2024 წლის ევროვიზიაზე საქართველო...

საქართველოს 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს. აღნიშნული ინფორმაცია ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვენდა. ევროვიზია 2024 შვედეთის ქალაქ მალმეში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება. ნუცა ბუზალაძეს არაერთ კონკურსში აქვს მიღებული მონაწილეობა, როგორც ქვეყნის მასშტაბით ასევე მის ფარგლებს მიღმა.  2011 წ. „ნიჭიერი“ (ნახევარფინალისტი)  2013 წ. „ერთი–ერთში“ (ფინალისტი)  2014 წ. „ახალი ტალღა“ (გამარჯვებული)  2015 წ. „ცეკვავენ ვარსკვლავები“ (ნახევარფინალისტი)  2017 წ. „თჰე Vოიცე ოფ თურკეყ“(ნახევარფინალისტი)  2020 წ. „ყველა ერთად“(ფინალისტი) &nbs...

საკადრო გადაწყვეტილებაა, რომელიც...

ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია შემდგომი განვითარებისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან გიორგი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაკავშირებული საკითხი პოლიტიკასთან "არაფერ შუაშია". "დამატებით კომენტარსა და განმარტებას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაპირებ, ვინაიდან საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებია... რა თქმა უნდა, ეროვნული ბიბლიოთეკა არაფერ შუაშია პოლიტიკასთან და არც უნდა იყოს. ამიტომ, ეს მცდელობები, რომ რაღაცნაირად დააკ...

გორის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილ...

გორის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის ...

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის. აღნიშნული ინფორმაცია გამსახურდიამ "რადიო თავისუფლებას" დაუდასტურა. გამსახურდიამ აღნიშნა, რომ შეთავაზება პარლამენტის თავმჯდომარისგან, შალვა პაპუაშვილისგან მიიღო. "ვადასტურებ და ჩემი თანხმობაც არის. მუშაობის დაწყებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ არცთუ დიდი. აქ არის გარკვეული პროცედურული საკითხები", - განაცხადა გამსახურდიამ. ცნობისთვის დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა, რომ მას პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა და თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. ბიძგები თბილისის დროით 19:12 საათზე დაფიქსირდა და მიწისძვრის სიძლიერემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.

კეკელიძე - პარლამენტის თავმჯდომა...

პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. გიორგი კეკელიძე მომხდარს უსამართლობას უწოდებს. "პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. მერე გამოვედი, პარლამენტის კიბეზე ჩამოვჯექი და ვფიქრ...

საპატრიარქო - მივმართავთ შემომწი...

მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს შეეხება. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ვინაიდან სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია, აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც. "წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახუ...

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მ...

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 152-ე კილომეტრზე მიწის მასა ჩამოიშალა, რის  შედეგადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, გზის გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „ძლიერი წვიმის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინეტნსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის სრულად აღდგენა“, - ნათქვამია საავტომობილო გზ...

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზ...

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებზე არსებული სანქციები მკაცრდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.  როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავს დარღვევებზე ჯარიმები ჯერ კიდევ 2018 წელს გაიზარდა, თუმცა აღნიშნული სანქციები ყველასთვის შემაკავებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა. „მინდა, შევეხო ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებს, რადგან თითოეული მსგავსი შემთხვევა აზიანებს თბილისს, მის იერსახეს და ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანის უფლებას. პრობლემის აღმოფხვრისა და პრევენც...

კალაძე - თბილისის საჯარო ბაღების...

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან დედაქალაქის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს.  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად, საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასი 10%-ით იზრდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ხელფასიც 10%-ით მოიმატებს, თუმცა, მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან, შრომატევა...

თბილისის ბიუჯეტი 1 963 000 000 ლ...

დედაქალაქის გასული წლის ბიუჯეტის შესრულება 95%-მდეა, ხოლო საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით არის შესრულებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   კალაძის თქმით, წინა წელს დაწყებული სამუშაოებიდან გადმოყოლილი თანხები და დამატებითი შემოსავლები მთლიანად აისახება 2024 წლის ბიუჯეტში.   „2023 წელი საკმაოდ წარმატებით დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის შესრულება 95%-მდეა. რაც შეეხება საშემოსავლო ნაწილს, მისი შესრულება, დაახლოებით, 100 მლნ ლარით არის გადაჭარბებული. გარდა ამისა, გარკვეული თანხები წინა წელს დაწყებული სამუშაოებიდან გადმოგვყვა, რომელიც დამატებით შემოსავლებთან ერთად, მთლიანად აისახება მიმდინარე წლის ბიუჯეტში....

ქრონიკული პროგრამის ბენეფიციარებ...

თუ ხარ ქრონიკული პროგრამის ბენეფიციარი, "ფარმადეპოში" დამატებითი საჩუქარი გელოდება. მიიღე ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები უფასოდ და აარჩიე საჩუქარი "ფარმადეპოსგან".

გაიგე, როგორ მიიღო მედიკამენტები...

გაიგე, როგორ მიიღო მედიკამენტები უფასოდ ჯპს-ში და დასაჩუქრდი. უნდა იყო სახელმწიფო ქრონიკული პროგრამის ბენეფიციარი აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა შეგიძლია თუ ხარ პენსიონერი ან სოც. დაუცველი საჭირო ქრონიკული მედიკამენტები გამოგიწეროს შენმა ექიმმა დანიშნულებას ჩვენ სრულიად უფასოდ გადმოგცემთ დამატებით, ჯპს-ში საჩუქარსაც დაგახვედრებთ დეტალური ინფორმაცია: https://gpcoffers.ge/ka/blog/24.

ჯანდაცვის სისტემაში სრული კოლაფს...

საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სრული კოლაფსია! არ მეგონა, რომ საჭირო გახდებოდა "მედ-გიდის" კვლავ დაბრუნება, მაგრამ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, კვალიფიციური ექიმების გუნდთან ერთად, საჭიროდ ვთვლი, რომ აქტიურად ჩავერთოთ და მოსახლეობას ყველა შესაძლო დახმარება გავუწიოთ,- ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, ექიმები მსურველებს უფასო ონლაინ კონსულტაციებს გაუწევენ. „დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სრული კოლაფსია! ქვეყნის ათასობით მოქალაქე იმყოფება საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ გაუმკლავდნენ ამ რთულ გამოწვევ...

ჯაღმაიძე - მიმაჩნია, რომ იწყება ...

დავუკვირდეთ, ვინ იმეორებს ბოლშევიკურ გზას. გავიხსენოთ, საეკლესიო დღესასწაული როდის გააშუქეს მათ სათანადოდ, სკანდალის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. როგორც ჯაღმაიძე აღნიშნავს, მას მიაჩნია, რომ "იწყება კიდევ ერთი ტალღა ეკლესიის წინააღმდეგ, შეეცდებიან, დააკნინონ ქართული ეკლესია". „მიმაჩნია, რომ იწყება კიდევ ერთი ტალღა ეკლესიის წინააღმდეგ. შეეცდებიან, დააკნინონ ქართული ეკლესია. 200 პროექტი განახორციელა საპატრიარქომ წელს, რომელიც ეხებოდა კომუნისტურ პერიოდში მოწამე ქართველ წმინდანებს, დახვრეტილებს, დევნილებს, არცერთი მათგანი არ გაუშუქე...

მიმდინარე წელს, სრულად უზრუნველვ...

მიმდინარე წელს, სრულად უზრუნველვყოფთ ჩვენს მოსახლეობას ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა.  როგორც მინისტრმა აღნიშნა, ფარმაცევტულ რეფორმაზე მუშაობისას, საერთაშორისო ექსპერტებმა რეკომენდაცია გასცეს, რეფერენტული ფასწარმოქმნა, ძვირადღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებს არ შეხებოდა და სახელმწიფოს, პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, უშუალოდ მწარმოებლებისგან შეესყიდა.  „უკვე კონკრეტული და ხელშესახები შედეგები გვაქვს, მნიშვნელოვნად ვზოგავთ სახელმწიფო ბიუჯეტს და ამან შესაძლებლობა მოგვცა, რომ მიმდინარე წელს, სრულად უზრუნველვყოთ  ონკოლოგიური...

ჯანდაცვის მინისტრი - ჩვეულებრივი...

ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს,- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. აზარაშვილმა  მოსახლეობას უფასო სეზონური გრიპის ვაქცინაციისკენ  კიდევ ერთხელ მოუწოდა. “სახელმწიფომ სეზონური გრიპის ვაქცინა ჯერ კიდევ შემოდგომაზე შემოიტანა და სამინისტრომ სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიით არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ. ვაქცინა მარაგშია და ყველა მსურველს შეუძლია, უფასოდ  აიცრას.  ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია, რომელიც გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში იანვრის თვეში აღწევს. ვირუსი ძირითადად ბავშვებშია გამოხატული. მინდა, მოსახლეობ...

მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც 3 საკითხი, მათ შორის უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე მთავრობის განკარგულების პროექტი განიხილეს.  მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროგრამის ფარგლებში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1 000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. "პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა. პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი 3 და მეტი არა...

ნაციონალ ფსევდოლიბერალებს ვუსურვ...

ნაციონალ ფსევდოლიბერალებს და მათ ერთ-ერთ საყვარელ მწერალს ვუსურვებ, ყველაფერ ქართულში რუსულის ძებნას თავი დაანებონ, ფსევდოლიბერალიზმი განაგდონ და ჭეშმარიტებას ეზიარონ!- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოცოალურ ქსელში წერს. "ექსპრესნიუსი" კობახიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  "ფსევდოლიბერალი ნაციონალების ერთ-ერთმა საყვარელმა მწერალმა ქართულ შობას, რომელიც სამოქალაქო კალენდრით 7 იანვარს, იულიანური კალენდრით კი - 25 დეკემბერს აღინიშნება, რუსული შობა უწოდა. ამ კაცს საერთოდ არ გამოვეხმაურებოდი, ის საქართველოელი ფსევდოლიბერალის ტიპური გამოვლინება რომ არ იყოს. ფსევდოგანსწავლული ფსევდომწერლის და მისი ფსევდოლიბერალი თაყვანის...

თუ საეკლესიო დღესასწაულთა თარიღე...

საეკლესიო დღესასწაულთა თარიღები დადგენილია ეკლესიის კანონიკურ იერარქთა ერთობის მიერ და თუ მათი ცვლილების გარდაუვალი აუცილებლობა დადგება, ეკლესია იმსჯელებს ამაზე,- ამის შესახებ ნათქვამია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის საშობაო გზავნილში. როგორც მეუფე გრიგოლი აღნიშნავს, "გაუმართლებელი და დაუშვებელია, რომ აღნიშნული საკითხი  საერთო შიდა ეკლესიური ერთობისთვის საფრთხედ იქცეს". "ქრისტეს შობის მოახლოებისას ჩვენს საზოგადოებაში ყოველთვის აქტიურდება ხოლმე საეკლესიო კალენდრის თემა, გამოითქმის სხვადასხვა ვერსია და მოსაზრება, რასაც ამძაფრებს ხოლმე საახალწლო ზეიმთან დაკავშირებული უხერხულობები, რაც აწუხებს კიდეც ადამიანებს (მით უფრო, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავ...