საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტებთან დაკავშირებით, საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე და აღნიშნული საქმე პროკურატურის კომპეტენციას არ წარმოადგენს. როგორც შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კონსტიტუციის დარღვევა საკონსტიტუციო სასამართლოს შესაფასებელია. "კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი არის საკონსტიტუციო სასამართლოს შესაფასებელი და მიეკუთვნება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას",- თქვა გენერალურმა პროკურორმა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით არსებობს თუ არა რამე საქმე, რომელიც ძიებაშია; რა ეტაპზეა 2019 წელს შეწყალების საქმესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება და შესაძ...
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან დღემდე, დანაშაულში 139 პირი ამხილა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით,139 პირიდან 62 სამართალდამცავია, 65 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იქნა მხილებული, 12 კი, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში. "სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით, 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა. სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ადამიანის უფლებებისა და თავ...
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ნაცნობი ქალბატონის მიმართ განხორციელებული ადევნების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის უფროსი ინსპექტორი იქნა მხილებული. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავი 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში, რუსთავში, არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ნაცნობ ქალბატონთან, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხვდებოდა მას, ასევე, შეხვედრის მოთხოვნით უკავშირდებოდა ტელეფონისა და სოციალური ქსელების საშუალებით, ემუქრებოდა მათი მიმოწერის შესახებ ინფორმაციის გა...
ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლული 14 წლის გოგოს დედასა და ბიძას რუსთავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას ბრალდება დღეს წარუდგინა. გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, ს...
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის, დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორი იქნა მხილებული. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 1-ელ აგვისტოს, №10 პენიტენციურ დაწესებულებაში, ინსპექტორ-კონტროლიორმა, რომელსაც პატიმარ გ.გ.-ს სათანადო მეთვალყურეობა ევალებოდა, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და არ გადაამოწმა საკნის სააბაზანო ოთახში მყოფი მსჯავრდებული. "პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად,...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ა.შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ბრალდებულმა თბილისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე სარდაფში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეგობარს - 1981 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა. "პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თბილისში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებადაა ამ...
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს. სასამართლომ დასკვნა 2 კვირის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს. წარდგინების ავტორების მხრიდან სხდომაზე მომხსენებლები იყვნენ ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. პრეზიდენტის ინტერესებს სასამართლოზე იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და მაია კოპალეიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა. მიხეილ კალანდიას პრეზიდენტისთვის მიწერილ წერილს მსჯავრდებულის ძმა ლუკა კალანდია სოციალურ ქსელში აქვეყნებს. "ქალბატონო სალომე, მოგმართავთ მიხეილ კალანდია, 23 წლის მსჯავრდებული, რომელიც უკვე 4 წელზე მეტია, სასჯელს ვიხდი დანაშაულზე, რომელიც არ ჩამიდენია. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კერძო, ელექტორატზე გათვლილი საზოგადოებრივი ხმაურისა და ხელისუფლების გაუგონარი უსუსურობის გამო, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მომხდარი დანაშაულის გამო, ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეზე, „მიუკერძოებელმა“ ქართულმა სასამ...
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ხვალ, 5 ოქტომბერს 11:00 საათზე გააგრძელებს. ხვალ იქნება ურთიერთშეკითხვების ეტაპი და მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა ორი დღეა გრძელდება, საქმეს პლენუმი განიხილავს. სასამართლო პროცესს პრეზიდენტი არ ესწრება. მისი წარმომადგენლები კი თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი არიან.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში მკვლელობა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას knews.ge ავრცელებს. გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილმა პოლიციელმა 47 წლის თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. შემთხვევის დროს ასევე დაშავდა ერთი ადამიანი. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ზეპირი მოსმენით ხვალ, 4 ოქტომბერს, 11:00 საათზე გააგრძელებს. დღევანდელი პროცესი, რომელიც 12:00 საათზე დაიწყო, ცოტა ხნის წინ დასრულდა, მხარეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს საკუთარი პოზიციები გააცნეს. "ქართულ ოცნებას" 4 დეპუტატი - ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი წარმოადგენდა, ხოლო პრეზიდენტს იურისტი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი. დღევანდელ სხდომაზე დასასწრებად ბათუმში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ჩასულა
პოლიციამ გაუპატიურების,ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა, - ამის შესახებ აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ლ.მ. გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს, ნაცნობ გოგონებთან, მათი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი, ასევე, მათ არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიებით ასევ...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციი თავმჯდომარე იგორ ნარმანია საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო. "მილიონები რომ წეროთ ჯარიმებად, დადექით და ითვალეთ... ბრძოლა გრძელდება", - წერს იგორ ნარმანია სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე იგორ ნარმანია 11 სექტემბერს მთავრობის კანცელარიასთან დააკავეს. თანამოაზრეებთან ერთად მაშინ ის აქცია-პერფორმანს მართავდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერთან დაკავშირებით და ის პრემიერის გადადგომას ითხოვდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანერებსა და მაისურზე წარწერა „ირაყლის“ გამო დაკავებული უფლებადამცველებისა და აქტივისტების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საბა ბრაჭველის, ედუარდ მარიკაშვილის, ნიკა რომანაძის და გრიგოლ ფრანგიშვილის მიმართ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე, პოლიციელის დაუმორჩილებლობის მუხლით საქმისწარმოება შეწყდა. ისინი სამართალდამრღვევებად ცნეს წვრილმანი ხულიგნობის ნაწილით და 500-500 ლარით დააჯარიმეს. რაც შეეხება აქტივისტ ნოდარ სიხარულიძეს, ის სამართალდამრღვევად ცნეს წარდგენილ ორივე ბრალდებაში და 2000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა დღეს, 27 სექტემებრს გამოაცხადა. ცნობისთვის, 2 ივნისს პარლა...
ბოლნისში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ყოფილი ცოლის მკვლელობასა და შვილის დაჭრაშია ეჭვმიტანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიება მიმდინარეობს ასევე 11 პრიმა 118-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მომდევნო სასამართლო პროცესი 23 ოქტომბერს 12:00 საათისთვის ჩაინიშნა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დარბაზი ცოტა ხნის წინ დატოვეს და მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს. ცნობისთვის, 22 სექტემბერს, თბილისში, გლდანში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა განხორციელდა. ეძგვერაძე თავდასხმას საკრებულოში გლდანის მაჟორიტარ დეპუტატს, "ქართული ოცნების" წევრ კონსტანტინე ზარნაძეს უკავშირებს და აცხადებს, რომ შემთხვევა გუში...
საქართველოს პროკურატურამ "ერთიანი ნაცილნალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, გლდანის I მიკრორაიონში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულები, ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხნენ ოთხ პირს და მათ მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს. "სამართალდამცველებმა ბრალდებულები 23 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ&quo...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისის პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გლდანში მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული ე.ჩ., 1996 წელს დაბადებული ტ.ხ.,1988 წელს დაბადებული გ.ქ., 1989 წელს დაბადებული ლ.ა., 1997 მ.ს. და 1994 წელს დაბადებული ბ.ა. "დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რო...
ენმ-ის წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. რაც შეეხება ირაკლი ეძგვერაძეზე მომხდარ თავდასხმას, შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გლდანში მომხდარი დაპირისპირების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ადგილზე. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირ...
გლდანში ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მივიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის სიტუაცია დაძაბულია. ცნობისთვის, ირაკლი ეძგვერაძის თქმით, მას და მის მეგობრებს მოულოდნელად 20 ადამიანი დაესხათ თავს, ყველაფერი დალეწეს და მეგობრებს სასტიკად სცემეს.