სადაც ბრალდებული დღეს...

ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი...

ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი 20 თებერვალს გაიმართება. ბადრი ესებუას ადვოკატმა, სოსო ჯანაშიამ განაცხადა, რომ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას საქართველოს ბანკში მომხდარ ფაქტთან არაფერი აკავშირებს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გ...

ბადრი ესებუას ადვოკატი - ის დანა...

[ბადრი ესებუა] ის დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას საქართველოს ბანკში მომხდარ ფაქტთან არაფერი აკავშირებს, - ამის შესახებ ბადრი ესებუას ადვოკატმა, სოსო ჯანაშიამ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მონახულების შემდგომ განაცხადა. მისივე თქმით, როგორც მას ბადრი ესებუამ მოახსენა, როდესაც მასობრივ საშუალებებში მისი სახელი და გვარი გაჟღერდა, შეექმნა წარმოდგენა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, სწორედ ეს განცდა გახდა იმის მიზეზი, რომ ის პოლიციას ემალებოდა. "ის დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას საქართველოს ბანკში მომხდარ ფაქტთან არაფერი აკავშირებს. მისი განმარტებით, მას დანაშაული არ ჩაუდენია და იმ დღეს ის საქართველოს ბანკში არ იმყოფებოდა. მისი განმარტება ესეთია, რო...

შს სამინისტრო ბადრი ესებუას დაკა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუა დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალი...

პოლიციამ ბადრი ესებუა დააკავა

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა დააკავეს. მათი ცნობით, ესებუა ზუგდიდში, გამთენიისას აიყვანეს, სავარაუდოდ, მაშინ, როცა აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.  სპეცოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა, თუმცა სართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად 10-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა, თუმცა თანხის გადაცემის შემდ...

ხაჭაპურიძე - მაინც გავიყვან და გ...

მაინც გავიყვან და გადავარჩენ სააკაშვილს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში წერს. ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებით, მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არ აქვს. "სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დაინახა მსოფლიომ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არ აქვს! მაინც გავიყვან და გადავარჩენ სააკაშვილს, მთლად თავდაყირა რომ დადგეს  ქართული კვაზი ,,მართლმსაჯულება"! კარგი იყო ეს ქართველი მოსამართლის ხელით მომხდარიყო", - წერს ხაჭაპურიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, გუშინ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გ...

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის ...

მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ დასკვნით სხდომაზე გამოაცხადა. მანამდე საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სხდომა დასკვნითი სიტყვებით განახლდა. გადაწყვეტილება კი მოსამართლე არევაძემ სწორედ ადვოკატებისა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართ...

გიული ალასანია - ძალიან გაწელილი...

ძალიან მინდა მათ იგრძნონ თავისი პასუხისმგებლობა ისტორიის წინაშე, რადგან დღეს აქ იწერება ჩვენი ისტორია, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სასამართლო პროცესის შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, გაჭიანურებული იყო დიაგნოსტიკის პროცესი, აქედან გამომდინარე დადგა დღე, როდესაც მიღებული უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება. "ვინც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ძალიან მინდა მათ იგრძნონ თავისი პასუხისმგებლობა ისტორიის წინაშე, რადგან დღეს აქ იწერება ჩვენი ისტორია... ძალიან გაწელილი იყო დიაგნოსტიკა ეს პროცესი თავისთავად ბოლოს და ბოლოს დადგა ეს დღე, როდესაც მიღებული უნდა იყოს გადაწყვეტილება, ყველაფერი შესაძლებელია", - განაცხადა ალასანიამ. შე...

ალასანია - უარყოფითი გადაწყვეტილ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, დაცვის მხარე სტრასბურგს მიმართავს. როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს უთხრა, მოსამართლე გიორგი არევაძეს არჩევანის გაკეთება სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის მოუწევს. "ძალიან სუსტად არის, რა თქმა უნდა, ეს ბოლო დღეები. რაც შეეხება მოლოდინებს - არ ვიცით არაფერი. მე იმედი მაქვს, რომ იქნება დადებითი [გადაწყვეტილება]. თუ იქნება, ღმერთმა ნუ ქნას, უარყოფითი, ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინის ინტერესებში იქნება ეს ყველაფერი. უა...

ხაჭაპურიძე - ხვალ დასკვნით სიტყვ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის საქმეზე, მხარეები ხვალ, 6 თებერვალს დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან. ხაჭაპურიძე იმედოვნებს, რომ მოსამართლე გიორგი არევაძე "სამართლიან და კანონიერ" გადაწყვეტილებას მიიღებს. "ხვალ ვიტყვით დასკვნით სიტყვებს და ამის შემდეგ მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას. იმედია, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულია ადამიანის სიცოცხლე, საქართველოს მომავალი. რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილ პოზიციას, გარდა გაყალბებული სამხარაულის დასკვნისა და საეჭვო ფსიქიკუ...

მოსამართლე გიორგი არევაძემ ცენტრ...

მოსამართლე გიორგი არევაძემ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი სასამართლო დარბაზიდან გააძევა. გიორგი არევაძის განმარტებით, მარიამ ჯიშკარიანი მოწმეს, რომელიც იმ წუთებში დარბაზში იკითხებოდა, SMS-შეტყობინებებით პასუხების სახით კარნახობდა თუ რა ეპასუხა მხარეების მიერ დასმულ შეკითხვებზე. "ქალბატონო მარიამ გაძევებული ხართ სხდომის დარბაზიდან, წესრიგის დარღვევის გამო და კიდევ იმის გამო, რომ თქვენ უკვე დაკითხული შემოხვედით და სხვა ექსპერტს კარნახობთ თუ რა უპასუხოს მხარეების შეკითხვებს, ეს კიდევ უფრო ცუდი საქციელია ვიდრე წესრიგის დარღვევა", - განაცხადა გიორგი არევაძემ.

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ...

თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავს. სასამართლო პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრება. ექსპრეზიდენტმა მოსამართლე გიორგი არევაძეს მიმართა და განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. "მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა... ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და ერთადერთი, რასაც ვითხოვ, ეს არის მომეცეს საშუალება ადეკვატური მკურნალობის. თუ საჭიროა სიცოცხლესაც მივცემ", - თქვა სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დ...

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. კერძოდ: 4 ავტომატი, 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 7 მჭიდი და 360 საბრძოლო ვაზნა. ასევე, აირხმოვანი პისტოლეტი, 2 "გეკოს" ტიპის შაშხანა და სანადირო თოფი.. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის...

კატონა სააკაშვილზე - ფსიქოლოგიურ...

მიხეილ სააკაშვილს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და კოგნიტიური დარღვევები, რისი შედეგიც არის დემენცია, - ამის შესახებ ბრიტანელმა ექსპერტმა, კორნელიუს კატონამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მოწმის სახით იკითხება.  ბრიტანელი ექსპერტის თქმით, სააკაშვილი იღებდა მრავლობით მედიკამენტებს, რასაც შეიძლებოდა ტოქსიკური ეფექტი ჰქონოდა. "გამიჭირდება გითხრათ, როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა, ის გავსინჯე 2022 წლის ნოემბერში. მას აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და კოგნიტიური დარღვევები, რისი შედეგიც არის დემენცია. სამი საათი გავატარე სააკაშვილთან, შევისწავლე სრულ ფსიქიკური დაავადება, ანამნეზი. დიაგნოსტირების პროცესში გამოვიყენე ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ შემოთავაზებული...