პაატა იმნაძე-სამწუხაროდ, გარდაცვ...

სამწუხარო  კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს - ამის შესახებ დღეს გამართულ  ვებინარზე , დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ  განცხადაა. მისი თქმით , „ დელტა“ შტამი ძალიან ჰგავს გაციებას, შესაბამისად თუ ადამიანებს სიმპტომები ექნება აუცილებლად უნდა ჩაიტარონ ტესტი „სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს. ამიტომ, ავიცრათ, დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ პირბადე. „დელტას“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები ჰგავდა. ამიტომ, ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, აუცილებლად გაიტესტეთ. მოერიდეთ გარშემომყოფებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ინფორ...

13 აგვისტოს მონაცემებით, საქართვ...

13 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 741 353 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 225 053 ადამიანი. საქართველოში 13 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის 5 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 726 პაციენტი.

გამოვლინდა კორონავირუსის 5 128 ა...

საქართველოში კორონავირუსის 5 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 310 პირი. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე, ცოტა ხნის წინ განახლდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 466 326 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, 412 420 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.  საქართველოში კორონავირუსს ჯამში 6 279 პირი ემსხვერპლა. 

გორში პოლიციელი განცხადებით- ის...

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, თამაზ ჯოხაძე  მის უფროსს  პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშუალებს , მისი თქმით ის სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე გააუშვეს. პოლიციელმა  "ფეისბუქზე" პირდაპირი ეთერით განაცხადა ამის შესახებ.  "ეს ადამიანები - დავით ჯაშაშვილი, გიორგი მესხი, დღეს სრულიად უმიზეზოდ მიბარებენ სამსახურში  და მეუბნებიან, რომ უნდა წავიდე სამსახურიდან. ვეკითხები ორივე მათგანს და ვერც ერთი მპასუხობს კითხვაზე, რატომ უნდა წავიდე. არ შეუძლიათ კითხვაზე პასუხის გაცემა. ამათ გონებასა და აზროვნებაში სხვა არაფერი დევს, გარდა იმისა, რომ წადი და მორჩა. შენ უკან ვინ დგას, რა დგას, არ გეკითხებიან  საერთოდ-...

იმნაძე, ღარიბაშვილის ხალხმრავალ ...

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის  მძიმე ეპიდვითარების ფონზე ხალხმრავალ სუფრაზე ქეიფთან დაკავშირებით აცხადებს , რომ “პრემიერიც ქართველია“ და მისი ესმის, თუმცა მისთვის მაინც მიუღებელია ღარიბაშვილის ქმედება. "პრემიერიც ქართველია და აი, ამ ქვეყნის პრემიერია და ოლიმპიური ჩემპიონი როცა არის და რაღაცა მართლა იქ… მე მესმის ეს ყველაფერი, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ესეც მიუღებელი იყო იმ ოლიმპიური ჩემპიონის შეხვედრაზე ასეთი სუფრა, მაქსიმალურად კი იყვნენ დისტანცირებულები, მაგრამ მაინც ჩემთვის მიუღებელი იყო", - განაცხადა  იმნაძემ „TV პირველთან.“ საუბრისას.

საპატრიარქო - ვაქცინაცია უნდა იყ...

საქართველოს საპატრიარქო საპატრიარქოს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და არ უნდა ხდებოდეს დააძალება. " ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფილობითი და აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება, ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა; ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვა ყველასთვის აუცილებელია. მის შესახებ დადგენილება წმინდა სინოდმა ჯერ კიდევ 2021 წლის 11 თებერვლის სხდომაზე მიიღო, სადაც ასევე ნათქვამია: ,,საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც, ზოგადად, მედიცინას მ...

საპატრიარქო - აიცრება თუ არა პატ...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის  ვაქცინაციის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე  განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ  იცრება თუ არა პატრიარქი, ეს არ შეიძლება განმსაზღვრელი იყოს სხვათათვის. .„კათოლიკოს-პატრიარქის აცრასთან დაკავშირებით პერიოდულად მიზანმიმართულად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, ამიტომაც მოკლედ შემდეგს ვიტყვი: აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვის. ვაქცინაციასთან მიმართებით ამა თუ იმ სასულიერო პირის დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებაც მაგალითის მიმცემი ვერ იქნება, რადგან ეს სამედიცინო სფეროს ნაწილ...

საქართველოში, კათოლიკე სასულიერო...

საქართველოში მოღვაწე, ლათინური წესის კათოლიკე მღვდლების, მონაზვნებისა და დიაკვების უმრავლესობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. 10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში მყოფი 47 სასულიერო პირიდან 35–ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც გაკეთებული აქვს. ერთ–ერთი პირველი, ვინც აიცრა, საქართველოს კათოლიკე ეკელსიის ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო იყო: "მე არ შემიძლია ვინმეს ვაიძულო ვაქცინის გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მღვდლისთვის ეს აუცილებელია, რადგან ის არა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი, არამედ სხვებზეც".- განაცხადა ეპისკოპოსმა. ამჟამად ეპისკოპოსი სრულად ვაქცინირებულია, მან ვაქცინის ორივე დოზა საქართველოში გაიკეთა. სასული...

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მეხი...

სამცხე-ჯავახეთში, აბულის მთაზე მეხი ცხვრის ფარას დაეცა, რომლის შედეგად 530 სული ცხვარი დაიღუპა. -  ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.  მედიის ცნობით, დაღუპული პირუტყვის ნაწილი ადგილობრივ ფერმერს ეკუთვნის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტამბოვკადან, ნაწილი კი, ფერმერებს კახეთიდან. JNEWS ინფორმაციით, ფერმერს სოფელ ტამბოვკიდან, ნიკოლაი ლევანოვს 600 სული ცხვარი ჰყავს, რომელსაც საძოვრად აბულის მთაზე, მის კუთვნილ ტერიტორიაზე უშვებს. ნიკოლაის პირუტყვთან ერთად ამ საძოვრებზე კახელი ფერმერების 900 სული ცხვარიც იმყოფება. საერთო ჯამში ამ საძოვრებზე 1 500 სულ ცხვარს აძოვებენ. ფერმერმა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარება უკვე სთხოვა. ზარალის შესაფასებლად მერიაში&n...

საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომ...

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კვირის ბოლოსთვის სამინისტროში შეიკრიბებიან და ჩამოყალიბდებიან, თუ რა იქნება შემდეგი რეკომენდაციები შეზღუდვებთან მიმართებაში. „დღეს ოთხშაბათია, შესაბამისად, იმაზე საუბარი, თუ რა იქნება შემდეგი რეკომენდაციები რეგულაციებთან მიმართებაში, ნაადრევია. ჩვენ კვირის ბოლოს კიდევ ერთხელ შევიკრიბებით ჯერ სამინისტროში, ჩამოვყალიბდებით რა იქნება შემდეგი რეკომენდაცია ამას როგორც ყოველთვის, წერილობითი ფორმით მივაწვდით საბჭოს განხილვისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ19-ს კიდევ 48 პაციენტი ემსხვერპლა.

ეკატერინე ტიკარაძე - პიკს გავდივ...

ჩვენ გავდივართ პიკს, ამ ეტაპისთვის საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელია, რაც ნიშანია, რომ სტატისტიკა ჯერჯერობით იქნება მზარდი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მინისტრმა ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. „დადებითი დღეს არის ის, რომ ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ყოველდღიურად ვაკვირდებით მატებას, რომ ადამიანები უფრო და უფრო მაღალი ნდობით არიან ვაქცინის მიმართ განწყობილები, შესაბამისად, იღებენ გადაწყვეტილებას. ეს ძალიან კარგია, თუმცა, ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სხვა წარმომადგენლები არაერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვაქცინაციის შედეგები იქნება შედარებით მოგვიანებით. ...

შინდისის ბრძოლაში დაღუპულ ალექსა...

მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შინდისის ბრძოლის ერთ-ერთ გმირს, ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში „ქართული ოცნების" წალკის მერობის კანდიდატის ილია საბაძის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ალექსანდრე ონიანმა ბრძოლის ბოლო წუთებში თავი გმირულად აიფეთქა, რითაც თავგანწირვის და თავდადების უდიდესი მაგალითი გვაჩვენა. მთავრობის მეთაურმა შინდისის გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. „მე მინდა ჩემი დღევანდელი ჩემი გამოსვლა დავიწყო და გავიხსენო ჩვენი გმირები. დღეს 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა გმირმა ჯარისკაც...

კორონავირუსით კიდევ 48 ადამიანი ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს კიდევ 48 ადამიანი ემსხვერპლა.  NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან კიდევ 2 635 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

შინდისის ტრაგედიიდან დღეს 13 წელ...

13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შინდისის უთანასწორო ბრძოლაში 2008 წლის 11 აგვისტოს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ზუსტად 12 წლის წინ რკინიზგის სადგურთან მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა. ქართველ მებრძოლებს საბრძოლო მასალა ამოეწურათ. ჯარისკაცებმა კი ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს. მათ ერთადერთი დარჩენილი ყუმბარით თავი აიფეთქეს. შინდისთან ტრაგედიას 17 ქართველი გმირი შეეწირა. სოფელ შინდისთან მდებარე მემორიალთან დაღუპულ გმირებს დღეს ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები მიაგებენ პატივს. 

ევროკავშირი 6 ქვეყანას, მათ შორი...

ევროკომისიამ აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად გამოყოფილი ფინანსური დახმარების პაკეტი 40 მილიონი ევროდან 75 მილიონ ევრომდე გაზარდა. აღნიშნული ინფორმაცია ევროკომისიის ვებ-გვერდზეა განთავსებული და აღნიშნულია, რომ გამოყოფილი დახმარების მიზანი ვაქცინაციის კამპანიების დაჩქარება და უსაფრთხო, ეფექტური ვაქცინების მიწოდების უზრუნველყოფაა. ევროკომისიამ აღნიშნული ფინანსური დახმაარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას გაუზარდა, კერძოდ, საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას. „ამ ახალი 35 მილიონი ევროს დახმარების პაკეტით ევროკავშირი ცდილობს მნიშვნელოვნად გაზარდოს ვაქცინებზე წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში გლობალური...

ლუკაშენკო კატასტროფად მიიჩნევს, ...

საქართველო, როგორც უკრაინა ჩემი „თავის ტკივილია“, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ბელარუსის პრეზიდენტი კატასტროფას უწოდებს ფაქტს, რომ საქართველოში ახალგაზრდები ინგლისურ ენაზე უფრო ხშირად საუბრობენ, ვიდრე რუსულად. „საბჭოთა პერიოდში არა ერთხელ ვიყავი აფხაზეთში, მართალია სამხრეთ ოსეთში არ ვყოფილვარ, თუმცა საქართველოში, თბილისის გარდა, ვიყავი... ქართველები, თეთრი ვოლგა, ლამაზი გოგონები... რუსებს, ბელორუსებს, უკრაინელებს მუდამ შურდათ თქვენი! მე არ ვსაუბრობ მიღწევებზე - ეს იყო აყვავებული ოაზისი. რაც იქ მოხდა, მე ცოტა ხნის წინ ვნახე. არ ვიტყვი რატომ, მე კარგი დამოკიდებულება მაქვს საქართველოს, ქართველების მიმარ...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე-13 აგვი...

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღამაიძე  ერთ-ერთ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელის მიხედვითაც პატრიარქი ილია II-ის  13 აგვისტოს "Pfizer"-ის ვაქცინით იცრება.  დეკანოზის თქმით ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. "13 აგვისტოს პატრიარქის აცრის შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს". – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ქუთაისში კოვიდინფიცირებული ორსულ...

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ორსული გარდაიცვალა, - ინფორმაციას ტელეკომპანია „რიონი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“კოვიდინფიცირებული ორსული 30 ივლისს მოთავსდა. ორსულს სუნთქვის მწვავე უკმარისობა და 19 ქულიანი პნევმონია აღენიშნებოდა.    

საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 664 997 პირია აცრილი. NCDC-ის ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 204 234 ადამიანი. „აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522“, - აცხადებენ NCDC-ში.

UNESCO - გელათის კომპლექსი შესაბ...

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიამ გელათის მონასტრის შესახებ დადგენილება მიიღო, რომელშიც საუბარია, რომ გელათს, შესაბამისი პროფესიული უნარებისა და მასალების ნაკლებობის გამო, ძეგლის უნივერსალური ღირებულების დამაზიანებელი რესტავრაცია ჩაუტარდა. ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომპლექსის გადახურვის სარესტავრაციო სამუშაოებით მიყენებული ზიანი, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, გელათის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიების მოხატულობასა და სამშენებლო ქვას მიადგა, იწვევს არსებული მოზაიკისა და კედლის მხატვრობის დაზიანებას, რაც ლახავს მის უნივერსალურ ღირებულებებს. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი მიესალმება მმართველი გუნდის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, კერ...