დაპირისპირებისა და პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად, გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებას, სიყვარულს. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა და მთელს ქვეყანას შობის დღესასწაული მიულოცა. "საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას და ძალიან მიხარია, რომ სწორედ სამეგრელოს გულიდან მეძლევა შესაძლებლობა, მივულოცო შობის დღესასწაული მთელს საქართველოს. მიმაჩნია რომ 2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი. ჩვენ ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ. რაც არ უნდა დაპირისპირებულები ვიყოთ ერთმანეთთან, მოგვიწევს ამ ქვეყანაში ცხოვრება. ამიტომ, მინდა ვუსურვო მთელს ქვეყანას, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, ბედნიერება, წარმატებ...
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციმ)2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა, რომელსაც საქართელოდან ლექსო ლაშქარავას სახელი დაემატა. UNESCO: ალექსანდრე ლაშქარავა მკვლელობის თარიღი - 5 ივლისი ეროვნება - ქართველი წერია, იუნესკოს საიტზე. იხილეთ ბმული:https://en.unesco.org/themes/safety-journalists/observatory/country/223712?fbclid=IwAR2Fkci-pUihBJ7gxKefVII3P-Od-l3FIhxB1YvvCwhAaFCzPY0I0VWkpsY ინფორმაციაზე ასევე თანდართულია ფოტო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში „ომიკრონ” შტამის 600 შემთხვევაა დადასტურებული. „7 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 600 შემთხვევა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1 727 პირი.
1938 წლის 20 ნოემბერს ქუთაისში დაბადებული ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ციალა გურგენიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. მან 1963 წელს, შ. რუსთაველი სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა. 1964 წლიდან იყო თბილისის მუსკომედიის თეატრის წამყვანი მსახიობი; შესრულებული აქვს რამდენიმე ათეული მთავარი როლი, მათ შორის: ბუჭუტა (შ. ჯოჯუა "უცნაური მკვლელობა"), ბოლოქანქარა (ს. ცინცაძე "სიმღერა ტყეში"), მარიტა (ო. თევდორაძე "შვეიკი მიდის ფრონტზე"), ეკა, დოფინა (შ. მილორავა "სიმღერა თბილისზე", "გზა, ყარამანს ქალი მოჰყავს"), ლოტა, მირანდოლინა, მარგო (გ. ცაბაძე "ჩ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში „ომიკრონ” შტამის 335 შემთხვევაა დადასტურებული. „5 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 335 შემთხვევა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2 105 პირი.
6 იანვარს, სომეხთა სამოციქულო ეკლესია იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ერთად აღნიშნავს. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია მიიჩნევს, რომ იესო ქრისტე თავისივე დაბადებისას მოინათლა. ეკლესია ხუთი საუფლო დღესასწაულიდან ორის – შობისა და აღდგომის წინა დღეებს „ჭრაგალუიცს“ (წინასადღესასწაულოს) უწოდებს. ეს სახელი წარმოიშობა გამოთქმიდან „ლამპრის ანთება“, რომელიც კანდელის ანთებას, სანთლის ანთებას ნიშნავს. ამ დღეს ადამიანებს ეკლესიებში ანთებული კანდელები სახლში მიაქვთ. აღნიშნული ინსტიტუტი ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული კონფესიაა მსოფლიოში, რომელიც თავისთავად განსხვავდება კათოლიციზმისა და მართლმადიდებლობისგან. „6 იანვარს სომ...
„ჩემს შვილს აღარაფერი ეშველება და სხვა შვილები უნდა ვიხსნა“, - ამის შესახებ, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის გოგოს დედამ, თეა ლატარიამ პოლიციაში გამოკითხვაზე შესვლამდე, მედიასთან განაცხადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები შსს-ის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც ოჯახმა მომხდართან დაკავშირებით მედიასთან საუბარი გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი გამოძიების დასრულებამდე იმ ექიმების ლიცენზიის შეჩერებას ითხოვს, რომელებსაც მომხდართან დაკავშირებით, სავარაუდოდ ბრალი უნდა მიუძღოდეთ. „მე ვარ დაობლებული ბავშვის, შვილმკვდარი ბებია. ეს არის საშინელი ტრაგედია. ჩემს შვილს აღარაფერი ეშველება და სხვ...
მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და სთხოვს რომ შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით ულტიმატუმის დრო გადადოს. მისივე თქმით, მან დღეს ექსპრეზიდენტის მონაულება ვერ მოახერხა. „დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ ნახვის საშუალება მოეცათ, იქნებ გადაეფიქრებინა ამ უკიდურესი ფორმის, შიმშილობის დაწყება, მაგრამ არ მოხერხდა. ხვალ, დილით კიდევ შევეცდები მოვიდე. თუ გვისმენს მიშა, ვეტყოდი, რომ მიშა, კიდევ ცოტა ხანი მოიცადე. ექიმები ადრე თუ გვიან შენთან შემოვლენ და თუ შეიძლება, გადადე შენი ულტიმატუმის დღე", - აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.
დღეიდან მოქალაქეები დედაქალაქში სამგზავრო პაკეტების შეძენას მეტროს სალაროებში შეძლებენ, - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა მედიასთან განაცხადა. მათი განცხადებით, ხვალიდან მოქალაქეები სამგზავრო პაკეტებს საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებშიც შეიძენენ. „დღეიდან სამგზავრო პაკეტების მეტროს სალაროებში გაყიდვები დაიწყო. ხვალიდან აღნიშნული ბარათების შეძენა საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში იქნება შესაძლებელი. სურვილისამებრ, პირველი თებერვლიდან მგზავრები ტრანსპორტში გადახდას „მეტრომანის“ გამოყენებითაც შეძლებენ“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი”. ინფორმაცია მყისიერად მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალას. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესე...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 191 ადამიანი აიცრა. NCDC-ის ცნობით, 5 იანვრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 528 030 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 292 888 ადამიანი, მოსახლეობის 45.0%. სრულად ვაქცინირებულია 1 156 606 ადამიანი, მოსახლეობის 40.3%. „ბუსტერ დოზა“ გაკეთებული აქვს 77 125 ადამიანს.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია კოვიდ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ახალი შტამი ომიკრონი და სამედიცინო დაწესებულებების მზაობა განიხილეს. საუბარი შეეხო კოვიდის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატების დანერგვას. მინისტრის პირველმა მოადგილემ, აღნიშნა რომ ახალი ტალღისთვის ჯანდაცვის სისტემა მზად არის, თუმცა ამავე დროს მთავარ იარაღად კვლავ ვაქცინაცია და ბუსტერ დოზის გამოყენება რჩება. „არის ახალი გამოწვევები ბუნებრივია კოვიდის მართვის პროცესში, მსოფლიო დღეს უმკლავდება ომიკრონის ახალ ტალღას. კლინკებთან ვისაუბრეთ მათი მზაობის თაობაზე, იმასთან დაკავშირებით თუ რა გამოწვევებს ხედავე...
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1 805 პირი.
თბილისში, კლინიკაში კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, 15 დღის განმავლობაში აპარატზე იყო შეერთებული, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინფიცირებულები იყვნენ ბავშვის მშობლელბიც. არსებული ინფორმაციით, ბავშვი ერთი თვის იყო. შემთხვევა 31 დეკემბერს მოხდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში პირველი იანვრის ღამეს ძმამ ტყუპის ცალი ძმა მოკლა. ბრალდებულმა ძმას ჭრილობები დანით მიაყენა, რის შედეგადაც 31 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ოჯახის წევრები მომხდარის მიზეზებზე არ საუბრობენ. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.
საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების 63 შემთხვევა დაფიქსირდა. - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „3 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 148 შემთხვევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 590 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 67 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1 955 პირი.