ჩემი შვილის ერთადერთი დანაშაული ...

ჩემი შვილის ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ თავისი ქვეყანა არ ჩააბარა რუსეთს 2008 წელს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, საქართველოსთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინები აღარ აქვს. "მე პრეზიდენტს არაფერს არ ვუპასუხებ, უბრალოდ, იცით რაშია საქმე? მე მიმაჩნია, რომ ჩემი შვილის ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ თავისი ქვეყანა არ ჩააბარა რუსეთს 2008 წელს. აი, ეს არის მისი დანაშაული როგორც გამოირკვა, მეტი არავითარი დანაშაული მე არ მაგონდება. ყველა ადამიანს აქვს უფლება, გააკეთოს თავისი არჩევანი, ყველას თავისი ღირებულებები აქვს, მორალი აქვს. ამ ქვეყანასთან დაკ...

საქართველოდან თურქეთში მაშველთა ...

საქართველოდან თურქეთში დამატებით 40 მეხანძრე-მაშველი გაიგზავნება. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 40-კაციანი ჯგუფი სტიქიის ზონაში გაგზავნილ ქართველ მეხანძრე-მაშველთა ძირითად ჯგუფს უახლოეს პერიოდში შეუერთდება. "მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქალაქ ადიამანში, საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველის გაგზავნის შესახებ, რომლებიც უახლოეს პერიოდში შეუერთდებიან მეხანძრე-მაშველთა ძირითად ჯგუფს. ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით. სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტ...

საგარეო - თურქეთში 6 საქართველოს...

თურქეთში 6 საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გავრცელებული განცხადების მიხედვით, სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელის, მათი მდგომარეობისა და საჭიროებების დადგენის მიზნით, დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან. "თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს 2023 წლის 6 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს საელჩო გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. სტიქიის ...

ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი მინ...

ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი მინდია გორაძე (ლავასოღლი) ალბანეთში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ალბანეთის პოლიცია ავრცელებს. პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვიგებთ, რომ მინდია გორაძე ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში იმალებოდა, ყალბ პასპორტს იყენებდა და თავს უკრაინელ მოქალაქედ ასაღებდა. მას ბრალად ედება დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობა, საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და იარაღის უკანონოდ შენახვა ტარება.   42 წლის მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციის პროცედურები დაწყებულია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 42 წლის მინდია ლავასაღოღლის სასჯელის მოხდის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან ექსტრადაციის პროცედურები დაწყებულია, 

საქართველოს ელჩი თურქეთში - დილი...

დილით 10 მოქალაქე დაგვხვდა დაკარგულთა სიაში, აქედან, საბედნიეროდ, 7 ვიპოვეთ და სამის კვალს ვეძებთ და იმედია, მათაც ვიპოვით, - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ  "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილთა გადმოსვენების პროცესი დაწყებულია, მაგრამ ძალიან რთული პროცედურაა, ვინაიდან ადგილზე შექმნილი ვითარების გამო პროზექტურებთან კავშირი ჭირს, აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ გადმოსვენების პროცედურას სტანდარტულზე მეტი დრო დასჭირდეს. "გამოკითხვის შემდეგ, დილით 10 მოქალაქე დაგვხვდა დაკარგულთა სიაში, აქედან, საბედნიეროდ, 7 ვიპოვეთ და სამის კვალს ვეძებთ და იმედია, მათაც ვიპოვით. ამ 7 მოქალაქიდან 3 უკვე ქალ...

საქართველოს გზების ნაწილზე, ინტე...

საქართველოს გზების ნაწილზე, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. აღნიშნულ ინფორმაციას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის შემდეგი სახის შეზღუდვები მოქმედებს: გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება  თავისუფალია. ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპ...

პრეზიდენტი - ამ მძიმე დროს საქარ...

ამ მძიმე დროს საქართველო დგას თურქი ხალხის გვერდით,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას. ზურაბიშვილმა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მოუსამძიმრა და შემთხვევის ადგილზე მყოფებს გამძლეობა უსურვა. "ვგლოვობთ კარამანმარასში [თურქეთში] მომხდარი სასიკვდილო მიწისძვრის დროს ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვას.  ამ მძიმე დროს საქართველო დგას თურქი ხალხის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ შემთხვევის ადგილზე მყოფებს",- წერს ზურაბიშვილი.  შეგახსენებთ, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.&nbs...

ღარიბაშვილი - თურქი ხალხის გვერდ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, მთავრობას და თურქ ხალხს კაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თანაგრძნობას უცხადებს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის ნებისმიერი საჭირო დახმარების აღმოსაჩენად. „უდიდესი თანაგრძნობა მსურს გამოვხატო თურქი ხალხის, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი კაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ აღმოვუჩინოთ მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება",- წერ...

ალასანია სააკაშვილზე - საშინელი ...

ადამიანი აღარ არსებობს - არის ერთი ჯოხი, ჩხირი, რომელიც ვერაფერს ვერ ჭამს და ვეღარ მოძრაობს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საერთაშორისო გამოხმაურებები არ წყდება. "საშინელი მდგომარეობაა - ჯანმრთელობაზე უკვე აღარ არის ლაპარაკი, ადამიანი უკვე აღარ არსებობს. არის ერთი ჯოხი - ჩხირი, რომელიც ვერაფერს ვერ ჭამს და ვეღარ მოძრაობს... ზუსტად იგივე საჭმელი მოვიტანე, რაც ყოველ დილით მომაქვს... ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, ევროკავშირმა მიიღო. საგანგებო სხდომა ჩატარდა. აპირებენ, რომ კიდევ მიიღონ რეზოლუცია. უკრა...

ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ...

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია.  ქართველმა ფალავანმა, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ფინალში ბრაზილიელი მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მანამდე კი, ნახევარფინალში შავთადუაშვილმა სამხრეთ კორეელ მეტოქეს სძლია. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარულმა ძიუდოისტმა გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო.

„ვივამედის“ ექიმები მუდმივი წნეხ...

ჩემი ექიმები, ჩემი მედდები, რომელთაც ჰყავთ ოჯახები, მუდმივი წნეხის პირობებში იმყოფებიან. მათ პირად შეტყობინებებში აყენებენ შეურაცხყოფებს, არის მუქარები და ჩვენ ეს შეგვიძლია წარმოვადგინოთ, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განაცხადა. როგორც ნადირაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესზე თქვა, მესამე პრეზიდენტის მკურნალობასთან დაკავშირებით პოლიტიკური მდგენელი არსებობს, რაც კლინიკას "ბევრი მიმართულებით ხელს უშლის". "ამ პაციენტის მკურნალობაში, მთავარი არის ის, რომ არის დიდწილად პოლიტიკური მდგენელი, რაც რა თქმა უნდა, ხელს გვიშლის ძალიან ბევრი მიმართულებით. პირველივე დღიდან არის წნეხი, პირველივე დღ...

NDI - მოსახლეობის 81% მხარს უჭერ...

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, NATO-ს მხარდაჭერა საქართველოში სტაბილურად მაღალია. კვლევის თანახმად, მოსახლეობის 73% თვლის, რომ საქართველო NATO-ს წევრი უნდა გახდეს, 14% წინააღმდეგია, ხოლო 11%-მა არ იცის.  კვლევის თანახმადვე, ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდა და ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა. მოსახლეობის 81% თვლის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, 9% წინააღმდეგია, ხოლო ასევე 9%-მა არ იცის. ცნობისთვის, NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგების ანგარიში  2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 519 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/-...

NDI - მოსახლეობის 51% მთავრობის ...

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ  გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 51%  მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს. შეკითხვაზე, "როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას", პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 51% - კარგად  39% - ცუდად  8% - არ ვიცი  2% - უარი პასუხზე  ცნობისთვის, NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგების ანგარიში  2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 519 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6 

ჩხაიძე - მივმართავ „ემპათიას“ და...

მივმართავ ორგანიზაცია "ემპათიას" და მის ხელმძღვანელს პირადად - ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს, - ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ჩხაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, მიხეილ სააკაშვილი პარენტერალურ კვებასთან, კალორიებსა და მედიკამენტებთან დაკავშირებით სწორედ "ემპათიას" ექიმების რეკომენდაციებს ასრულებს. "მე მინდა გავაკეთო ასეთი განცხადება - ჩვენ, დღევანდელ დღემდე, ვერიდებოდით კოლეგების მისამართით ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას. ჩვენ ყოველთვის ვიცავთ კოლეგიალობის პრინციპს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. იძულებული ვარ, ყველას გასაგონად ვთქვა ის, ...

„ლიბერთი“ განათლებისთვის - „ლიბე...

ათასწლეულის ფონდი აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2023 წლისთვის. კონკურსის პირველ ადგილზე გასული გუნდი 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში და მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის ბანაკში. მეორე ადგილზე გასულ გუნდს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის iD Tech ბანაკში გააგზავნის, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი, ლიბერთი ბანკის დაფინანსებით, შვეიცარიაში ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს მოინახულებს.   წელს, პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებულნი არიან 2006 წლის 2 აპრილიდან - 2010 წლის 1 აპრილის პერიოდში. კონკ...

საპატრიარქოს პასუხი კულტურის სამ...

ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე და აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს, ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო კულტურის სამინისტროს განცხადებას, რომელმაც კვლევას პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებული უწოდა. განცხადების მიხედვით, საპატრიარქომ მრავალი უცხოელი სპეციალისტის დასკვნასთან ერთად, საჭიროდ მიიჩნია, რომ პროფესიული დასკვნა წარმოედგინა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს, რომელსაც ჩვენი ეროვნული კულტურის შესწავლისთვის ფასდაუდებელი სამუშაო აქვს შესრულებული. საპატრიარქომ დასძინა, რომ კულტურის სამინისტროს მიერ გაკეთებ...

თუ სურს, მკურნალობა გააგრძელოს რ...

თუ პაციენტს სურს, რომ მკურნალობა გააგრძელოს რეანიმაციულ განყოფილებაში მიუხედავად იმისა, რომ პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში ყოფნას, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ, - ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა.  როგორც ჩხაიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს "ამის სურვილი ნაკლებად აქვს". "გუშინ დილიდანვე, როგორც ყოველდღიურად ხდება, კონსილიუმი შეიკრიბა, ინახა პაციენტი სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ. შეფასდა მისი მდგომარეობა და გრძელდებოდა მკურნალობა ინტენსიურ პალატაში, რომელშიც ის იმყოფება ახლა. მიუხედავად იმისა, რომ პარამეტრები გუშინაც და დღესაც ა...

თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძ...

თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს, გადააჭარბებს სხეულის მასის ინდექსს და 52 კგ-ზე ნაკლებზე ჩამოვა, მოკვდება, - ამის შესახებ ექიმმა-ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, წულაძემ თქვა, რომ კახექსია დემენციაზე მძიმე დაავადებაა. "კახექსია თავისთავად ძალიან მძიმეა, რაც მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას მკვეთრად შეეხება. დემენციაზე უფრო მძიმე კახექსიაა. წერია ერთ-ერთ დასკვნაში - თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს და 52 კგ-ზე ნაკლებზე ჩამოვა, მერე მოკვდება ადამიანი და მეტს ვეღარ გაუძლებს", - თქვა თენგიზ წულაძემ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს ...

„ბიზნეს დიალოგი“ - ლიბერთის ინიც...

,,გაზარდე შენი ბიზნესი" კამპანიის ფარგლებში  ლიბერთი პარტნიორებთან ერთად, მარნეულში, ქვემო ქართლის რეგიონის აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ,,ბიზნეს დიალოგის" სპიკერებმა, ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სახელმწი-ფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში", ,,მერსი კორფსისა" და ,,ნიუ ვიჟენ" დაზღვევის წარმომადგენლებმა, ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარები-სთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე, რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი. ,,ლიბერთის ,,ბიზნეს დიალოგი"-ს მიზანია, რეგიონებში უშუალო შეხვედრები როგორც არსებულ, ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმა...

მეტროსადგური „ვარკეთილი“, სარეაბ...

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარე წლის 9 თებერვალს დაიწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“ განახორციელებს, ხოლო პროექტის ღირებულება 13,4 მლნ ლარს შეადგენს. „ვიწყებთ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციას. აქ თბილისის წინა მთავრობის პერიოდში, გარკვეული სამუშაოები განხორციელდა, თუმცა, გვახსოვს რა სავალალო შედეგი მოჰყვა - ჭერის ჩამონგრევა. მას შემდეგ მეტროსადგურის მოწესრიგება ვერ მოხერხდა. იყო ბევრი პრობლემა კომპანიებთან, პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით. ვიღებთ კრიტიკ...