მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ცნობისთვის, მამუკა ონაშვილი ავარიაში 31 ივლისს მოყვა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
10-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რეაბილიტაციის გამო, ავიაკომპანია Wizz Air ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს. ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ ტელეკომპანია BMG-ის ეთერში განაცხადა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია იგეგმება ამ მიზეზის გამო, 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით ფრენები ვერ შესრულდება და აეროპორტი ორი კვირით დაიხურება. სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ნაწილს - დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული გეგმური რეაბილიტაცია. "იყო სახელმ...
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „ანა“ დააფუძნა. კონკურსის პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი ლიტერატურული კონკურსი, რომელიც ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება და ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება, ყოველწლიურად, ივლისის თვეში გამოცხადდება და მისი ძირითადი მიზანია ქალი ავტორების ხელშეწყობა, წარმოჩენა და წახალისება. ამასთან, ერთი ნომინაცია შეეხება როგორც ქალ, ისე მამაკაც ავტორებს და გაიცემა ნაწარმოებისათვის, რომელიც ქალის თემას ეძღვნება. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრ...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხის შემთხვევაში, ასევე, მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრებას. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავსი დარღვევებისთვის, პირველ შემთხვევაში, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 5 000 ლარი იქნება, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი. „არაერთხელ გვითქვამს, რომ დედაქალაქში მწვანე ნარგავების მოვლა, შენარჩუნება, მათი განახლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბოლო წლებში, 2017 წლიდან დღემდე, საზოგადოება ხედავს, თუ რამდენი კარგი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულე...
ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 7 812 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სულ ჩატარდა 72 073 ტესტი, საიდანაც 4 979 შემთხვევა თბილისში დადასტურდა. ასევე, 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ კი, 4 764 შეადგინა. 7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია- 10.84%, ბოლო 14 დღის - 9.55%
აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო - სამეურნეო სავარგულებზე. უწყების ცნობით, რისკის შემცველია საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რომლებსაც თვითაალება ახასიათებთ. "აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის...
დონეცკის ოლქში, ჩასოვოი იარში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 11 ივლისს 08:45 საათის მონაცემებით 18 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. მაშველების ცნობით, შემთხვევის ადგილი 137 ტონა სამშენებლო ნანგრევისგან გაიწმინდა. დემონტაჟის პროცესში ნანგრევებში მოყოლილ ორ პირთან კონტაქტი დამყარდა. რუსეთის ფედერაცია დონეცკის რეგიონს თავს დაესხა, მინიმუმ 30 ადამიანი, მათ შორის 9 წლის ბავშვი, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ განაცხადა. მისივე თქმით, მაშველები ნანგრევე...
საქართველოში 10 წუთის ინტერვალით კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტირს წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრები თბილისის დროით 10:14 საათსა და 10:24 საათზე საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა. შეგახსემენთ, რომ საქართველოში 4.8 და 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრები მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები სოფელ სამებასთან, 03:36 საათსა და 05:10 საათზე დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მოგვიანებით კიდევ ორი - 3.1 და 3.3 მაგნიტუდის მიწისძვრები დააფიქსირეს.
უკრაინაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა გოგოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ასევე რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი მოხალისე, რომეო ფარულავა ავრცელებს. მისი თქმით, კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა, რა დროსაც რუსების მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. ცნობისთვის, რუსების მიერ უკრაინაში წარმოებულ აგრესიულ ომსს 17 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
ძალადობრივი ანატომია - 1 წელი 5 ივლისის მოვლენებიდან“,- ამ სათურით აქვეყნებს მედიის განვითარების ფონდი ანგარიშსს, სადაც 2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზეა საუბარი. ანაგრიშის მიზანია, იმ ჯგუფების შესწავლა, რომლებიც 2021 წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში ძალადობრივი პროტესტის და ჟურნალისტებზე ორგანიზებული ძალადობის შედეგად გამოჩნდნენ. მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ანგარიშის პირველი ნაწილი აქციის მონაწილეთა პროფილებს დაეთმობა, მეორე ნაწილი კი პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნილ ალტ-ინფოს, რომელიც ასპარეზზე ქვეყნის პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის გზით, დღის წეს...
„ჯპს ლაბში“ ნებისმიერ ლაბორატორიულ გამოკვლევაზე 50% ფასდაკლება მოქმედებს ჩაიტარე გამოკვლევები კომფორტულ და თანამედროვე ლაბორატორიულ სივრცეში და გადაიხადე საფასურის მხოლოდ ნახევარი ჯპს ლაბის ორ ფილიალში: ყიფშიძის 7 დოლიძის 11 აქცია მოქმედებს ივლისის თვეში. დაკავშირება შეგიძლიათ შემდეგ ნომერზე : 2 71 07 07
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე იძლევა რეკომენდაციას, რომ დახურულ სივრცეებში მოქალაქეებმა ისევ პირბადის ტარება დაიწყონ. როგორც გამყრელიძემ "პირველს არხთან" საუბრისას განაცხადა, კორონავირუსის ახალ შემთხვევათა რაოდენობა თითქმის ორ-ნახევარჯერ არის გაზრდილი, რაც „ომიკრონის“ ახალ ქვეშტამებს უკავშირდება. „მარტო საქართველოში არ ხდება. მთლიანად მსოფლიოში და ევროპის უმრავლეს ქვეყნებში, 42 ქვეყანაში იყო შემთხვევების ზრდა. ეს ძირითადად განპირობებულია „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამების, ე.წ. ბი-ეი-4 და ბი-ეი-5 -ის ცირკულაციით, რომელიც ხასიათდება უფრო მაღალი გადამდებლობით, ვიდრე მისი წინამორბედები, მაგრამ აგრესიულობა ...
„ჩვენ ღირსეულად უნდა ვემსახუროთ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამგეობების ექვსთვიანი მუშაობა შეაჯამა. მისი თქმით, დედაქალაქის გამგეობები გზებისა და კეთილმოწყობის მიმართულებით, 99-100%-ით ასრულებენ სამუშაოებს. „მინდა, ანგარიში ჩავაბარო საზოგადოებას გამგეობების მუშაობის თვალსაზრისით. გზებისა და კეთილმოწყობის მიმართულებით, სამუშაოები 99-100 პროცენტით სრულდება, რაც ძალიან კარგია. რამდენიმე გამგეობას უფრო მეტის გაკეთება სჭირდება, გზების ნაწილში აქვს ჩამორჩენა, თუმცა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. თბილისელების წინაშე უდიდესი პასუხისმგ...
თითოეული დასაქმებულისთვის თავისუფალი სივრცე უნდა იყოს მინიმუმ 2მ2. მამაკაცებისა და ქალებისთვის საპირფარეშოები უნდა იყოს გამიჯნული,- მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც დამსაქმებელს ავალდებულებს სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები დააკმაყოფილოს კანონის მესამე მუხლით განსაზღვრულია, ზოგადი მოთხოვნები სამუშაო სივრცისადმი: არსებობის შემთხვევაში, მუდმივად შენარჩუნდეს საევაკუაციო გასასვლელები და მათკენ მიმავალი გზები, წინაღობებისა და დაბრკოლებების გარეშე. უზრუნველყოს სამუშაო სივრცისა და სივრცეში არსებული მოწყობილობებისა და დანადგარების ტექნიკური გამართულობა უზრუნველყოს უსაფრთხოების მოწყობილობებისა და დამცავი აღჭურვილობის რე...
ჟურნალისტთა უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის,- ასე გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია 5 ივლისის მოვლებენიდან გასულ ერთ წელს. როგორც ქარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ აგრესიული რიტორიკით საუბარს მედიის წარმომადგენლებთან და კვლავაც გამოუძიებელია მედიაზე თავდასხმის ათობით საქმე „დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. მოძალადეები თავს დაესხნენ თბილისი ...
5 ივლისს “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრის ეპიზოდში ბრალდებულებულები 5000 ლარით დააჯარიმეს,- ამის შესახებ ინფორმაციას „სირცხვილიას“ თანადამფუძნებელი მარიამ კვარაცხელია ავრცელებს. მისივე თქმით, სასამართლომ მათ ქმედებაში დევნა და ორგანიზებული დანაშაული ვერ დაინახა. სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებისას არ გაჟღერებულა 53-ე პრიმა მუხლი , რაც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს გულისხმობს. "5 ივლისს “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრის ეპიზოდის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ამ წუთებში. დასკვნით სიტყვებს ამბობენ მხარეები. ვნახოთ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს თუ არა დღესვე. ხვალ 5 ივლისია… Update: 5000-5000 ლარიანი ჯარიმები. დევნ...
შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ - ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი,- აღნიშნულის შესახებ მიმართვას საქართველოში აშშ-ს საელჩო LGBTQ+ საზოგადოების მიმართ ავრცელებს.. საელჩოს განცხადებით, ის რჩება LGBTQ+ საზოგადოების გვერდით, მიმდინარე ბძოლაში შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ. „ამ თვეში ჩვენ შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ. შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ - ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი. დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით მათ მიმდინარე ბრძოლაში შეუმწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ“,-...
უმნიშვნელოვანესია, შსს-ს ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს,- ასე გამოეხმაურა თბილისი პრაიდი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ისინი მიირებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას პრაიდის ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება. თბილისი პრაიდის განცხადებით, ასევე უმნიშვნელოვანესია, შშს-მ დააკავოს 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ მუქარას. „უმნიშვნელოვანესია, შსს-ს ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს და უწყებამ კვირეულის ღონისძიებების უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში ჩატარება უზრუნველყოს!. უმნიშვნელოვანესია, შშს-მ დააკავოს 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძე...
G7- ის სამიტზე ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ მზად ვართ გავუწიოთ მეტი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა, მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინას. ჩვენ ასევე მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინის რეკონსტრუქციას,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. მისივე თქმით, პარტნიორი ქვეყნები საერთო მიზანს ემსახურებიან,- „გამოვრიცხოთ ჟანგბადი რუსეთის საომარი მანქანიდან, ისე რომ ვიზრუნოთ ეკონომიკაზე“ " G7 ქვეყნებში, ჩვენ ყველას გვაქვს ერთი და იგივე მიზნები: გამოვრიცხოთ ჟანგბადი რუსეთის საომარი მანქანიდან ჩვენს ეკონომიკებზე ზრუნვის დროს.ევროკავშირი გრძელვადიან პერსპექტივაში #უკრაინის გვერდით დადგება.დავიცვათ მისი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა ...
დაკავებულია პირი, რომელმაც 3 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს უწყების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 1996 წელს დაბადებულ გ.ვ.-ს, 1991 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს, 1987 წელს დაბადებულ ე.ჩ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. "თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი- სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ., თბილისში დააკავეს,"- ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავ...