გარემოს ეროვნული სააგენტო 6-8 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 6 ივნისს, საქართველოში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა - დღის მეორე ნახევრიდან, სითბოს ფონზე, აღმოსაველეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა. მათივე ინფორმაციით, 7-8 ივნისს, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. "თბილისში 6 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული. 7-8 ივნისს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 6-7 ივნისს დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება, 8 ივნისს კი +29 გრადუსამდე და...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეებში, სხვადასხვა ქვეყნის 42 მოქალაქის დაკავება და ქვეყნიდან გაძევება უზრუნველყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულ პირთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული საქართველოდან. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ერაყის რესპუბლიკის, ირანის ისლამ...
ბაზისბანკის და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრს შორის გენერალური სპონსორობის ფარგლებში, 4 ივნისს, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე, რეჟისორ ადრიან ჯურჯეას სპექტაკლის „ლა ვენეციანას“ პრემიერა გაიმართება. "La Venexiana", მე-16 საუკუნის ანონიმური ვენეციელი ავტორის კომედიური პიესაა, რომელიც 1535-1550 წლებში დაიწერა და მოიაზრება, როგორც რენესანსის ხალხური თეატრის შედევრი. 1920-იან წლებში აღმოჩენილი ეს სპექტაკლი ცნობილია იმ პერიოდის ვენეციის კულტურული და სოციალური დინამიკის განსაკუთრებული ასახვით, აღწერს ქალაქის წეს-ჩვეულებებს, ენას და სხვადასხვა სოციალურ კლასებს შორის ურთიერთობას. სპექტაკლის რომანტიული და გარკვეულწილად სარისკო შეთქმულება მოიცავს სხვადასხვა სოცია...
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით 9 კმ-ში, სოფელ ირისთან, 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 5.4 მაგნიტუდა შეადგინა.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, ხვიჩა გვირჯიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებს. როგორც მაქარაშვილი აღნიშნავს, ხვიჩა გვირჯიშვილი ხარკოვთან იბრძოდა. "2 დღის წინ დამირეკა, სანამ არ ჩამოხვალ სიკვდილს არ ვაპირებ, ლამაზი გასვენება უნდა მომიწყოო. აღარ მინდა, ხალხო, აღარ შემიძლია! დღეს ხარკოვთან დაეცა ჩემი ოცდამესამე ომის ძმაკაცი! დიდება გმირებს!" - წერს მაქარაშვილი.
"სელფი", ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, მომხმარებელს სრულიად განახლებულ როუმინგის მომსახურებას სთავაზობს. "სელფის" როუმინგის შეთავაზება მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავისივე ნომრით ისარგებლოს დაბალი ტარიფით მსოფლიოს მასშტაბით, მიიღოს გაცილებით მეტი ინტერნეტი და ყოველგვარი ხარჯის გარეშე გამოიყენოს Google Maps. მეტი მოხერხებულობისთვისა და საჭიროებაზე უკეთ მორგებისთვის, "სელფის" როუმინგი მომხმარებელს სთავაზობს ორი ზონის არჩევანს იმისდა მიხედვით, თუ სად აქვს დაგეგმილი მოგზაურობა. ესენია: ევროპა + თურქეთი + უფასო Google Maps მსოფლიო + უფასო Google Maps Euro Pass &nbs...
PSP-ს დაარსებიდან 30 წელი გავიდა და დღესაც კომპანია, ისევე, როგორც განვითარების 30 წლის მანძილზე, აგრძელებს მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებაზე ზრუნვას. PSP სთავაზობს სრულიად ახალი კონცეფციის აფთიაქს. პირველი ზუსტად ეს აფთიაქი იყო, მაშინ, როცა ბრენდმა დაიწყო განვითარება. 2017 – 2020 წლებში აქტიურად მიმდინარეობდა კომპანიის საცალო ქსელის როგორც საქართველოს ყველა კუთხის მოცვა ისე მისი ფორმატების ცვლილება, რათა მომხმარებელს მიეღო მაღალი ხარისხის სერვისი, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და შოპინგის ახალი გამოცდილება. დღეს PSP თვეში 2 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება. ჩვენს ქსელში ყოველდღიურად 200 ათასზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება. მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესე...
"ლიბერთი" აგრძელებს საცალო მიმართულებით შეთავაზებებს და ამჯერად მომხმარებლებს მოთხოვნამდე ტიპის ანაბარზე განახლებულ პირობებს სთავაზობს. შემნახველი "მეტი" არის მარტივი და ყველაზე მოქნილი ანაბარი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია განათავსოს თანხა მისთვის სასურველი ნებისმიერი ვადით და მართოს მოქნილად შემდეგი პირობებით: მაღალი საპროცენტო სარგებელი- წლიური 9% / ეფექტური 9.79% ლარში განთავსებულ ანაბარზე; თანხის შეტანა ან გამოტანა ნებისმიერ დროს; სარგებლის დარიცხვა ყოველთვიურად ხელუხლებელ ნაშთზე; აღნიშნული ანაბარით სარგებლობა შეუძლიათ როგორც "ლიბერთის" არსებულ, ასევე ახალ მომხმარებელს, მათ შორის როგორც საქართველოს, ის...
დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც 2 000-მდე ჩვენს მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, - ამის შესახებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ჯარიმისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი. „დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც 2 000-მდე ჩვენს მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება. უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით. ამის...
"მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის" - ამ ლოზუნგით დღეს, 2 ივნისს თბილისში აქცია-კონცერტი გაიმართება. როგორც ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქველმოქმედო კონცერტი რესპუბლიკის მოედანზე, 21:00 საათზე დაიწყება. "საერთო მიზნისთვის ბრძოლაში ჩვენი დაუმარცხებელი ერთობა დაიბადა. ეს ერთობა საბოლოო გამარჯვების, მომავლის გზაა. თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ხელისუფლება უკანონოდ იჭერს და ფულად ჯარიმებს აკისრებს. საქველმოქმედო კონცერტზე ქართველი მუსკოსები იმღერებენ საქართველოს ევროპული მომავლისთვის და საქართველოს სიყვარულისთვის დაჯარიმებული ადამიანების მხარდასაჭერად. ვიზეიმოთ ჩვენი ერთობა, დავეხმაროთ ჩვენ თანამებრძოლებს...
ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით და ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ ორგანიზებით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნინო სურგულაძის სოლო კონცერტი გაიმართა. საქველმოქმედო კონცერტზე, ნინო სურგულაძესთან დუეტი შეასრულა ტენორმა ოთარ ჯორჯიკიამ. მომღერლებს აკომპანიმენტს უწევდა კონცერტმაისტერი ეკატერინე გოგოლაძე, შესრულდა ცნობილი საოპერო ნაწარმოებები. ბაზისბანკის მხარდაჭერით, ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე“ აქტიურად განაგრძობს საქველმოქმედო აქტივობებს. წლების განმავლობაში, მსოფლიო მეცო-სოპრანომ საქართველოში მსოფლიოში აღიარებულ არაერთ ვარსკვლავს უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკისა და ფ...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიის დირექტორს, შონ დანს და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ჯონ დიპიროს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. ცესკოს ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნები იყო. "მხარეებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და იმ ძირითად საქმიანობებზე ისაუბრეს, რაც არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად ხორციელდება. გიორგი კალანდარიშვილმა IRI-ის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი დანერგვის მიმართულებით გაწეული საქმიანობისა და ი...
„ფარმადეპოში“ ბავშვთა დღეები დაიწყო. 1-ელი ივნისის ჩათვლით, ბავშვის პროდუქტებზე დაგხვდებათ საუკეთესო ფასები. აქციაში მონაწილეობს საფენები, სათვალეები, ბავშვის მოვლის, კვების, საკვები დანამატების კატეგორიები და სათამაშოები. თვალი ადევნე „ფარმადეპოს“ გვერდს და დაელოდე სხვადასხვა სიახლეებს, საჩუქრებს და აქტივობებს.
მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ! - ასე ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკაშირებით ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებას. ხაზარაძის თქმით, "რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად" ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერებით გაცხადდა. "რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში და რა უნდა საქართველოს ევროკავშირში?!" რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად ჩვენთვის ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა! დღეს კი, ყველასთვის ყველაფერი ნათელია - რუსული კანონი, ირანში ვიზიტები, "ჰესბოლას" გვერდით დგომა და ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩინეთის ხელში ჩაგდება, ამერიკუ...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2023 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტს გაუტოლდა. "2023 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 16.0 პროცენტი შეადგინა...
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ხარაზიშვილმა, ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ სპეცრაზმი მოქალაქეებს სცემს და ამისთვის წინასწარ შედგენილი სია არსებობს, - ასე გამოეხმაურა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასცოიაცია" (საია) ზვიად ხარაზიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას. საია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს და ხარაზიშვილის გამოკითხვას ითხოვს. "2024 წლის 28 მაისს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ხარაზიშვილმა, ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ სპეცრაზმი მოქალაქეებს სცემს და ამისთვის წინასწარ შედგენილი სია არსებობს (“მე არაკაცებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. სია გვაქვს…&rd...
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს მოუწოდა არ დაძლიოს ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო კანონს. როგორც იოსელიანნმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "უკან დახევა არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს". "კანონის ამ ფორმით მიღებამ უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად ამ პროცესს, ამიტომ, დღეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე უარი თქვას ვეტოს დაძლევაზე, რითაც გაჩნდება სივრცე, სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე სამსჯელოდ. უკვე თით...
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, “საქართველოს ფოსტა” საფოსტო ატრიბუტიკით, გორში არის წარმოდგენილი. გორის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია “საქართველოს ფოსტის” სივრცე შემეცნებითი და საბავშვო-გასართობი აქტივობებით. დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ ფოსტისა და საფოსტო მარკების ისტორიას, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები ფოტო სივრცეებში. ასევე, საქართველოს ფოსტა დღეს პატარა ვიზიტორებს საბავშვო აქტივობებსაც სთავაზობს - საფოსტო ოფისის სტენდი, ბარათების შევსება, გასაფერადებელი საქართველოს რუკა, მოძრავი საფოსტო ყუთი და მოსიარულე ფოსტალიონები, რომლებიც მსურველებს წერილის გაგზავნის საშუალებას აძლევენ. „საქართველოს ფოსტის“ პავილიონში და...
"განათლება საფრთხეშია" - ამ ლოზუნგით პროფესორ-მასწავლებლები ჭავჭავაძის გამზირდან მარშს მართავენ. აკადემიური სფეროს წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადაინაცვლებენ, სადაც მათ პროტესტს თსუ-ს სტუდენტები შეუერთდებიან. ამასთან, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეები 7 საათისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძვრებიან. აქციის მონაწილეების საბოლოო დანიშნულება კი გმირთა მოედანი იქნება, სადაც პერფორმანსი მოეწყობა.
მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩატარება სურდა. რაჭველიშვილის ინფორმაციით, მას ოპერის დირექციამ კონცერტის ჩატარების უფლება არ მისცა. "ჩიტმა ამბავი მომიტანა რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ჩაეტარებინა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი. ოპერის დირექციამ უარი უთხრა. ეს უარი ოპერის დირექციის მხრიდან მათ მიმართ ვინც პარტიის მსახური არ არის პირველი არაა სამწუხაროდ! დროა ოპერის დირექცია შეიცვალოს სასწრაფოდ! უკვე დიდი ...