GDI - თბილისის საქალაქო სასამართ...

13 ოქტომბერს14:00 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდება საქმის არსებითი განხილვა კარტოგრაფების საქმეზე. – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის(GDI) „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს. მათივე ცნობით, შეიცვალა საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე და სხდომას, მოსამართლე დალი მეტრეველის ნაცვლად, ნინო ნაჭყებია გაუძღვება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით საქმის არსებითი განხილვის დროს მოსამართლის ცვლილება საქმის არსებითი განხილვის ხელახლა დაწყების საფუძველია. სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრებს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საქართველოს გენერალური პროკურატურა საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლო...

პროკურატურა - ბრალდებულებმა მოშა...

პროკურატურამ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე, სამ პირს ბრალი წარუდგინა.  უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია, კედლები, რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა. “საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო. საქართველოს პროკურატურამ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოი...

გურიაში საფლავების გაქურდვის ფაქ...

ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1980 წელს დაბადებული რ.პ. და 1991 წელს დაბადებული კ.კ., მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 საფლავი გაქურდეს. მათ შორის, დაკავებულები სოფელ ქვიანში მდებარე, შინდისის გმირის - რუსლან წულაძის ს...

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრ...

22 წლის ნიკა კვარაცხელის მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს.  გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია წყნეთში ჩატარდა. თავდაპირველად სპეცოპერაციის დროს მიტოვებულ სახლში კავილაძე დააკავეს. მოგვიანებით კი შსს-მ  აკო ჭელიძე დააკავა. ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყეენეს. მათ საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა.  

შსს - თიანეთში მამამ შვილი დანით...

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1940 წელს დაბადებული დ.ფ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა შვილს - 1962 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. პოლიციამ დ.ფ. ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლ...

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფრადა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს.

შსს მიხეილ სააკაშვილის საქმის გა...

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ ორი პირის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კიდევ ორი პირი 1984 წელს დაბადებული შ.წ. და 1960 წელს დაბადებული ზ.წ. დააკავა. სამართალდამცველებმა ამავე ბრალდებით - დანაშაულის დაფარვისთვის მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, 1958 წელს დაბადებული ე.ც. დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ბრალდება წარუდგინა, რაც მძიმ...

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ...

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე კიდევ ორი პირია დაკავებული. როგორც საქმის პროკურორი აცხადებს, დაკავებულების ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. "დაკავებულია კიდევ ორი პირი დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თავად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის მარშრუტი არის გამოძიებისთვის ცნობილი და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე დაწყებულია გამოძიება 344-ე მუხლით, რაც გულისხმობთ მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას”, - განაცხადა პროკურორმა.

მიხეილ სააკაშვილს ციხეში ადვოკატ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები ხვდებიან. ადგილზე ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია უკვე მივიდნენ. როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა შეხვედრამდე განაცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ წინა დღეებში არ მისცა ადვოკატებს ექს-პრეზიდენტის მონახულების საშუალება, რამაც მისივე თქმით, დაარღვია მისი დაცვის უფლება. „სამწუხაროდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ არ მოგვცა შესაძლებლობა პარასკევიდან მოყოლებული მოგვენახულებინა მიხეილ სააკაშვილი. დღეს გვექნება შესაძლებლობა, რომ შევხვდეთ მას. ვფიქრობ, ეს არ იყო სტანდარტული შემთხვევა, სადაც სამუშაო საათების არ არსებობის გამო უარი უნდა ეთქვათ ადვოკატებისთვის პრეზიდენტ სააკშვილის ...

პოლიციამ საარჩევნო პროცესში კანო...

საარჩევნო პროცესში კანონდარღვევებზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართა. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთევან კოვზიაშვილმა განაცხადა არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, არჩევნების მიმდინარეობის დროს გამოვლენილი ინციდენტებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ინციდენტებზე მომხდარი რეაგირების შესახებ. საერთო ჯამში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. ამ დროის მონაცემებით, პოლიციამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. კერძოდ: სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში მდებარე N30 საარჩ...

საია-ს ხელმძღვანელი გვარამიას სა...

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი სახელმწიფო უსაფრტხოების სამსახურის მიერ „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესაძლო ლიკვიდირების საქმეზე ინფორმაციის გავრცელებას ეხმაურება. როგორც სიმონიშვილი აღნიშნავს, ამ ქვეყანაში თვალთვალი აღარავის უკვირს, თუმცა სუს-მა ჟურალისტები კი არ უნდა შეაშინოს, საქმე უნდა აკეთოს. „პირველად ვნახე, უსაფრთხოების სამსახური საჯაროდ დამნაშავეს ატყობინებდეს, ვიცით, დანაშაულის ჩადენას რომ აპირებ და გითვალთვალებთო. ამ ქვეყანაში თვალთვალი აღარ გვიკვირს, მაგრამ რამე თუ იცით, ტელევიზორში კი არ უნდა ილაპარაკო, საქმე უნდა გააკეთო, დამნაშავე დაიჭირო და ჟურნალისტები არ შეაშინო, - წერს ...

თავდაცვის სამინისტროს დავით კეზე...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ სააალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სარჩელი თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შეიტანეს. „აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები, დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. სასამართლოების სამი ინსტანციის განაჩენებით დადგენილია, რომ ალექსანდრე ნინუას მი...

პოლიციიამ „კოკაინი“ და 147 აბი „...

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული უ.ჰ და 1975 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს. ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უ.ჰ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ბათუმში დააკავეს. დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ახდენდა ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციას. სა...

ტრანსგენდერ ქალზე ძალადობის ფაქტ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი - ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ლ.ბ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და მას სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

სახელმწუფო ინსპექტორმა, ლექსო ლა...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განმარტებით,  „ტვ პირველის“ გარდაცვლილი  ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას არ ჰქონდა კონკრეტული მიზანი და პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად ითვლება.  შესაბამის განცხადებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს და განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა და დაჯარიმდა 2 000 ლარით. ასევე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებას და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  “გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ალექსანდრე (...

ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ...

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) პროკურატურას მიმართა და ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება მოითხოვა. GDI მიიჩნევს, რომ სასჯელის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. "​GDI-ს პოზიციით სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი. სასამართლომ დანაშაულის ჩამდენ პირებს არაპროპორციულად დაბალი სასჯელები შეუფარდა და სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები. სასამართლომ სასჯელის ზომის დასაბუთებისას დამამძიმებელ გარემოებად არ მიიჩნია ის ფაქტი რომ ძალადობრივი დანაშაული მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მოხ...

DRI - 24 წლის ანრი ატეიბა აფხაზე...

დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, 12 აგვისტოს გაგრის რაიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორში 1996 წელს დაბადებული ანრი ატეიბა უგონო მდგომარეობაში იპოვეს.  მათივე ცნობით, ახალგაზრდა კომატოზურ მდგომარეობაში ერთი თვე იმყოფებოდა და 14 სექტემბერს გარდაიცვალა. „როგორც აფხაზეთის დე ფაქტო შსს აცხადებს, 5 ივლისს ატეიბამ გაგრის კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს წინააღმდეგობა გაუწია მას შემდეგ, რაც ნარკოლოგიური ტესტის გავლა მოსთხოვეს. ზემოაღნიშნული შემთხვევის გამო, ატეიბა 7 აგვისტოს დააკავეს და ბრალად წაუყენეს გაგრის კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მიმართ ძალადობა, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ...

ხატია დეკანოიძემ პროკურატურაში ს...

გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ხატია დეკანოიძემ მოუწოდა ადამიანებს, რომლებიც ფიგურირებენ აღნიშნულ ჩანაწერებში, შეიტანონ სარჩელი სამართალდამცავ უწყებებში. ამასთანავე, დეკანოიძემ აღნიშნა, რომ არ აქვს იმედი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აღნიშნული ჩანაწერების გამოძიების, თუმცა დასძინა, რომ მმართველი გუნდის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, მასალები გამოძიებული იქნება. „მე ვფიქრობ, რომ ყველამ, ვისზეც არის ინფორმაცია გასული საჯარო სივრცეში, ანუ იმ მასალებში, რომლებიც ყველამ ვნახეთ, რომ ტოტალური კონტროლი...

შსს-მ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობ...

შსს-ს ინფორმაციით, ვერაზე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტი გახსნილია. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-...

ფარულ ჩანაწერებზე დაკითხვები გრძ...

"ტვ პირველის" ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც გრიგოლიამ შენობაში შესვლის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მთავარი მიზანია, გაარკვიოს თუ რა უფრო აინტერესებს საგამოძიებო უწყებას, ვინ ახორციელებს უკანონო მიყურადება-თვალთვალს თუ საიდან გაიგო ეს ინფორმაცია მან. "რას იძიებენ: ვინ ჩაწერა ეს მასალები ფარულად, ვინ მოგვისმინა, ჩვენი უკანონო თვალთვალი და მიყურადება ვინ განახორციელა თუ მე საიდან გავიგე, რომ ამ კრებსში იყო ჩემი სახელი და გვარი. განსაკუთრებულს ვერაფერს ვეტყვი". - განაცხადა გრიგოლიამ. შეგახსენებთ, რომ მედიაში სავარაუდოდ სუს-ის მიერ ფარული მიყურადების ჩანაწერები 13 სექტემბერს გავრცელდა. ჩანაწერებში ...