სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (II), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა, რუსეთის ფედერაცია გაამტყუნა და შესაბამისი კონპენსაციები დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროპული კონვენციის 58-ე მუხლის (დენონსაცია) იურისდიქციას ექვემდებარება აღსრულებულიყო გამსაჩივრებელი ქვეყნის, ანუ საქართველოს მოთხოვნა 41-ე მუხლზე, ანუ სამართლიან დაკმაყოფილებაზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ ევროპის საბჭო დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლი (სამართლიანი დაკმაყოფილება) მისაღებია მოცემულ საქმეში ოკუპირებულ ცხინვალის ქართულ სოფლებსა და "ბუფერულ ზონაში" ...
საქართველოს პროკურატურამ, სოციალური ქსელებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ჩადენილი თაღლითური სქემა გამოავლინა და სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელითა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გაეცნო გამოგონილი სახელებით, შევიდა მათთან ნდობაში და თითქოსდა აშშ-ში გამგზავრების, ასევე ესტონეთისა და ლიეტუვას რესპუბლიკების სამუშაო ვიზების მიღებაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, დიდი ოდენობით ფულადი თანხები მოსთხოვა. "პარალელურ რეჟიმში ბრალდებულმა მოიძია საქართ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ზ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აპრილს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თბილისში, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ჯ.ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელი - 1980 წელს დაბადებულ ნ.ნ. სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა. ჩადენილი დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯ.ქ. ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თ...
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ერთხმად დასაშვებად ცნო. გადაწყვეტილება საბოლოოა და შემდგომ ეტაპზე მას გადაწყვეტილება მოჰყვება. საქმე ეხება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებთან ადამიანთა უფლებების სიტუაციის გაუარესებას, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ დანაშაულების ჩადენას. სარჩელი საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 22 აგვისტოს წარადგინა. ეს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორისი მეოთხე განაცხადია. „სასამართლომ დაადგინა, რომ მას ჰქონდა იურისდიქცია საქმის განხილვაზე, რადგან ფაქტებს...
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულთა საჩივრები და უცვლელად, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო და მცხეთის რაიონული სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენები. აღნიშნილის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილს და მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. ...
ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2022 წლის 9 ოქტომბერს, ქ. თელავში, ბრალდებულს ყოფილ მეუღლესთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდა, რა დროსაც მან შურისძიების მოტივით, დაზარალებულს საცხოვრებელი სახლის სააბაზანო ოთახში, დანის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ, 2022 წლის 6 ოქტომბერს, ბრალდებულის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რომლი...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის მარტი-აპრილის პერიოდში, სხვადასხვა პირზე, საქონლის შეძენისას გასაღებულ იქნა ჯამში 2 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა. "გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოხდა დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება და დაკავება. გამოძიების პროცესში ერთ-ერთი ბრალდებულისაგან დამატებით ამოღებულ იქნა 1 800 ევროს ოდენ...
საქართველოს პროკურატურა საქართველოში, ე.წ. ქოლ-ცენტრებს საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებები, მხარეთა შეთანხმებით ერთდროულად ჩატარდა რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში, რუმინეთში, ისრაელში და საქართველოში, რის შედეგადაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავებულია, შესაძლო დანაშაულში მონაწილე 5 პირი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით. "გვსურს გამოვეხმაუროთ ევროჯასტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ს...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამი პირი: 2003 წელს დაბადებული ა.ბ., ამავე წელს დაბადებული გ.ო და 2002 წელს დაბადებული ე.კ. პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.ბ.- მ მიმდინარე წლის 12 აპრილს, მარნეული - სადახლოს საავტომობილო მონაკვეთზე, ავტომობილით გადაადგილებისას ავარიული სიტუაცია შექმნა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მას ავტომობილის გ...
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა. აღნიშნულ ინფორმაციას ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია და სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე პოლონეთიდან ავრცელებენ. "დროებითი გადავადება, არის ასეთი სურვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომ მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ აღიდგინოს ჯანმრთელობა. თუკი, დარჩა მას ეს შანსი. მისი ჯანმრთელობა არ არის ამოუწურავი. მე ვცდილობ, რომ როგორმე გადავარჩინო ჩემი შვილის სიცოცხლე", - აცხადებს გიული ალასანია. გიორგი ჩალაძის თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან ერთად, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ღონისძიებები გაგრძელდება. "პრეზიდენტ ს...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აპრილს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა მამას დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „კ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის გა...
მე ვერ მივიღებ ვერცერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ქადაგიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, უნდა შემუშვდეს ნორმატიული ჩარჩო, რომელიც სასამართლოში რამე ფორმით ჩარევას გამორიცხავს. "ძალიან სამწუხაროა, რომ მაღალმა პოლიტიკურმა ვნებებმა გადმოინაცვლოს სასამართლოში. არცერთხელ, არცერთ ეტაპზე ისეთი რეალური, ნამდვილი, ხელშესახები მიღწევა არ ყოფილა, როგორიც იყო...
ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ არის მიმართული, - ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შენგელია, აშშ-ის მიერ მისი დასანქცირებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს. როგორც მოსამართლე შენგელია აღნიშნავს, ის არ აპირებს შეეგუოს "კორუმპირებულის იარლიყს" და უახლოეს მომავალში სარჩელს აშშ-ს სასამართლოს წარუდგენს. "მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართ...
ზუგდიდის რაიონულ სასამართლომ ბადრი ესებუა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ გამოაცხადა. "დამნაშავედ რამდენად ვცნობ თავს, არ ვიცი, მაგრამ იარაღი ჩემი იყო და დანაშაული არ ჩამიდენია, მე ასე ვფიქრობ“,- განაცხადა ბადრი ესებუამ. ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად 10-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების...
თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. სასამართლომ სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალადწარდგენილ ხუთივე მუხლში დამნაშავედ ცნო. ცნობისთვის, სოსო გოგაშვილს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის, წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავა, ხოლო ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. უწყების ცნობით, 1989 წელს დაბადებული ზ.ბ. (მეტსახელად „ზაკუნა“) დაკავებულია „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, ხოლო 1981 წელს დაბადებული ლ.ბ. (მეტსახელად „ჩაქუჩიჩი“) და 1995 წელს დაბადებული დ.გ. სამართალდამცველებმა "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააკავეს. "რაც შეეხება 1979 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ დ.თ.-ს (მეტსახელად „ტაისონა“), მას „კანონიერი ქუ...
სპეციალური პენიტენციური სამსახური, მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლია ბითაძის განცხადებას, გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ციხეში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდა გადაპარსეს. უწყების განცხადების თანახმად, ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისი დაწესებულებაში მიღებისას გაეცნო მის უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის საპარიკმახერო მომსახურებით სარგებლობის უფლებას, მან კი პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლით ისარგებლა, რაც სწორედ საპარიკმახერო მომსახურებას გულისხმობს. პენიტენციური სამსახური ასევე გამოეხმაურა ბრალდებას, რომლის მიხედვითაც დაკავებულ ბრალდებულთან არ შეუშვეს ადვოკატი, როგორც უწყება განმარტავს, ბრალდებულის დაწესებულებაში მოთავს...
მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი, მისმა ადვოკატმა ლია ბითაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ციხეში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდა გადაპარსეს. "პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც თვითონ ამბობს, ნორმალურ პირობებშია, უბრალოდ, ერთადერთი შენიშვნა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მე არ მინდოდა თმის გადაპარსვა და გადამპარსეს თმაო", - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ლაზარე გრიგ...
ვესაუბრეთ ლაზარეს. მოგვიყვა ყველაფერი. ცალსახად დაირღვა მისი უფლებები, - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ლია ბითაძემ პენიტენციურის დატოვების შემდგომ განაცხადა. როგორც ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები ადვოკატის ნაწილში დაირღვა, კერძოდ, ლაზარეს არ მისცეს საშუალება, რომ ადვოკატთან დაერეკა, შემდგომ კი დაემუქრნენ, რომ, იმ შემთხვევაში თუ ის ხელს არ მოაწერდა აღიარებით ჩვენებას, მის მეგობარს, გიორგი ჯარიაშვილს დააკავებდნენ. "ვესაუბრეთ ლაზარეს. მოგვიყვა ყველაფერი. ცალსახად დაირღვა მისი უფლებები. დაირღვა უფლებები ადვოკატის ნაწილში - იგი ითხოვდა ადვოკატს და არ მოუყვანეს. იყო ასეთი შემთხვევაც, რომ დაკავებისას მიაწოდეს მისი ტელეფონი...