კორონავისურით 86 ადამიანი გარდაი...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 86 პაციენტი . NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან  3 952 პირი გამოჯანმრთელდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუს...

ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 25 417-მდე გაიზარდა.  კოვიდ 19-ს კიდევ 4 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და დღემდე კორონავირუსით დაღუპულთა რიცხმა 384-ს მიაღწია. გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 63 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 16 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 24 პაციენტი მკურნალობს, ოჩამჩირეში - 23, გაგრაში - 16, ტყვარჩელში - 12, სოხუმში გახსნილ რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში კი - 70.

35 წლის ქალი კორონავირუსით გარდა...

თბილისში კორონავირუსით 35 წლის ქალი გარდაიცვალა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მათ დაწესებულებაში სხვა კლინიკიდან გუშინ გადაიყვანეს. „სავარაუდო დიაგნოზი იყო მიოკარდიუმის ინფარქტი. ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად ვერ მოხდა მდგომარეობის სტაბილიზაცია და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“,-აღნიშნავენ რესპუბიკურში.

ბათუმში კორონავირუსით 20 წლის გო...

ბათუმში კორონავირუსით 20 წლის გოგო გარდაიცვალა. გოგონა მკურნალობას კლინიკა „მედცენტრში“ გადიოდა. მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა და ის თავდაპირველად რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. „უტარდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა. ანამნეზში აღენიშნებოდა ჯანრთელობის სხვა პრობლემა. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მდგომარეობა მძიმდებოდა, პაციენტი გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე. პირველ სექტემბერს, 09.40 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - აღნიშნავენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

საქართველოში სულ 1 235 386 აცრაა...

2 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 235 386 აცრაა ჩატარებული. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  მათივე განმარტებით, 1 დოზით ვაქცინირებულია 813 601 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 28.5%, სრულად ვაქცინირებულია 421 785 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 14.8%. ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 23 916 ადამიანი აიცრა.

კორონავისურით 81 ადამიანი გარდაი...

დაავადეებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის  3 212  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 81 პაციენტი.  NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 5 017 პირი გამოჯანმრთელდა და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 502 534-მდე გაიზარდა.

გიორგი გახარია თბილისის მერობისთ...

გიორგი გახარიას თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.  „მე მინდა ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან, მეგობრებო, თქვენ საქმე გექნებათ პირადად ჩემთან და მე სოლიდარობის მიზნით, თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომლებსაც უაღრესად მძიმე პირობებში უწევთ დღეს ბრძოლა საქართველოს მოქალაქებიის ინტერესების დასაცავად, მე ერთი ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში", - განაცხადა გახარიამ.  ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის მერობის კანდიდატების, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და თბილის...

ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზა...

თუ საქართველოს სურს რუსეთთან ურთიერთობა დაალაგოს, მოსკოვი ამისთვის მზადაა.- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვმა   მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა "თუ საქართველოს ნამდვილად სურს, რომ დასავლეთის მფარველობის შენარჩუნების მცდელობაში არ გაათამაშოს რუსული კარტი, არამედ სურს ჩვენთან, როგორც მეზობლებთან ნორმალურად იცხოვროს, ამისთვის ნებისმიერ მომენტში მზად ვართ", - თქვა ლავროვმა.

ბათუმის სამგზავრო ავტობუსებში ვა...

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ადგილობრივი მთავრობის, ასევე ქ. ბათუმის მერიის მხარდაჭერით, იმუნიზაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. დღეიდან, ბათუმის ქუჩებში მოქალაქეები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, სპეციალურად მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში აიცრებიან. „ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ, მათ აცრა ორი ვაქცინით - „ფაიზერითა“ და „სინოვაკით“ შეეძლებათ. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე არის მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც. 1-ელ სექტემბერ 12:00 საათიდან, იმუნიზაციის პროცესი ინასარიძის ქუჩაზე მდებარე, სავაჭრ...

ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველ...

ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში 91 ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული. ჰოსპიტლის კოვიდდეპარტამენტის კურატორის, მერაბ ჩიქოვანის განცხადებით, ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების უმეტესობა ჟანგბადდამოკიდებულია. „გუშინ მორიგეობის განმავლობაში 3 პაციენტის სხვა საავადმყოფოში გადაყვანა მოხდა. ბინაზე გაეწერა 5 პაციენტი. პაციენტების მდგომარეობა მეტწილად არის საშუალო სიმძიმის, უმეტესობას მიეწოდება ჟანგბადი, ნაწილი არის უჟანგბადოდ და მზადდება ბინაზე გასაწერად“, - ამბობს ჩიქოვანი.

საქართველოში კორონავირუსის 3886 ...

დაავადეებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 3 886 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი.  NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 4 103 პირი გამოჯანმრთელდა. 

ორი დოზით აცრილი პირებისთვის იუს...

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ორი დოზით აცრილი პირები შეღავათებით ისარგებლებენ.  სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სრულად ვაქცინირებულები სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი – ნახევარ ფასად.  ორივე დოზით აცრილი პირები უსასყიდლოდ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ: ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა, უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება. სრულად ვაქცინირებული პირებისთვის კოვიდვაქცინის 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე: ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა, ID ბარათზე სერტიფიკატის განახლება სერვისებით სარგებლობა იუსტიციის სახლე...

COVID 19-ის პასპორტების გაყალბებ...

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, COVID 19-ის პასპორტების გაყალბებისა და გასაღების ბრალდებით 7 პირი დააკავეს. "გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირებიდან ოთხმა ბრალდებულმა, 350 ევროს სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება."-  ნათქვამია უწყების ცნობაში.  გამოძიება საქართველოს სისხლის სამ...

სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერების გა...

სამხრეთ აფრიკელი მეცნიერების განცხადებით მათ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც მუტაციის შემაშფოთებელი რაოდენობა აქვს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. მეცნიერები თავიანთ კვლევაში აღნიშნავენ, რომ C.1.2. პირველად მაისში, ორ პროვინციაში დააფიქსირეს, 13 აგვისტოსთვის კი აღნიშნული ვარიანტი უკვე ქვეყნის 6 პროვინციაში, ისევე როგორც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მავრიკიში, პორტუგალიაში, ახალ ზელანდიასა და შვეიცარიაში იყო გამოვლენილი. კვლევის თანახმად, C.1.2 ვირუსის C.1 ვარიანტისგან წარმოიქმნა, რომელიც 2020 წლის შუა პერიოდში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დომინანტური იყო. მეცნიერები განმარტავენ, რომ ზოგადად ვირუსის მუტაციები ასოცირდება გადადების უნარის გაზრდასთან ...

ნათია თურნავა- ეკონომიკური გამოც...

კვლავინდებურად, ეკონომიკური გამოცოცხლება, გაჯანსაღება, განვითარება გრძელდება. ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს რწმენას, რომ წლის ბოლომდე გვექნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი და ვვარაუდობთ ორნიშნულიან ზრდას.-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ივლისის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9,9%-ია, ხოლო 2021 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, ეკონომიკა 12,2%-ითაა გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. “ ეს იმას ნიშნავს, რომ დაჯამებულად, 7 თვის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, ეკონომიკა გაზრდილია 12,2%-ით წინა წელთან შედარებით. რაც კიდევ უფრო სასიხარულოა, თითქმის 6%-ით არის გაზრდილი 2019 წლის 7 თ...

ამირან გამყრელიძე - გადაიარა პიკ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში პიკი უკვე გადავიარეთ და პიდსიტუაციის სტაბილიზაცია დაიწყო.  "ბოლო 2 კვირის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვების შემოღებისა და აღსრულების მეტი კონტროლის ფონზე, ასევე, უფრო ინტენსიური აცრების ფონზე ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია დაიწყო. ოღონდ, ჯერჯერობით, მაღალ ნიშნულზე შემთხვევათა რაოდენობის. დღეს, ბოლო 1 კვირის განმავლობაში პირველად, ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 10%-ს ჩამოსცდა. ასევე, პირველად ამ კვირაში, ბოლო 60 დღის განმავლობაში ინციდენტობის მაჩვენებელმა და კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელმა კუდი ქვემოთკენ ჩამოსწია. გადაიარა პიკი და ფერდი ქვემოთკენ მოდის. ანუ, შ...

ამირან გამყრელიძე- კოვიდი ალბათ,...

კოვიდი ალბათ, არ გაქრება წელს და არც მომავალ წელს, სანამ არ აიცრება მსოფლიო მოსახლეობის 70-75%. ერთადერთი გამოსავალი ამ ინფექციასთან ბრძოლის იქნება ძალიან სწრაფად საყოველთაო იმუნიზაცია, რაც დაახლოებით, წელიწადნახევარში იქნება-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მისი თქმით, დეკემბერში შესაძლოა შემცირდეს ვირუსის შემთხვევათა მჩვენებელი, ესეც იმ შემთხვევაში თუ აიცრება მოზრდილი მოსახლეობის 60%, პირბადის გამოყენების მაჩვენებელი გვექნება დაახლოებით, 85-90%, თავს ავარიდებთ დიდ შეკრებებს და მთავარ ბუსტერებს და კიდევ სხვა მოთხოვნებსაც შევასრულებთ, როგორიცაა რეგულარული ტესტირება, კოვიდდადასტურებულების დროული იზოლაცია. “ჩვენ ვმუ...

მსოფლიოს მასშტაბით, 12 წლიდან ას...

მსოფლიოს მასშტაბით ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ არის ერთიანი პოზიცია. როგორც წესი, 12 წლიდან ასაკის ბავშვებში მხოლოდ ორ ვაქცინას აქვს მიღებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია - ეს არის „ფაიზერი“ და „მოდერნა“-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ,ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მსოფლიოში უკვე არსებობს, ბავშვების ვაქცინაციის პრაქტიკა. „მსოფლიოს მასშტაბით ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ არის ერთიანი პოზიცია. როგორც წესი, 12 წლიდან ასაკის ბავშვებში მხოლოდ ორ ვაქცინას აქვს მიღებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია - ეს არის „ფაიზერი“ და „მოდერნა...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუს...

ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 136 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 ადამიანი.  ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე  348 ტესტი ჩატარდა და დაღუპულთა რაოდენობამ 378-ს მიაღწია.  2020 წლის გაზაფხულიდან აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 25 088 შემთხვევა.

15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე სა...

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი სკოლებში, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში დისტანციურ რეჟიმში დაიწყება. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ გამართლ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.  “სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებსაც. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენციის მიუხედავად, კვლავ აქტიურად გამ...