ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლო სისტემის სახელის შებღალვა და მისი დისკრედიტაცია, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა. მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რატომ გადაწყვიტა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრად საკუთარი კანდიდატურის დაყენება. "ისინი არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ ჩემი პიროვნებით და ჩემი პიროვნების გამოყენებით ხდებოდა მთელი სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, აქედან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, რომ სასამართლოს მოვაშორო ეს ტვირთი. მურუსიძე, როგორც გვარი ხულიგანი, რომელიც განაზოგადეს და დღეს ყველას ჰქვია ხულიგანი, მურუსიძეც საქართველოში დაამკვიდრეს, რომ ეს არის უარყოფითი და თუ ვინმეს გააკრიტიკებდნენ, ის გამოვ...
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესს ბრალდებულებიც ესწრებოდნენ. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 დეკემბერს გაიმართება. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი 18 ოტქომბერს დააკავა. დაკავებულთა შორის "გრინსერვის+"-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე არიან. გენერალურმა პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად 19 ოქტომბერს წარუდგინა და საქმესთან დაკავშირებული ვიდეომტკიცებულებაც გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ახლადგახსნ...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი, მათ შორის „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახა მურადაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულთა სია, შესაძლოა, გაფართოვდეს. "ინტერექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე- საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 9 პირი დ...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 13 პირის მიმართ დაიწყეს, მათ შორის 2 პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გასულ წლებში, სოფელ გლდანის ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთების თითქოსდა ფლობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტებისა და ცრუმოწმეების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს საერთო ჯამში 150 126 ლარის ღირებულების 1 300 მ2 ფართობის სამი მიწის ნაკვეთი. გამოძიების პროცესში მიწის ნაკვეთები დაყადაღებულ იქნა. აღნიშნული ქმედება ისჯება ...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოზურგეთში დააკავა 1971 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელობის ედება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ოზურგეთში მეზობელს - 1967 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. პოლიციამ ვ.მ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული შ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეუღლე - 1995 წელს დაბადებული მ.ა. სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში დაჭრა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა შ.ხ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ს...
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მეუღლის ოჯახის წევრების განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის ოჯახის ხუთი წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა ს.მ.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ბრალდებული 2021 წლის 11 დეკემბერს, მეუღლის მშობლების სახლში მივიდა, სადაც დანით დაზიანებები მიაყენა მეუღლის დედ-მამას, მეუ...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული რომელიც აჭარის რეგიონში მდებარე ორ სასწავლო დაწესებულებაში ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობდა, სახელფასო უწყისების მანიპულირებით, ხელოვნურად იზრდიდა მისაღები ხელფასის ოდენობას, რა გზითაც, იგი 2019-2021 წლებში ჯამში 41 543 ლარს დაეუფლა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით...
პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობისთვის 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მეზობლად მცხოვრებ - 1991 წელს დაბადებულ ი.ა.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ რ.ბ., ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების...
ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 5000 ლარის ოდენობით შეეფარდა. საქართველოს პროკურატურა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. დაზარალებულის ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე, 14 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით არ გამოიკვეთა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი დ...
პოლიციამ მარნეულში გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2002 წელს დაბადებულ ფ. ო.- ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული რ.მ.-ც. "პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი დაადგინა. სამართალდამცველებმა ნ.ნ. და რ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს",- წერია უწყების განცხადებაში.
ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, -საქართველოს პროკურატურა ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას საქმისა და სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის დეტალებს აცნობს. პროკურატურის განცხადებით, შპს ,,თეგეტა პრემიუმ ვიიქელსსა" და შპს ,,პროესკო მედიას" შორის, გაფორმდა ავტომანქანა ,,Porche Macan S"-ის ნასყიდობის ხელშეკრულება ღირებულებით - 76 700 ევრო, რომლის საფუძველზეც ავტომანქანა ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ფორმალურ მესაკუთრედ შპს ,,პროესკო მედია" დაფიქსირდა. შპს ,,თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი" კეთილსინ...
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე წყნეთში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და აცხადებს, რომ უფროსმა დეტექტივმა ახალგაზრდა მამაკაცის შებოჭვა სცადა, რა დროსაც მას იარაღიდან გაუვარდა, რასაც ბრალდებულის გარდაცვალება მოჰყვა. საგამოძიებო სამსახურის უფროსის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე გამოიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, ინციდენტის შემსწრე თვითმხილველი მოწმეები და მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეები. „საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი და ...
საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მითვისების ფაქტზე, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარ ბუღალტერს ბრალდება წარუდგინა. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარმა ბუღალტერმა ლ.წ.-მ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით 2020 წლის 21 იანვრიდან, 2021 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით, სახაზინო ანგარიშიდან პირად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით - 143 985,13 ლარი, რაც გამოიყენა აზარტუ...
ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე ძალადობაში ბრალდებულებს 5-5 წლით პატიმრობა შეეფარდათ მესამე განაჩენი 5 ივლისს განხორციელებული ძალადობის საქმეზე – სასამართლომ გადაწყვეტილება ამჯერად იმ ეპიზოდზე გამოაცხადა, რომელში დაზარალებულად ცნობილი არიან „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია და ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. საქმეზე ბრალდებული 6 პირი იყო – დავით კუტალაძე, თორნიკე დავლაშერიძე, გია გიგუაშვილი, ცოტნე ჩიხლაძე, ოთარ გელაშვილი და აკაკი ნაკაშიძე. 6-ვე პირს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მოსამართლე ნინო ელეიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულები ყველა ბრალდებაში დამნაშავეები არიან. ბრალი გადაუკვალიფიცრდა მხოლოდ ცოტნე ჩიხლაძ...
13 ქვეყნის პარლამენტმა, მათ შორის საქართველომ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას „უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადაუდებელ აუცილებლობაზე“. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, რუსლან სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში დაწერა. „დღეს ჩვენმა მეგობრებმა - ჩეხეთმა, ესტონეთმა, პოლონეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას „უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადაუდდებელ აუცილებლობაზე“, - წერს დეპუტატი. დეპუტატის თქმით, ყველა ეს ქვეყანა უკრაინის გვერდით დგას და მხარს უჭერს ქვეყანას, აქვე, დასძინა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ითხოვენ გ...
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უკრაინაში იბრძვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს. „რა ვქნა, რა წყალში გადავარდე, რამდენ რამეზე ვიფიქრო? ადვოკატი მირეკავს 3 საათზე საქალაქო სასამართლოში უნდა მოხვიდე შენი პროცესი გრძელდებაო. არც ომს გაცლიან და არც ცხოვრებით ტკბობას ბომბების ქვეშ“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძის განცხადებით, საგამოძიებო სამსახური ასევე იძიებს ზუგდიდში ტელეკომპანია „მთავარი“ არხის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს. „ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების მიმართ პროფესიულ საქმინობაში უკანონო ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დაკავებულია. 17 მარტს აბაშიძის ბარში ჟურნალისტი და ოპერატორები რესპონდენტთან ინტერვიუზე იყვნენ, რა დროსაც ბრალდებულმა უკმაყოფილება გამოთქვა ჟურნალისტის საქმიანობასთან დაკავშირებით, მიაყენა შეურაცხყოფა და ბარის დ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნ.ნ. ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გლდანში, ნათესავ ქალს - 1940 წელს დაბადებულ დ.ნ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ბასრი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის შემდეგ ნ.ნ.-მ ბინიდან ტელევიზორი წაიღო და ლომბარდში ჩაბარებას შეეცადა, თუმცა ვერ შეძლო. იგი კვლავ შემთხვ...
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1996 წელს დაბადებული ი.ბ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ბრალდებით დააკავა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ი.ბ. თბილისში მომხდარ ნ.კ.-ს მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ გ.კ.-სთან მეგობრობდა, შესაბამისად, მან იცოდა თავისი მეგობრის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ. ასევე, დადგინდა, რომ ი.ბ.-მ საკუთარ სახლში ღამე გაათევინა გ.კ.-ს და ამავე საქმეზე მეორე ბრალდებულ ა.ჭ.-ს, ხოლო მეორე დღეს მათ მიმალვაში დაეხმარა. ი.ბ.-მ პოლიციას ამის შესახებ არ შეატყობინა“, - აღნიშნულია განცხადებაში. დანაშაულის 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, გამოძიება განსაკუთრ...