წულუკიანი გელათის საკითხზე - ნებ...

ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, სასამართლოში დასრულდება, - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც წულუკიანი აღნიშნავს, ის ვერავის მისცემს უფლებას, რომ იმ სამინისტროს თანამშრომლებს მიაყენოს შეურაცხყოფა, რომელსაც აღნიშნულ საკითხში ბრალი არ მიუძღვის. "მე ვაპირებ და ასეთი დავალება აქვთ ჩემს თანამშრომლებს, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება დასრულდება სასამართლოში. იმიტომ, რომ ამის მოთმენას მე პირადად აღარ ვაპირებ. როგორც იუსტიციის სამინისტროში, ისე აქ, ...

ლევან ხაბეიშვილი - გამარჯვებისთა...

„ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების კოალიცია“, გამარჯვებისთანავე, ოზურგეთში ააშენებს ყველაზე დიდ აეროპორტს დასავლეთ საქართველოში, რომელიც იქნება ჰაბი და შექმნის მაღალანაზღაურებად ათიათასობით სამუშაო ადგილს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „ჰპარავს შესაძლებლობას მოქალაქეებს, ჰქონდეთ ღირსეული შემოსავალი და სამუშაო ადგილები". „ოზურგეთში მოსახლეობის 30 პროცენტი, 25 000 ადამიანი, ფაქტობრივად, გაიქცა ქვეყნიდან უკანასკნელ ხუთ წელიწადში. ოზურგეთში 50 პროცენტს მოსახლეობის არ აქვს წყალი, 53 პროცენტი...

თბილისში, ორხევის დასახლებაში ავ...

თბილისში, ორხევის დასახლებაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ამასთან ერთად არიან დაშავებულებიც. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებ...

აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ლეგიონის“ ავრცელებს. როგორც „ქართული ლეგიონი“ წერს, ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია „ქართული ლეგიონის“ შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ. „ქართული ლეგიონი“ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ...

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაციის სურვილს გარკვეული დროის განმავლობაში არცერთი კომპანია გამოთქვამდა, რის გამოც, პროცესი დროში გაიწელა. „მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სადგურის რეაბილიტაციის პროცესში, გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემა ფიქსირდებოდა, რადგან არცერთი კომპანია არ გამოთქვამდა სურვილს ტენდერში მონაწილეობა მიეღო. სავარაუდოდ, არავის უნდოდა პასუხისმგებლობის აღება ამხელა მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაზე, თუმცა მოიძებნა კომპანია, რომელიც ამჟამად ასრულებს სამ...

ბაზისბანკის და AzRy-ის პარტნიორო...

ბაზისბანკი და ქართულ ტექნოლოგიურ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი IT კომპანია AzRy წელიწადზე მეტია წარმატებით თანამშრომლობენ, ბანკის მიერ კომპანიის პროგრამული გადაწყვეტილებების გამოყენების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად უმარტივებს ბაზისბანკის მომხმარებელს სხვადასხვა საბანკო სერვისებით სარგებლობას. ბაზისბანკსა და AzRy-ს პარტნიორობის შედეგად ბოლო ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ბანკში დაინერგა, არის ფულადი გზავნილების მოდული, რაც გულისხმობს ბანკის ფილიალებში გზავნილის მარტივ, ერთ სივრცეში მართვას როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების კუთხით. ბაზისბანკის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მიიღოს თანხა დროის მოკლე მონაკვეთში სალაროს მეშვეობით ან დაირიცხოს გზავნილი ბაზისბანკში არსებულ პირა...

გუდაური-კობის მონაკვეთზე გარკვეუ...

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. "მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე - მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

კალაძის განცხადებით, თბილისში სა...

თბილისის მერიის მუნიციპალურმა სერვისების განვითარების სააგენტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მუშაობა დაიწყო ახალ საპილოტე პროექტზე, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების მონტაჟს ითვალისწინებს.  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  „ქალაქში ბოლო პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხრიდან გახშირდა ხმაურისთვის დაწესებული ნორმების დარღვევა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საღამოსა და ღამის საათებში. აღნიშნული პრობლემით წუხდება მოსახლეობა. საღამოს, ღამის საათებში, როდესაც ადამიანი ისვენებს, ხმაურიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები დისკომფორტს უქმნიან. აქედან გამომდინარე, თბილისის მ...

კალაძე - დაპირებისამებრ, წერეთლი...

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საგზაო სამუშაოები 31 იანვრის საღამომდე დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.  მისი თქმით, გამზირზე საავტომობილო მოძრაობა 1-ელი თებერვლიდან ორმხრივად აღდგება. „დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, რომ 31 იანვარს წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები დასრულდებოდა და 1-ელი თებერვლიდან მოძრაობა ორმხრივად აღდგებოდა. გამზირზე სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, რაც საღამომდე დასრულდება. პარალელურად, ხორციელდება დასუფთავების სამუშაოები, ხვალიდან კი მოძრაობა ორმხირვად აღდგება. კიდევ ერთი განახლებული გამზირი შეემატა ჩვენს ულამაზეს ქალაქს, რაც რასაკვირველია, ყველას გვახარებს,...

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშ...

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს ისინი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციასა და შენობის დემონტაჟის შესახებ მთავრობის განკარგულების შეჩერებას, ბათილად ცნობას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ დემონტაჟის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე მიიღო. სარჩელს კლინიკის 200-მდე თანამშრომლის ხელმოწერა ერთვის. ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ​რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი საავადმყოფო აშენდება.

რიკოთზე გადაადგილებას სატვირთო ტ...

რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, სატვირთო ავტოტრანსპორტს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გადაადგილება დღეიდან შეეძლება. "ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რიკოთის არსებული (ძველი) გზის 149 კმ-თან მოეწყო შემოსავლელი გზა, რომელზეც გადაერთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 იანვრიდან რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში",- აღნიშნული...

აფრიკის დასახლებაში, პლასტმასის ...

ქალაქ თბილისში, რქაწითელის ქუჩაზე მდებარე საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. "ადგილზე, უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. უწყვეტი მუშაობის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლიკვიდაცია. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

კალაძე - წერეთლის გამზირზე საგზა...

დღისა და ღამის განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წერეთლის გამზირიდან „ფეისბუქის“ პირდაპირ ჩართვაში განაცხადა. კალაძის თქმით, ამჟამად, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის მესამე ფენა იგება. „ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო წერეთელზე, განსაკუთრებით მიწის ქვემოთ. როგორც იცით, კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილი და განახლებულია. საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა, როგორი ინფრასტრუქტურა იყო მიწის ქვემოთ, როგორი მილებით მიეწოდებოდა წყალი აქ მცხოვრებ ადამიანებს. ეს ყველაფერი განახლებული და მოწესრიგებულია“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ტროტუარებზე უკვე მო...

„საქართველოს ფოსტის“ ინიციატივით...

"საქართველოს ფოსტის" ინიციატივით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლებლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა.  "საქართველოს ფოსტის" ცნობით, ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა. "ღონისძიების ფარგლებში, "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ  რექტორს, გიორგი შალუტაშვილს უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღ...

„საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცი...

"საქართველოს რკინიგზის" დელეგაცია, გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით, ანკარაში  ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) მმართველი და საერთო კრების შეხვედრებს დაესწრო. "საქართველოს რკინიგზის" ცნობით, "შუა დერეფნის" მონაწილე ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციების, საპორტო ინფრასტრუქტურის და საზღვაო გადამზიდავების ხელმძღვანელებმა  2023 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და შედეგები წარადგინეს, ასევე 2024 წლის გეგმებზე ისაუბრეს. "ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტისადმი მიძღვნილი "მრგვალი მაგიდაც" გაიმართა. დისკუსიებში, რომელიც "შუა დერეფანში" არსებულ გამოწვევებ...

მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტ...

მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. მოსული უხვი ნალექის შედეგად, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა 30-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც იმყოფებოდა 90-მდე ადამიანი. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მეხანძრ...

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპო...

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. "რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია",- აღნიშნულია გზების დეპარტამენტის ინფორ...

საპატრიარქო გამოსახლებაზე - აღნი...

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კეკელიძის ქუჩაზე მომხდარს ეხმიანება. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, აღნიშნული შემთხვევა ნამდვილად ტრაგიკულია და საცხოვრებელი სახლით სასესხო უზრუნველყოფის საკითხის საკანონმდებლო დარეგულირების აუცილებლობაზე მეტყველებს. „გულისტკივილით ვადევნებდით თვალს კეკელიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს. აღნიშნული შემთხვევა ნამდვილად ტრაგიკულია და საცხოვრებელი სახლით სასესხო უზრუნველყოფის საკითხის საკანონმდებლო დარეგულირების აუცილებლობაზე მეტყველებს. იმედია, მოხდება კანონის შესაბამისი ცვლილება, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დაცული იყვნენ საცხოვრებლიდან გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენისაგან“, - აცხადებენ საპატრიარქოში....

სუს-ი - საქართველოს პრეზიდენტის ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთა. აღნიშნულ ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს. სუს-ის ცნობით, მიმდინარეობს ინციდენტის კვლევის დამატებითი მოქმედებები აღნიშნული ვებგვერდის სხვა მოწყვლადობებზე შემოწმების, ასევე, დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთა, რომლის შედეგად ვებ გვერდზე www.president.ge განთავსებული ინფორმაციის მთლიანობა და ავთენტურობა დაირღვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენ...

„ლიბერთი“ განათლებისთვის - „ლიბე...

ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს (www.finedu.gov.ge), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მასწავლებლებისათვის ორგანიზებული კონკურსის "ფინანსური განათლება სკოლაში" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც კონკურსის გამარჯვებული მასწავლებლები დაჯილდოვდნენ. ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე საფინანსო და სადაზღვევო სექტორებთან.  მასწავლებელთა კონკურსი გასული წლის ივნისში გამოცხადდა. კონკურსის პირობების თანახმად, დაინტერესებულ მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გ...