"რეალური საფრთხე ექმნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს, ამიტომ მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, სანამ მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება, იქნებ სთხოვოთ და გადაარწმუნოთ თქვენი სულიერი შვილი, შეცვალოს მისი გადაწყვეტილება პროტესტის უკიდურეს ფორმასთან დაკავშირებით"- საქართველოს კლინიკების ასოციაცია კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს თხოვნით მიმართავს. ღია მიმართვა Facebook გვერდზე გავრცელდა. "საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, დაკავებული იქნა სამართალდამცველების მიერ და უკვე მეექვსე დღეა, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს საპყრობილეში. პატივს ვცემთ მის ბრძოლას სამართლიანობისთვის, მაგრამ ყოვლად შემაშფოთებელია მი...
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის და ლიზა იასკოს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას ავრცელებს. ყოფილი პირველი ლედი ამბობს, რომ ვიდეოს შინაარსი მისთვისაც მოულოდნელი იყო. "ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი. პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ“, - წერს რულოვსი სოციალურ ქსელში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 2 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 24 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID19-სგან კიდევ 1516 პირი გამოჯანმრთელდა.
"მე ახალ ველოსიპედს არ ვამბობ, ვიმეორებ იმას, რაც გააკეთა ბევრმა ქვეყანამ. მე მომხრე ვარ, რომ ქვეყანაში გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო იყოს"- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. "ეს არის ამირან გამყრელიძის პირადი მოსაზრება, რომელიც იხილება, რა თქმა უნდა. ამირან გამყრელიძე ხელმძღვანელობს სერიოზულ ინსტიტუციას ქვეყანაში და მე ახალ ველოსიპედს არ ვამბობ, ვიმეორებ იმას, რაც გააკეთა ბევრმა ქვეყანამ. მე მომხრე ვარ, რომ ქვეყანაში გარკვეული ჯგუფებისთვის ეს იყოს, მაგრამ, ჯერჯერობით, საბჭოზე ეს საკითხი - მანდატორიზმის საკითხი არ განიხილება. ამ ეტაპზე. მე საკმაოდ ვერკვევი იურისპრუდენცია...
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლების 33% დაიშვება. ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, მაყურებელი გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ შეძლებს დასწრებას. „მატჩზე დაიშვება მაყურებლების 33%, ოღონდ ერთი პირობით, მათ უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა“, - განაცხადა ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
6 ოქტომბრიდან კვების ობიექტები მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევე იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მაყურებლის დასწრება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებეი. „საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, კვების ობიექტების მუშაობა ხვალიდან ერთი საათით გახანგრძლივდება და ისინი 22:00 საათის ნაცვლად, მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ; იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვა...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 2 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID19-სგან კიდევ 1 485 პირი გამოჯანმრთელდა.
"ქალბატონ ემას შეუძლია ნებისმიერ დროს ეს მიკროფონი ჩემგან წაიღო" - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი მზადაა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს დაუბრუნოს მიკროფონი, რომელიც თავად წაართვა. "ქალბატონ ემას შეუძლია ნებისმიერ დროს ეს მიკროფონი ჩემგან წაიღოს ან მე თუ მოვხვდები სამეგრელოში და ალბათ მოვხვდები, ვინაიდან მეორე ტურია, რა თქმა უნდა, შეძლებს ის თავისი მიკროფონის დაბრუნებას. იმიტომ, რომ თქვენ, ემა გოგოხიამ და თქვენმა ბელადმა, რომელიც ციხიდან გესაუბრებათ, განიცადეთ პოლიტიკური კრახი", - თქვა წულუკიანმა. ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას თეა წულუკიანმა მიკროფონი 22 ივლისს, სენაკის თეატრში წაართ...
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 8 წლის ბავშვი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განმარტა, ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში 18 სექტემბერს გადმოიყვანეს. მას მძიმე თანხლები დაავადებები აღენიშნებოდა. "18 სექტმებერს შემოვიდა კლინიკაში, სხვა კოვიდკლინიკიდან, უკვე მძიმე მდგომაროებაში. გართულებული იყო თანმხლები დაავადებები. ეს იყო კოვიდ ბაქტერიული ინფექცია. ჰქონდა ფილტვის დაზიანება მაღალი ქულებით შეფასებული. ჰქონდა გულის კომბინირებული მანკი, ქრომოსომული თანდაყოლილი დაავადება, იპოთროფია და ფსიქომატორული სფეროს მკვეთრი ჩამორჩენა.“,- განაცხადა მაია ჩხაიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID19-სგან კიდევ 1 877 პირი გამოჯანმრთელდა.
ნიდერლანდების სამეფოში, პოლონეთის რესპუბლიკაში, უკრაინაში, შვედეთსა და მექსიკაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ. - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დავით სოლომონია დაინიშნა. 2017-2021 წლებში, დავით სოლომონია ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენელი გახლდათ. დავით სოლომონია დიპლომატიურ სამსახურში 1995 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე საქმიანობს. 2014-2017 წლებში, დავით სოლომონია საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2006-2...
წაგება სახეს ნუ დაგაკარგვინებთ. - ასე მიმართა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს. ირაკლი კობახიძემ მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვაზე: ნაადრევი იყო თუ არა დამაჯერებელი გამარჯვების ზეიმობა გუშინ და რა მოიგო მმართველმა გუნდმა პასუხობს, რომ „თქვენი დაკარგული სახე მოვიგეთ, თქვენი წაშლილი სახე მოვიგეთ. ეს არის „ნაცმოძრაობის“ სახე, მიხეილ სააკაშვილის სახე, თქვენი სახით საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის დღეს ციხეში. „მოდით წაგება სახეს ნუ დაგაკარგვინებთ,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის პირველ რიგში და თქვენი პოლიტიკური ძალებისთვის. რა თქმა უნდა, თქვენ ხართ მძიმე მდგომარეობაში. ვგულისხმობ იმ ტელევიზიებს, რომლებიც ეკუთვნი...
ჩვენ ხვალ, რვა საათსა და ხუთ წუთზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ბათუმშია. „მას ჰყავს ძალიან ბევრი მომხრე. მას ელოდება მთელი საქართველო და ჩვენ ხვალ, რვა საათზე და ხუთ წუთზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ. ვფიქრობ, რომ ოპერატიულად უნდა ვიმოქმედოთ და არავითარ შემთხვევაში ის არ უნდა გამოჩნდეს. ის არის საქართველოში. ის ამ წუთში, ამ წამებში არის ბათუმში და მან გააკეთა სერიოზული განცხადება, საკუთარი სიტყვა შეასრულა და ახლა სიტყვა ჩვენზეა. ჩვენ უნდა შევასრულოთ სიტყვა, რაც გვწამს, რაც გვჯერა, იმის, რისიც მჯეროდა ცხრა წლის წინ, რომ ხ...
არასამთავრობო ორგანიზაციები (NGO) არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ. როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ 3700-ზე მეტ უბანში კენჭისყრის პროცესის მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში გამართვაზე, აუცილებელია, პასუხისმგებლობა აიღოს საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილემ. „წინასაარჩევნო პერიოდში განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, კენჭისყრის დღეს გარკვეული ინციდენტები პარტიების მხარდამჭერებს შორის, გამოწვევა გახდეს. ასეთი გამოწვევების თავიდან აცილება მნიშვნელოვანია, რათა ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში, მივიდეს საარჩევნო უბანში და თავისუფლად გამოხატოს ნება, რომელიც აისახება არჩევნების შედეგე...
ჩინური წარმოების მიერ წარმოებული , COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „სინოფარმის“ მილიონი დოზა საქართველოშია. ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში. საქართველოში ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge/ . მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მის...
"დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED), "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივ შეფასებას აქვეყნებენ. როგორც ანგარიში ვკითხულობთ, წინასაარჩევნო გარემო დააზიანა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, ასევე სამსახურიდან გათავისუფლებისა ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლემ და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი შემთხვევების არაეფექტიანმა გამოძიებამ. "წინასაარჩევნო გარემო იყო მეტნაკლებად კონკურენტული, ყველა პარტიას შეეძლო ეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა მმართველი პარტია სარგებლობდა დიდი უპირატესობით, მის მხარეს ადმინისტრა...
საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ საარჩევნო პროცესის ხელის შეშლას და არჩევნების დისკრედიტაციას. - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ცესკოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ინტენსიური ზეწოლა გრძელდება. საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბესიკ ლაჩაშვილმა მიიღო სატელეფონო შეტყობინება, სადაც მას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ და გადადგომის შემთხვევაში მხარდაჭერას პირდებიან. შეტყობინების ავტორი არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზვიად კუპრავა. „გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ...
არსებული ინფორმაციით, ზუგდიდიდან ბათუმში სპეცრაზმი გადაიყვანეს. როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შსს-მ განსაუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ასეული აჭარაში საკუთარი მანქანებითვე გაგზავნა. მობილიზაცია, სავარაუდოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას უკავშირდება.
ჟურნალისტი ელისო კილაძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე საქართველოშია და ის არჩევნების დასრულებამდე არ გამოჩნდება. - ამის შესახებ ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს. "საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე საქართველოშია. სად გადმოკვეთა საზღვარი და როდის ,არ კონკრეტდება. ჩემი ინფორმაციით,არჩევნების დასრულებამდე ფიზიკურად არ გამოჩნდება." - წერს კილაძე.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 751 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1 633 პირი.