მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის ...

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა ისევ გადაიდო.  როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ განაცხადა, პროცესი ხუთშაბათს, 22 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება.   შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი 14 დეკემბრისთვის გადადო.  პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" დასწრების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ, ადვოკატმა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ...

პენიტენციური სააკაშვილის სასამარ...

პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ  სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს.  როგორც პენიტენციურის წარმომადგენელმა სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, უწყებას ესაჭიროება დამატებითი დრო მიხეილ სააკაშვილის დოკუმენტების შესასწავლად.   „დოკუმენტაცია სასამართლოდან გავიტანეთ მომდევნო სამუშაო დღეს, 12 დეკემბერს, შესაბამისად, ეს საჭიროებს შესწავლას, დამუშავებას. ამისთვის სამსახურს ესაჭიროება გონივრული ვადა და ეს გონივრული ვადა ერთი თვეა",- განაცხადა პენიტენციურის წარმომადგენელმა.  შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სა...

სასამართლომ სააკაშვილს დისტანციუ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დისტანციურ რეჟიმში პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა.  როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, მიზეზი კლინიკა "ვივამედში" არსებული ტექნიკური მოწყობილობებია.  "კლინიკა "ვივამედს" არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები, სწორედ ამიტომ არ მოხერხდა მსჯავრდადებულის პროცესზე ჩართვა",- განაცხადა მოსამართლემ.  შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი 14 დეკემბრისთვის&nb...

ევროპარლამენტარმა ევა კაილმა უარ...

ბერძენმა ევროპარლამენტარმა ევა კაილმა უარყო მონაწილეობა ქრთამის აღების სავარაუდო სკანდალში, რომელშიც მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ყატარი. ის არის ერთ-ერთი იმ ოთხი ეჭვმიტანილიდან, რომლებიც ბრალი წაუყენეს მას შემდეგ, რაც ბელგიელმა გამომძიებლებმა ორ სახლში და ჩემოდანში 1,5 მილიონი ევრო იპოვეს. „ევა კაილი აცხადებს რომ მას არაფერი აქვს საერთო ყატარის მოსყიდვასთან და ამბობს,რომ უდანაშაულოა“, განუცხადა მისმა ადვოკატმა მიხალის დიმიტრაკოპულოსმა სამშაბათს ბერძნულ ტელევიზიას. ყატარმა უარყო რაიმე სახის დარღვევა.  

ევროპარლამენტის ყოფილ ვიცე-პრეზი...

საბერძნეთის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანოს ხელმძღვანელმა ხარალამბოს ვურლიოტისმა ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ევა კაილისა და მასთან დაკავშირებული პირების  ქონებისა და ფინანსური აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ევა კაილსა და მასთან დაკავშირებულ პირებს  ბრალი წაუყენეს და დააპატიმრეს ბელგიაში,ყატართან დაკავშირებულ სავარაუდო კორუფციის ფაქტზე. შეგახსენებთ,9 დეკემბერს ევროპარლამენტის  ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ბელგიის პოლიციამ კატარში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალის გამო დააკავა. მანამდე კი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გადა...

გურიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღოინისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1955 წელს დაბადებული, მ.წ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკაების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ ზ.წ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. "დაჭრილი მამაკაცი სააავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ჩატარებული ოპერატიული ღოინისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული...

წულუკიანი - დიდი იმედი მაქვს, მი...

ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება, რომ ის შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს, განაახლებს კვების ნორმალურ რეჟიმს, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით,სამედიცინო სისტემა ყველაფერს აკეთებს სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად და ერთადერთი ხელის შემშლელი ბერკეტი არის პაციენტის დაუმორჩილებლობა,რომელიც თვითდაზიანების რეჟიმშია. "როგორც ყოველთვის, როცა პატიმარს და მის უფლებებს ეხება საქმე, ვიქნები კიდევ მეტად გულწრფელი, ვიდრე ჩვეულებისამებრ და ვიტყვი, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება, რომ ის შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს, განაახლებს კვე...

ალასანია სააკაშვილზე - არ უნდა გ...

არ უნდა გაიწელოს ეს პროცესი, იმიტომ რომ ყველა წუთში შეიძლება დამთავრდეს ფატალურად, - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია,მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესის 14 დეკემბრამდე გადადებას. მისივე თქმით,ყველა ექიმმა ვინც გასინჯა პაციენტი ერთხმად ამბობს,რომ მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა. პოზიცია იმისი, ჩემი, ყველა ახლობლის არის ის რომ ეს არ უნდა გაწელილიყო, ეს არ უნდა გაიწელოს ეს პროცესი, იმიტომ რომ ყველა წუთში შეიძლება დამთავრდეს ფატალურად. ეს არაერთხელ ითქვა. წეღან ვისმენდი "ამერიკის ხმა", ტოქსიკოლოგის აზრს ვისმენდი ქართულ ენაზე. ადამიანი ამბობს, რომ არის პაციენტი სიკვდილის პირას. ვერ გავიგე ეხლა ყველა ექიმი ვინც გასინჯა, ყველა ერთხმად ამას ამბობს, - ...

საქალაქო სასამართლოში მიხეილ საა...

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა გადაიდო.  როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ განაცხადა, პროცესი ოთხშაბათს, 14 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება.   "ჩვენ დავიწყოთ დილით, 11 საათზე, არსებული პრაქტიკით საპატიმრო საქმეებს ამ საათზე ვნიშნავთ, რომ რაიმე შეფერხება არ გვქონდეს. 14 დეკემბერი 11 საათზე გაიმართება შემდეგი, დღევანდელი სხდომა",- განუცხადა ექსპრეზიდენტის ადვოკატს მოსამართლემ.  შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

ხაჭაპურიძე - თუ სააკაშვილი ვერ შ...

თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებას, ან „ვივამედიდან" არ იქნება სათანადო ცნობა, მაშინ ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისივე თქმით,იმ შემთხვევაში თუ სასამართლო პროცესი კლინიკაში გაიმართება, მთავარი პირობაა,რომ ესწრებოდეს ტელევიზიაც და მოხდეს პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია. „თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებას, ან „ვივამედიდან" არ იქნება სათანადო ცნობა, მაშინ ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში, ოღონდ ერთი პირობით, მოხდეს პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია,კი ბატონო, ვ...

რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა ...

ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრინერი იარაღის რუს დილერ ვიქტორ ბოუტში გაცვალეს. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. გაცვლა აბუ დაბის აეროპორტში მოხდა, იუწყება რია ნოვოსტი საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. 55 წლის ვიქტორ ბუტი რუსი ბიზნესმენია, რომელსაც 2012 წელს აშშ-ში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იარაღის უკანონო მიწოდების ბრალდებით. ბუტი თავის დანაშაულს უარყოფს. 31 წლის ბრიტნი გრინერი ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე კალათბურთელია, რომელსაც აშშ-ში უთამაშია. იგი დააკავეს 2022 წლის თებერვალში შერემეტევოში: მის ბარგში იპოვეს ჰაშის ზეთი,რომელიც მას აორთქლების მიზნით ჰქონდა . აგვისტოში მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სუს-მა თბილისის აეროპორტში და...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, კონტრტერორისტული საქმიანობის პროცესში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქე ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. მათი ცნობით, ტოხოსაშვილმა საქართველო 2015 წელს დატოვა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და რეგიონში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. „ტოხოსაშვილი, იგივე „ემირი ისა“, საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს შორის. იგი აქტიურად მონაწილეობდა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტივობებსა და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. გ...

სასამართლომ ტურისტების კუთვნილი ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქეების  კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 14 ბრალდებული დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კლუბ ,,ქალაქურის" და ,,როიალის" მფლობელმა 5 თანამზრახველთან ერთად, ორგანიზებული ჯგუფი შექმნა. ბრალდებულების მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ე.წ. ,,პრომო გოგონები" ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს უკავშირდებოდნენ, ზემოაღნიშნულ კლუბებში ხვდებოდნენ, ეცნობოდნენ და სტუმრების მაგიდასთან სხდებოდნენ. ანგარიშსწორებისას, ტურისტებს...

გრიგორი ლეპსმა და მისმა დაცვამ ბ...

ანქტ-პეტერბურგის მოსკოვის ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე,ბარში მომხდარი ინციდენტის გამო,სადაც გრიგორ ლეპსმა და მისმა დაცვამ ადგილობრივი ბარის სტუმარი სცემეს,ამის შესახებ ინფორმაციას 47news,ავრცელებს,ინფორმაციას ადასტურებს დაზარალებულის ადვოკატი. მედიის ცნობით,გამოძიება ხულიგნური მოტივით სხეულის მსუბუქი დაზიანების მიყენების მუხლით მიმდინარეობს (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილი),რაც ითვალისწინებს სასჯელს ორ წლამდე. რუსული მედიის "ფონტანკა"-ს ინფორმაციით,ლეპსის მონაწილეობით ჩხუბი Finnegans Irish ბართან მოხდა,მეტრო პარკ პობედის მახლობლად,მათივე თქმით არტისტი ბარში დაცვასთან ერთად კონცერტის დასრულების შემდეგ...

ბერძნული მედია ქართველ მძარცველზ...

31 წლის ქართველი მამაკაცი, რომლის მიმართ იტალიის ხელისუფლებამ 30 ნოემბერს დაპატიმრების  ორდერი გამოწერა , პერისტერში საგამოძიებო დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. დამნაშავეს იტალიის ხელისუფლებას ეძებდა, რადგან საჩივრების თანახმად, ის აწამებდა მოსახლეობას სახლების ძარცვისას. 2021 წლის მარტში, კალაბრიის დიდ ფერმაში, მან აწამა ჩვილი დედის თვალწინ, რათა ქალს მისთვის ეთქვა თუ სად იყო სეიფი. დამნაშავე მარტო არ მოქმედებდა, მას თან სამი თანამზრახველი ახლდა. მათთან ერთად ფერმაში შუადღით შევიდა და გათენებამდე მძევლად ყავდათ დედა, ბებია და ბაბუა , სანამ არ გაუმხილეს, სად იყო დამალული ფული. ქართველი ამ კონკრეტულ ფერმაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა. ...

პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კა...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 5 პირი დააკავეს. 1967 წელს დაბადებული მ. დ. და 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ. მ. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული, ხოლო ასევე წარსულში ნასამართლევი 3 პირი: 1983 წელს დაბადებული გ.დ., 1989 წელს დაბადებული კ.ჩ. და 1968 წელს დაბადებული გ.ფ. პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დააკავა. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებ...

სააკაშვილის გათავისუფლების ან სა...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.  შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დოკუმენტებში, რომელიც სასამართლოში დილით შეიტანა, აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტს 20 დაავადება აქვს, რომელთაგან უმეტესობა პატიმრობაში ყოფნისას განუვითარდა.  "ჩვენ ვითხოვთ სასჯელისგან გათავისუფლებას, ვინაიდან ექსპერტიზაში წარმოდგენილი დიაგნოზები შედის იმ ბრძანებაში, რომელიც სპეციალურად არის დამტკიცებული ჯანდაცვის სამინისტროში და ითვლება მძიმე და განუკურნებელ დაავადებად. თუმცა, ალტერნატივის სახით, სასამართლოს ვთავაზობთ, იმ შემთხვევაში თუ არ გამოიყენებს 284-ე მუხლს, ანუ სას...

სააკაშვილი სასამართლო პროცესს ვე...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრო, რადგან კლინიკა "ვივამედმა" ამის უფლება არ მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე ავრცელებს.  თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.  "ძალიან მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის წონის მხრივ, ნევროლოგიური დაკვირვების შედეგად არის ძალიან მძიმე შედეგები როგორც მე თვითონ ვესაუბრე მკურნალ ექიმს და ეს არის მისი დასკვნაც, ასევე ნევროლოგის დასკვნაც, რომელიც იყო პარასკევს და დღესაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ამიტომ, როდესაც მე ადმინისტრაცი...

ზუგდიდში მეზობლებს შორის დაპირის...

ზუგდიდში, კრასნოდარის ქუჩაზე მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა. "მთავარი არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 75 წლის მამაკაცმა მეზობელს ბენზინი შეასხა, რის შემდეგაც ბენზინი თვითონაც გადაისხა.  შემთხვევის შედეგად, 75 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა. რაც შეეხება ინციდენტში მონაწილე მეორე პირს, ის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. დამწვრობის გამო, კლინიკაში მკურნალობს გარდაცვლილი მამაკაცის ძმაც, რომელიც მეზობლების გაშველებას ცდილობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო.

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად ...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელი, თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, სხვადასხვა ვებ-გვერდზე ათავსებდა განცხადებებს თბილისის უბნებში ბინების თითქოსდა გაყიდვის თაობაზე, რის შემდეგაც, ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს აჩვენებდა იმ ტერიტორიებს, სადაც ვითომდა უნდა დაწყებულიყო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა.  "თაღლითური განზრახვის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულის მიერ ბინების გაყიდვის თაობაზე ფორმდებოდა შესა...