ხასაია - მიუხედავად ყველაფრისა, ...

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს, რომ მას სასამართლომ 2 600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.  ბრალდების მხარის მტკიცებით, გელა ხასაია პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა და სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.  "მიუხედავად ყველაფრისა დამაჯარიმეს 2600 ლარით. სპექტაკლი დასრულებულია", - წერს ხასაია.  შეგახსენებთ, გელა ხასაია 16 აპრილს, “უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.

ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის პენ...

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. გრიგორიადისს სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ოჯახის წევრები, უფლებადამცველები და ახლობლები დახვდნენ. აღსანიშნავია, რომ ლაზრე გრიგორიადისმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება მას შემდეგ დატოვა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მისი შეწყალების აქტი გამოსცა. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადსს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 აპრილს მიუსაჯა. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გრიგორიადისის შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იმავე დღეს მიიღო.​

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირე...

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისების ნიშნავს. საქართველოს რკინიგზა დამატებული რეისების მოძრაობის განრიგს აქვეყნებს. „ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით – ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, - ნათქვამია რკინიგზის ინფორმაციაში.

ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს...

ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის, ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს. „საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას. სწ...

სახალხო დამცველმა გენდერული კვოტ...

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დასკვნის მოსამზადებლად ეუთო/ოდირს მიმართა. ამის შესახებ განცხადებას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. აპარატის განცხადების თანახმად, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნების გამოქვეყნებამდე არ მისცეს. "ზემოაღნიშნული კანონპროექტის შესახებ საზოგადოებისთვის 1-ელ აპრილს გახდა ცნობილი და დაჩქარებული წესით განხილვის შედეგად 4 აპრილს ის უკვე სამივე მოსმენით იყო მიღებული. კანონპროექტს სახალხო დამცველი საჯარო განცხადებით გამოეხმაურა და ნეგატიურად შეაფასა. 17 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაად...

კობახიძე - როგორც ფეხბურთში ერკვ...

როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა, როგორც ჩანს, პოლიტიკაში „თბილისის დინამოს" მფლობელი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ადამიანებს, ვინც დღეს „თბილისის დინამოს" ხელმძღვანელობაშია, დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა უნდოდათ, რაც პრემიერის შეფასებით, „არის დამოკიდებულება, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა". „მინდა დავაანონსო ახალი მეგაპროექტი - ჩვენ წინა მთავრობის სხდომაზე გვქონდა საუბარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის შესახებ. დღეს გვინდა მნიშვნელოვანი სიახლე გაგაცნოთ, რომელიც ამ შემთხვევაში სპორტს უკავშირდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სპ...

პრემიერი - თბილისში სტადიონი აშე...

გვინდა, ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც გათვლილი იქნება 70 ათას მაყურებელზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  როგორც კობახიძემ აღნიშნა, სტადიონის სავარაუდო ლოკაცია ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია იქნება. „სტადიონი იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის „სჩემპიონთა ლიგის" ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. მოგეხსენებათ, ბრიტანული სტილის სტადიონებს არ აქვს სარბენი ბილიკები, ასეთ დროს მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის. ეს ყველაფერი გუნდის წარმატებაზე კიდ...

ბბ დაზღვევის მოგება 2023 წელს 44...

ბბ დაზღვევა საქართველოს სადაზღვევო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და სტაბილური კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს და ქმნის ღირებულ, მომხმარებელზე ორიენტირებულ კორპორაციულ და საცალო სადაზღვევო პროდუქტებს. 2023 წელს, ბბ დაზღვევის წმინდა მოგებამ 3.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 44%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (IFRS სტანდარტით). ბბ დაზღვევის მიერ მოზიდული პრემია 20.6 მილიონ ლარს შეადგენს, პრემიის ზრდა 2022 წელთან შედარებით კი 20%-ს შეადგენს. 2023 წლის ბოლოსთვის უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 9.3% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 21.9%. აღსანიშნავია, რომ ბბ დაზღვევა მომგებიანობის ჭრილში სექტორზე მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს (2023 წელს, სადა...

თბილისში საპროტესტო აქცია კვლავ ...

დედაქალაქში აქცია "არა რუსულ კანონს" მოძრაობა "ჯიუტის" და "დაფიონის" ორგანიზებით კვლავ გრძელდება. დედაქალაქში შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობა გამართეს, საიდანაც გმირთა მოედნის მიმართულებით განაგრძობენ მარშს. სტუდენტები და სხვადასხვა სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აცხადებენ, რომ აქცია უნდა გაიმართოს ყველა სახელმწიფო უწყების შენობასთან და პროტესტი არ უნდა შეწყდეს, იქამდე, სანამ მმართველი პარტია "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.

სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალებ...

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფლების, ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თამაზ ეცადაშვილი, ოთარ ტერაშვილი და ვალერი გიუნაშვილი თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუ...

საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმ...

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა დაფინანსება შეუწყვიტა. ამის შესახებ განცხადებას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელიც წელს, დეკემბერში 25-ე საიუბილეო გამოშვების ჩატარებას გეგმავს, ამ სუბსიდიის გარეშე კინოფესტივალს ჩაშლის საფრთხე. ემუქრება. საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა დაფინანსება შეუწყვიტა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელიც წელს, დეკემბერში 25-ე საიუბილეო გამოშვების ჩატარებას გეგმავს. ამ სუბსიდიის გარეშე კინოფესტივალს ემუქრება ჩაშლის საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება დაფინანსების არ-გამოყოფის შესა...

NGO-ები - მოვუწოდებთ საგამოძიებო...

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს კოკა კაციტაძეს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამაცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე,- ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 10 არასამათავრობო ორგანიზაცია ავრცელებს. როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, სამოქალაქო სექტორის ნაწილი ასევე მოუწოდებს კოკა კაციტაძეს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას გამოძიების დაწყებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. "24 საათზე მეტი გავიდა, რაც 2024 წლის 16-17 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის დაშლისას საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების ნაწილს. სა...

სახალხო დამცველის აპარატი, ელისა...

სახალხო დამცველის აპარატი, პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის, ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს. ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. "სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 17 აპრილის აქციაზე დაკავებული ერთი მოქალაქე მოინახულა. დაკავებული აცხადებს, რომ მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა. სახალხო დამცველის აპარატმა ასევე დაადგინა მეორე ადმინისტრაციული წესით დაკავეაბული მო...

ბაზისბანკის ყოველწლიური სტიპენდი...

ბაზისბანკი, განათლების მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში, მე-11 წელია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს სახელობით სტიპენდიას გადასცემს. სტიპენდიები ყოველ სემესტრში გაიცემა საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებზე. ბაზისბანკის სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების მხარდაჭერა და წახალისება, რომლებიც ამავდროულად ჩართულნი არიან კურიკულუმსგარე აქტივობებში.  საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ქართულ აკადემიურ სივრცეში. ბაზისბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა და ბანკის მიერ დაწესებული სასტიპენდიო პროგრამა კი, განსაკუთრებული შესაძ...

გიორგი მამარდაშვილი - საქართველო...

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ქვვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მამარდაშვილი სოციალურ ქსელში მცირე განცხადებას ავრცელებს. "საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის!"- წერს მამარდაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე. შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს, 15 აპრილს კი, მას მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. გუშინ, 16 აპრილს საკანონმდებლო ორგანოს პ...

ხვიჩა კვარაცხელია - საქართველოს ...

საქართველოს გზა ევროპაშია,- ამის შესახებ ეროვნული ნაკრების წევრი, ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია აცხადებს. კვარაცხელია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში მცირე განცხადებას ავრცელებს. "საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს",- წერს კვარაცხელია "ფეისბუქის" გვერდზე.  შეგახსნებეთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს, ...

ილია თოფურია - მტკივნეულია იმის ...

ევროპისაკენ სწრაფვით, ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის,- ამის შესახებ UFC-ს ჩემპიონი ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს. თოფურია საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებულ პროტესტს ეხმაურება და აცხადებს: "მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისათვისაც კი. მნიშვნელოვანია, რომ ქართველო ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა. ევროპისაკენ სწრაფვით, ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის",- წერს...

ბუდუ ზივზივაძე - არა რუსეთს - სა...

საქართველოს გზა ევროპაშია,- ამის შესახებ ეროვნული ნაკრების წევრი, ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე აცხადებს. ზივზივაძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში მცირე განცხადებას ავრცელებს. "არა რუსეთს. საქართველოს გზა ევროპაშია. მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას",- წერს ზივზივაძე.

ომბუდსმენის აპარატი - იზოლატორში...

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 15 აპრილის ღამეს დაკავებული 10 პირი მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. აპარატის ცნობით, დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფთაგან ერთი პირი მიუთითებდა პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე, რაზეც სურდა რეაგირება; აღენიშნებოდა დაზიანებაც. "შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებს აქციების მონიტორინგს და მანდატის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას ადამიანის უფლებადარღვევის ყველა ფაქტზე. უფლებადარღვევის შემთხვევ...

ვაჟა სირაძე - პარლამენტთან დაკავ...

პარლამენტთან დაკავებული არიან პირები, რომლებიც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა. როგორც სირაძე აღნიშნავს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულ პირთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. „დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს დაკავებულთა რაოდენობის შესახებ. დაკავებული არიან პირები, რომლებიც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს“, - განაცხადა სირაძემ.